მოვისმინეთ მკაფიო განმარტება გახარიასგან და გაუგებარი თალაკვაძისგან — დავით ბაქრაძე საგანგებო მდგომარეობაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მეორე არხი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო ადამიანთა შეკრებაზე, პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება გაუგებარი იყო.
ბაქრაძის თქმით, კორონავირუსის შესაჩერებლად შემოღებული რეგულაციები, ყველას უნდა ეხებოდეს და გამონაკლისი არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უნდა იყოს.
"ხელისუფლებას შემოაქვს შეზღუდვები, რომ სასურსათო მაღაზიებში 10 კაცზე მეტი ვერ შევა, მაგრამ ეს იმას კიარ ნიშნავს, რომ ადამიანებს ჭამას ვუკრძალავთ. ადამიანებს ერთად ყოფნას ვუკრძალავთ. ზუსტად ასევეა, რელიგიის თავისუფლებას და რწმენის თავისუფლებას არავინ არ ეხება. მაგრამ არის ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ამ მხრივ, ქვეყანაში გამონაკლისი არ უნდა არსებობდეს, მიღებული კანონი უნდა ეხებოდეს ყველას", — განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ეკლესია გამოიჩენს მაღალ საზოგადოებრივ შეგნებას და დაემორჩილება იმ რეგულაციებს, რომელიც არსებობს.
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის დეკრეტში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების შეზღუდვაზე, თუმცა რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის.
პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაუსვეს კითხვა, რა ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტაძარში ათზე მეტი ადამიანი შეიკრიბებოდა და გავრცელდებოდა თუ არა მათზე საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. არჩილ თალაკვაძე ყოველ ჯერზე პასუხობდა, რომ რწმენისა და აღმსარებლობის უფლების შეზღუდვაზე დეკრეტში საუბარი არაა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ათზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალებოდა. ჟურნალისტების კითხვაზე ეხებოდა თუ არა ეს ეკლესიაში შეკრებებს გახარიამ უპასუხა:
"შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა".
საგანგებო მდგომარეობა: რა შეზღუდვები დაწესდება და რა არა
საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. დღეიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობისას დაწესდება შემდეგი შეზღუდვები:
- აიკრძალება შეკრება და მანიფესტაცია (პრემიერის განმარტებით, შეიზღუდება ათზე მეტი ადამიანის შეკრება და ეს ეხება ეკლესიასაც);
- სასამართლო სხდომები გაიმართება დისტანციურად;
- შეიზღუდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
- იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში და მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები;
- საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
პრემიერის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:
- საკომენდატო საათის შემოღებას;
- მედიის მუშაობის შეზღუდვას;
- სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვას;
- ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას;
გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას ზიანი არ მიადგება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მანდატით ჩატარებას გულისხმობს.
საგანგებო მდგომარეობისას მთავრობას ექნება უფლება:
- აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდოს საკუთრების უფლება. კერძოდ, საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
- კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
- აუცილებლობის შემთხვევაში, მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დაარეგულიროს ფასები;
- დაადგინოს განათლების შესახებ კანონისგან განსხვავებული წესები;
- დაადგინოს საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები;
- დაადგინოს ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
- საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზება;
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა, შედეგად ათეულობით ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოეს დღეებში წარადგენენ გეგმას.
აქამდე შემოღებული წესებით კი შემდეგი შეზღუდვებია დაწესებული:
- მუშაობა შეწყვიტა ყველა სავაჭრო ობიექტმა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო და საფოსტო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკების გარდა;
- აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება;
- საზღვარი დაკეტილია ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის;
- საჰაერო მიმოსვლა შეწყდა ყველა კომპანიისთვის საქართველოს ავიახაზების გარდა;
- ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გაუშვებენ;
- საჯარო დაწესებულებების ნაწილმა, მათ შორის, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა მომსახურებები შეზღუდა;
გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტროს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 49 პირი, გამოჯანმრთელებულია — 1. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანი.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
კომენტარები