ერდოღანი ევროპაზე: არ მაღელვებს, თუ ისინი დიქტატორს დამიძახებენ
ფოტო: AFP/Getty
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი არ იღებს ევროპის კრიტიკას თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის კანონმდებელთა და ჟურნალისტთა დაკავების გამო და აცხადებს, რომ "ამიერიდან თურქეთი არ დაემორჩილება მითითებებს". ამის შესახებ ინფორმაციას პრო–სახელისუფლებო გამოცემა Hurriyet daily news ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 6 ნოემბერს, სტამბოლში საპატიო დოქტორის წოდების მიღებისას, მან ევროპა ზეწოლის გამო გააკრიტიკა:
"არ მაღელვებს ისინი დიქტატორს მიწოდებენ თუ რაიმე სხვას, ერთ ყურში შევუშვებ და მეორედან გამოვუშვებ. მნიშვნელოვანია, რას დამიძახებს მე ჩემი ხალხი. დასავლეთს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ისინი თურქეთს აიძულებენ, იცხოვროს მათი წესებით. ისეთი მეთოდების გამოყენების შედეგად, როგორიცაა გაზეთებისა და კარიკატურისტების მიერ ჩემთვის დიქტატორის წოდება და ა.შ. ელიან, რომ თურქეთი უკან დაიხევს. მათ ამის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის მათი ეს ტაქტიკა".
ერდოღანის თქმით, თურქეთმა განვითარების ხედვა და ტაქტიკა იმ ინციდენტების შემდეგ შეცვალა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში მოხდა და ახლა მისი მთავარი კრიტერიუმია, "ყველაფერი გაკეთდეს ქვეყნისა და ერის მომავლისთვის".
ერდოღანის აღშფოთება გამოიწვია ევროპელ ლიდერთა კრიტიკამ თურქეთის ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის 9 ლიდერისა და კრიტიკულად განწყობილი გაზეთის 9 ჟურნალისტის ტერორიზმის ბრალდებით დაკავების გამო.
ერდოღანის თქმით, თურქეთი ებრძვის ტერორიზმს და ევროპა მას ამ ბრძოლაში სათანადოდ არ ეხმარება:
"როდის სურდა ევროპას თურქეთისთვის კარგი? არასდროს. რას უნდა ელოდოს თურქეთი დასავლეთისგან მაშინ, როცა 53 წელი ელოდებოდა ევროკავშირის კარის გაღებას? მოდი, ნუ გავისულელებთ თავს. ჩვენ საკითხები დამოუკიდებლად უნდა მოვაგვაროთ".
ერდოღანმა ევროპა ასევე დაადანაშაულა ტერორიზმის, კერძოდ კი ქურთების მშრომელთა პარტიის მხარდაჭერაში.
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
კომენტარები