რას ჰყვებიან ქალები, რომლებიც ექიმს კარანტინის დროს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
ფოტო: AJC
29 წლის მარიამ ქ. საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გავლით 24 მარტს, დილით შემოვიდა. ის მარნეულის სასტუმროს კარანტინში მოათავსეს.
მარიამი On.ge-სთან ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში არავის გაუსინჯავს და არც ტემპერატურა გაუზომეს, ექიმის კონსულტაცია კი ღამის საათებში შესთავაზეს. სპეციალისტი მის ნომერში საღამოს 10 საათისთვის შევიდა. თავდაპირველად კორონავირუსის სიმპტომების არსებობით დაინტერესდა, რაზეც მარიამმა უპასუხა, რომ არაფერი აწუხებდა.
"საბაბი არ მიმიცია, რომ ჩემზე რამე განსაკუთრებული კვლევა ჩაეტარებინა. დაიწყო ყელის დათვალიერება, მერე სასუნთქი გზები უნდა გავსინჯოთო. გზადაგზა მეკითხებოდა, უი, რამდენი წლის ხარ, სად სწავლობ. ასე ღიად არ მაწვებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არა იყო. მერე მითხრა, ზედა უნდა გაიხადო, რომ სუნთქვა შევამოწმოთო. ეგ ჩვეულებრივ ამბად მივიჩნიე, მაგრამ თავი უკვე უხერხულად ვიგრძენი. ვუთხარი, ლიფს ჩავიცვამ და მოვალ-მეთქი", — ამბობს მარიამი.
ის ჰყვება, რომ შემდეგ ექიმმა, გასინჯვის გაგრძელების მოტივით, ლოგინზე დაწოლა მოსთხოვა. მარიამის თქმით, კაცმა განუმარტა, რომ ზურგზე დაწოლა სახსრების შესამოწმებლად იყო საჭირო, რადგან სახსრების ტკივილი კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომია.
"მაცვია უთხელესი ელასტიკი და მითხრა, რომ ეს ელასტიკიც უნდა გაიხადოო. ჩავიწიე ელასტიკი კოჭებამდე [...] შემოწმება დაიწყო ნეკნებიდან. ყველაზე დიდი ხანი საშოს არეში გაჩერდა. ზედ საშოზე ხელი არ დაუდია, მაგრამ ასე ჩაუყვა ბარძაყის გვერდებს. მერე გადმომატრიალა მუცელზე. საჯდომის ქვემოთაც ჩამიყო ხელები, მერე კოჭები და მუხლებიც გამისინჯა, ხელებზე არაფერი შეუმოწმებია. მითხრა, ღრმა სახსრების გამტარობაც გამოვიკვლიეთო", — ჰყვება მარიამი.
მისივე თქმით, მთელი პროცესის განმავლობაში თავს უხერხულად გრძნობდა, ამიტომ აქეთ-იქით იყურებოდა და ელოდა, როდის დამთავრდებოდა შემოწმება. მარიამი იხსენებს, რომ ამის გამო ექიმმა ერთგვარი შენიშვნაც მისცა — უთხრა, რომ შემოწმების დროს მისთვის თვალებში შეეხედა და მზერა სხვა რამეზე არ გადაეტანა. მისივე თქმით, გასიჯნვის დროს ექიმმა რამდენჯერმა ჰკითხა, ცხოვრობდა თუ არა მარტო, რადგან იზოლაციაში გადასვლის შემდეგ მარტო უნდა ყოფილიყო:
"ვუთხარი, რომ დედასთან ერთად ვცხოვრობდი და ის გადადიოდა. შემდეგ ნომერი ჩამაწერინა, როცა გინდა დამირეკე, გაწერილიც რომ იყოო. ბოლოს, ალბათ, ვერ მოითმინა და რომ გადიოდა, მითხრა, რომ მეუღლე ან შეყვარებული თუ გყავს, ხომ იცი, ორი კვირა არ უნდა ნახოო", — ამბობს მარიამი.
ის არ არის ერთადერთი, ვინც იგივე სასტუმროში, იმავე ექიმს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. On.ge ესაუბრა 17 წლის გოგოსაც, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს.
არასრულწლოვანი ჰყვება, რომ ექიმი მასთან ღამის 11 საათზე, გაუფრთხილებლად მივიდა. ანას (სახელი შეცვლილია) თქმით, კაცი მთლიანად ეკიპირებული იყო და ნომერში შესვლის დროს სახელითა და გვარით არ გაცნობია.
"მითხრა, რომ წელს ზემოთ ყველაფერი გამეხადა. თავიდან ყელი და სუნთქვა შემიმოწმა, შემდეგ მითხრა დაწექიო. შარვალი გაიხადეო. თავიდან ოდნავ ჩავიწიე, თუმცა მთლიანად გამახდევინა. ძალიან უხერხულად ვიყავი, რადგან ასეთი შემოწმება არსად გამიგია. მითხრა, სახსრები უნდა შეგიმოწმოთო, რადგან ევროპაში ეს გამოეპარათ და ჩვენ არ უნდა გამოგვეპაროსო. როცა მუცელზე დავწექი, კინაღამ გადამიწია საცვალი და ძალიან უხერხულად მეხებოდა. შემდეგ ფეხზე ჩაასრიალა ხელები, ძალიან უხერხულად ვიყავი. სულ ირონიულად მელაპარაკებოდა, რატომ ნერვიულობ და ეგეთები. წასვლის წინ მითხრა, შეყვარებული თუ გყავს, დაგელოდოს ათი დღეო. იცინოდა", — იხსენებს ანა.
17 წლის გოგო ამბობს, რომ თავიდან ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა, რადგან გასინჯვა დიდხანს არ გაგრძელებულა.
"შემდეგ მეგობრებს ვკითხე, ვინც მსგავსი პროცესი გაიარა და ასეთი არავის გადახდენია. თავიდანვე მივხვდი, რომ არ იყო სწორი", — ამბობს ის.
მარიამისგან და ანასგან განსხვავებულად გასინჯა იმავე ექიმმა სხვა პაციენტი. ნათია (სახელი შეცვლილია), რომელიც კარანტინში შვილთან ერთად იყო, On.ge-ს უყვება, რომ კაცს მისთვის სახსრები არ შეუმოწმებია და ფილტვების გასინჯვის დროს არც სამოსის გახდა მოუთხოვია. მისი თქმით, ექიმმა მხოლოდ კოჭები, მუხლები და ხელები შეუმოწმა. მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ეძინა, ექიმს საერთოდ არ გაუსინჯავს.
მარიამ ქ. უკვე თბილისშია, თვითიზოლაციაში. მარნეულის სასტუმროდან დაბრუნების შემდეგ მან სახალხო დამცველს მიმართა. ომბუდსმენის აპარატში საკითხის მოკვლევა უკვე დაწყებულია და დაუკავშირდნენ ექიმსაც, თუმცა მისგან ოფიციალური პასუხის შესახებ ჯერ უცნობია. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.
ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე On.ge-სთან აღნიშნავს, რომ ექიმების მხრიდან პაციენტების სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართვიანობა იშვიათია.
"ჩვენი მთავარი ტენდენცია მაინც სამუშაო სივრცეში სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება", — ამბობს ის.
სხილაძე აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა მომართვიანობა ზოგადადაც დაბალია, მთავარ გამოწვევად კი კვლავ საზოგადოების დამოკიდებულება რჩება.
ექიმის მხრიდან პაციენტის სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ კაცი სამინისტროს ან გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი არ არის, თუმცა არ აკონკრეტებენ, როგორ მოხვდა ის კარანტინის ზონაში. მათი ინფორმაციით, საქმეს აკვირდებიან და გამოძიების შემდეგ შესაბამისი რეაგირება ექნებათ.
On.ge დაუკავშირდა ექიმს, რომელსაც ორი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ის ადასტურებს, რომ 24 მარტს მარნეულში მარიამ ქ. გასინჯა, თუმცა ბრალდებებს უარყოფს.
მისი თქმით, გაიდლაინით იხელმძღვანელა და ყველა პაციენტი ერთნაირად შეამოწმა. 31 წლის კაცი მიუთითებს, რომ პაციენტს შეეძლო პროცედურაზე უარი ეთქვა.
"სახსრებში შევამოწმე, ფილტვებში მოვუსმინე, ტემპერატურა გავუზომე, გამოვკითხე... სახსრებზე ხელით გავსინჯე, ერთი დადებით. დავადე, გტკივა? არა. "ვსიო". მეტი რა უფლება მაქვს ხელი მოვკიდო ზედმეტად... რაღაცაზე ხომ უნდა მომეჭირა ხელი, რომ მეთქვა? მე გავსინჯე მენჯ-ბარძაყის სახსარი, მუხლების სახსარი, ხელის სახსარი, თითის დადებით... ინტიმურ ადგილებში არ შევხებივარ, ინტიმურ ადგილებში არაა სახსარი", — ამბობს ის.
On.ge დაინტერესდა, აგრძელებს თუ არა ის სამედიცინო საქმიანობას და სად. ჯანდაცვის სამინისტროში ამ კითხვას არ პასუხობენ. თავად ექიმი ამბობს, რომ ამ დროისთვის თავისი სურვილით ისვენებს და მუშაობას რამდენიმე დღეში განაახლებს. სამუშაო ადგილს არც ის აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კონკრეტული სპეციალიზაცია არ აქვს და სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომელია. ჯანდაცვის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ის სახელმწიფო სასწრაფო დახმარებაში დასაქმებული არ არის. სახელმწიფოს გარდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ქვეყანაში რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას ჰყავს.
უცნობია, ექიმს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, რატომ არ შეუჩერდა სამედიცინო საქმიანობის უფლება დროებით მაინც, სანამ სახალხო დამცველი საკითხს სწავლობს.
-
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვები მოხსნა თურქეთმა სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვები მოხსნა
გადახედვა
-
მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
გადახედვა
-
10 ცნობილი მსახიობი, რომლებმაც ფილმი გადაღებების პროცესში დატოვეს 10 ცნობილი მსახიობი, რომლებმაც ფილმი გადაღებების პროცესში დატოვეს
გადახედვა
-
კანიე ვესტმა ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების გამო სასამართლო პროცესი წააგო კანიე ვესტმა ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების გამო სასამართლო პროცესი წააგო
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე
გადახედვა
-
სამეგობრო წრის მითი — რამდენი მეგობარი გვჭირდება სინამდვილეში სამეგობრო წრის მითი — რამდენი მეგობარი გვჭირდება სინამდვილეში
გადახედვა
-
Coca-Cola x FIFA World Cup — მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები კოკა-კოლას საკოლექციო ქილებზე Coca-Cola x FIFA World Cup — მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები კოკა-კოლას საკოლექციო ქილებზე
-
რამდენიმე დღეში დედამიწას ასტეროიდი ახლო მანძილზე ჩაუვლის რამდენიმე დღეში დედამიწას ასტეროიდი ახლო მანძილზე ჩაუვლის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს თანამშრომელთა უფლებების მართვის ფუნქცია დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს თანამშრომელთა უფლებების მართვის ფუნქცია დაემატა
-
მსოფლიო პატრიარქმა შიო III-ს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა უსურვა მსოფლიო პატრიარქმა შიო III-ს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა უსურვა
გადახედვა
-
პროკრედიტ ბანკში ანაბრების აქცია დაიწყო პროკრედიტ ბანკში ანაბრების აქცია დაიწყო
-
"იმედი მაქვს, შეუწყობთ ხელს რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის ტრადიციული ნდობაზე დაფუძნებული კავშირების განმტკიცებას" — საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი "იმედი მაქვს, შეუწყობთ ხელს რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის ტრადიციული ნდობაზე დაფუძნებული კავშირების განმტკიცებას" — საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი
გადახედვა
-
საქართველოს რაგბის კავშირი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი საქართველოს რაგბის კავშირი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი
გადახედვა
-
საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა
-
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
"დოჟდის" მთავარ რედაქტორს მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა "დოჟდის" მთავარ რედაქტორს მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
"საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას" — რა თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა თავის სიტყვაში? "საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას" — რა თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა თავის სიტყვაში?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერი გადის პენსიაში, რაც კარგია, რადგან ვეღარ დააზიანებს ვერც ერთ სხვა ერს შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერი გადის პენსიაში, რაც კარგია, რადგან ვეღარ დააზიანებს ვერც ერთ სხვა ერს
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა ახალი რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა ახალი რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს
გადახედვა
-
1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
გადახედვა

კომენტარები