155 ინფიცირებული საქართველოში და მოახლოებული კრიზისული ფაზა — 3 აპრილის შეჯამება
ფოტო: Mohammed Abed /AFP / Getty Images
3 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 1 083 084;
- გარდაცვლილი — 58 243;
- გამოჯანმრთელებული — 225 335.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 155;
- გამოჯანმრთელებული — 28;
- კარანტინის რეჟიმში — 5 526;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 344.
დღის ფაქტი
კანადა, სამხრეთ კორეა და საქართველო აჩვენებენ, რომ COVID-19-ის შეჩერება შესაძლებელია
საერთაშორისო გამოცემა Foreign Policy საქართველოს კორონავირუსითან ბრძოლაში წარმატებული ქვეყნების გვერდით ასახელებს. გამოცემის ცნობით, ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, ისლანდიისა დ საქართველოს მაგალითები აჩვენებს, რომ COVID-19-ის შეჩერება შესაძლებელია.
როგორც Foreign Policy წერს, ზოგიერთი ქვეყნის წარმატებული ისტორია მოულოდნელი იყო. საქართველოს მაგალითზე ისაუბრეს პოდკასტში არ შეეხო შენს სახეს, რომლის სტუმარი ქართველი ჟურნალისტი ნატალია ანთელავა იყო.
დღის ფოტო
ტაილანდელი ახალშობილი, რომელსაც კორონავირუსის გამო დამცავი ფარი უკეთია
დღის ფრაზა
მეუფე ანტონი: ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ
"ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს და მთლად რომ იყოს ყველაფერი დაწამლული, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე", — ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა განაცხადა.
რა ხდება მსოფლიოში
- რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუცია ჩავარდა;
- აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 245 ათასს გადააჭარბა;
- რუსეთის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვა სიტუაციას დაძაბავს;
- გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა;
- ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 766 ადამიანი გარდაიცვალა;
- საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 6 ათასს გადააჭარბა;
- უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა;
- კორონავირუსის გამო, თურქეთის 30 ქალაქში ავტომობილებით შესვლა და გასვლა აიკრძალა;
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში
ანგელა მერკელი თვითიზოლაციიდან სამუშაო გარემოს დაუბრუნდა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თვითიზოლაციიდან სამუშაო გარემოს დაუბრუნდა.
კანცლერს კორონავირუსი არ დადასტურები. თუმცა, ანგელა მერკელი თვითიზოლაციის რეჟიმში ორი კვირით იმის გამო იმყოფებოდა, რომ ექიმს, რომელიც მას შეხვდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
რა ხდება საქართველოში
3 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი — 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში ინფიცირებულია 155 ადამიანი. მათ შორის 28 გამოჯანმრთელდა.
ქვეყანა კორონავირუსის კრიზისული ფაზისთვის ემზადება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს. მისივე თქმით, ორშაბათიდან დამატებით კიდევ 9 კლინიკა ჩაერთვება და პაციენტების ზრდასთან ერთად შესაძლებლობა არის, რომ დამატებით კიდევ 6 კლინიკა ჩაერთოს.
ვირუსის კრიზისულ ფაზასთან ერთად ახლოვდება რელიგიური დღესასწაულებიც. საპატრიარქოში იმედს იტოვებენ, რომ აღდგომამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში სიტუაცია შეიცველება და "საზეიმო მსახურების" ჩატარებას შეძლებენ.
უკვე ცნობილია, რომ სააღდგომო ლიტურგიას წელს მთავრობის რამდენიმე მინისტრი არ დაესწრება, მათ შორის: ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- საერთაშორისო ფინანსური დახმარების მისაღებად ოპოზიცია მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს;
- გახარია: პოსტკრიზისული ეტაპისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემები ამუშავდება;
- ვინც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს, გააგრძელებს მუშაობას — გახარია ონლაინ შოპინგზე;
- საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა;
- ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობისა რეჟიმის დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმეს — შსს;
- ნარჩენების გადასახადისგანაც განთავისუფლდება ქვეყნის მოსახლეობა — კახა კალაძე;
- ლოცვები 4-დან 8 საათამდე, ხატების გაწმენდა — საპატრიარქო სასულიერო პირებს სმს-ით რეკომენდაციებს გაუგზავნის;
- რამდენ ადამიანს დავეხმარებით, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი დაკარგავს სამსახურს — მაია ცქიტიშვილი;
- ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატაროთ აღდგომის წირვა — მეუფე ანტონი;
- ონლაინვაჭრობის ან მშენებლობის ნებართვისთვის კომპანიები უნდა დარეგისტრირდნენ — სამინისტრო;
- ცქიტიშვილის თქმით, შეზღუდვები ეხებათ სასულიერო პირებსაც, რომლებმაც მსახურება უნდა აღასრულონ;
- ჯაღმაიძე ამტკიცებს, რომ საკარანტინო ზომები და საპატრიარქოს რეკომენდაციები ურთიერთსაწინააღმდეგო არ არის;
- თურნავას თქმით, ქართული პირბადეები აფთიაქებში, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან გაიყიდება;
- რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა;
- შსს-ს სტატისტიკით, მარტში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 930-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცა;
- ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს — ჯაღმაიძე სააღდგომო ლიტურგიის შესახებ კეკელიას იდეაზე;
- უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩია.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა
დღის კარგი ახალი ამბავი
63 წლის მეყვავილეს ტიტების ფული შეუგროვეს
გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის ისტორიამ, რომელიც პანდემიის გამო ტიტებს ვეღარ ყიდდა, გუშინ ფეისბუქი მთლიანად მოიცვა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში 63 წლის მეყვავილე ამბობდა, რომ ამ სეზონზე დაახლოებით 2 000 ლარი დაკარგა, მისი 5 000 ტიტა კი ისევ ნაკვეთშია და ჭკნება.
მას შემდეგ, რაც მისი ისტორია მოქალაქეების ყურამდე მივიდა, უამრავ ადამიანს გაუჩნდა დახმარების სურვილი. ინიციატივა ფეისბუქზე თავდაპირველად მომხმარებელმა მარიამ ნატროშვილმა გამოთქვა.
დღეს On.ge-ს კაკოს შვილმა, სოფიო ჯერიანაშვილმა უთხრა, რომ ის თანხა, რასაც მეყვავილე წარმატებულ სეზონებში იღებდა, თითქმის შეგროვებულია.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
ნახეთ წინა შეჯამებები:
- კომენდანტის საათი საქართველოში და აშშ-ში მოხსნილი რეკორდები — 31 მარტის შეჯამება
- "ფაქტობრივი" საყოველთაო კარანტინი და ფატალური შემთხვევები ევროპაში — 30 მარტის შეჯამება
- ვირუსი, როგორც "მწარე წამალი" და დედამიწიდან ფულის ერთეულის "გასაქრობი" საშუალება — 29 მარტის შეჯამება
- გაბრაზებული იმნაძე, ინფიცირების უცნობი წყარო და 18000 ახალი შემთხვევა აშშ-ში — 28 მარტის შეჯამება
- 27 მარტი: ბორის ჯონსონის კორონავირუსი და უკან დაბრუნებული ტესტები — 27 მარტის შეჯამება
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
-
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
გადახედვა



კომენტარები