8 პატარა ნაბიჯი, რომლითაც გენდერული უთანასწორობის დაძლევაში წვლილს შეიტან
ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ დიდი ცვლილებები ერთობლივ ძალისხმევას მოაქვს. იქნება ეს ეკონომიკური თანასწორობის მოთხოვნა თუ #MeToo მოძრაობა, საზოგადოების ძალას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
თუმცა, აუცილებელი არაა ცვლილებები მასშტაბურ ისტორიულ მოვლენებს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებს უკავშირდებოდეს — შესაძლოა, სხვებისთვის სარგებელი მოჰქონდეს იმას, თუ როგორ ვსაუბრობთ, ვფიქრობთ ან ვმოქმედებთ თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად.
ამ სტატიაში 10 მარტივ იდეას განვიხილავთ, რომელთა საშუალებითაც გენდერული თანასწორობის მიღწევა შეგვიძლია.
1. გაუნაწილე საქმე
ამბობენ, ქალის საქმე არასდროს არ მთავრდება და მართალიცაა: ქალები კაცებზე სამჯერ მეტ საქმეს აკეთებენ ოჯახში და მათი შრომა აუნაზღაურებელია. ხოლო დრო, რომელიც ქალებს კარიერული წინსვლისთვის, ფულის გამომუშავების ან დასვენებისთვის სჭირდება, ხშირად საოჯახო საქმეებზე იხარჯება.
საქმის განაწილების სტრატეგია შეგიძლია ოჯახურ ყრილობაზე განიხილო და შემდეგი ვარიანტებითაც იხელმძღვანელო:
- შექმენი საოჯახო საქმეების შესასრულებელი სპეციალური ცხრილი, სადაც გაკეთებულ საქმეს მონიშნავ;
- საოჯახო საქმეებში ჩართე ყველა შვილი — გოგოც და ბიჭიც.
2. სექსიზმის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინე
ძალადობა და დისკრიმინაცია მარტო დაფარულ ადგილებში არ ხდება. ის ყოველდღიურობის ნაწილია, რომელიც ჩვეულებრივ საუბარში გამოიხატება. ძალიან ბევრი სექსისტური ხუმრობა ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხოლო პირად საუბარში სექსიზმი ჩვეულებრივ ამბადაა მიღებული. ამ დროს მარტივი გამოსავალია, რომ უბრალოდ ხუმრობაზე არ გაიცინო.
თუმცა, ხუმრობის გარდა, ძალიან ბევრი სექსისტური ფრაზა ყოველდღიურ საუბარშიც იჩენს თავს. მაგალითად, "ქალის ადგილი სამზარეულოშია" ფრაზა ძალიან არის დამკვიდრებული ჩვენ საზოგადოებაში. თუმცა, ასევე ხშირია, "როგორი ემოციური ხარ", ან "მე შენ ასეთი არ მეგონე". ამ დროს მარტივი მანიპულაცია ხდება, სადაც ქალს აგრძნობინებ, რომ თითქოს ემოციები ცუდია და სისუსტის ნიშანია.
არასასურველი ფრაზების მოსმენისას, მშვიდად შეგიძლია მოსაუბრეს აუხსნა, რომ ასეთი ფრაზები დისკრიმინაციულია და არ გსიამოვნებს. ხოლო როდესაც იმაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, რომ ქალთა დისკრიმინაცია მითია, მაშინ ოფიციალური სტატისტიკა შეგიძლია მოუყვანო, თუ როგორ უხდიან ერთი და იგივე სამუშაოს გამო ქალ თანამშრომლებს ნაკლებ ხელფასს.
მთავარი მაინც ინფორმაციის მიწოდებაა.
3. არჩევნების დროს გაიაზრე ქალი კანდიდატების როლი
საინტერესოა, რომ მსოფლიო ლიდერების მარტო 7% არის ქალი. პარლამენტშიც უმეტესობა კაცები სხედან. მაშინ რატომ გამოიწვია გენდერულმა კვოტამ ასეთი ირონია?
"კი მაგრამ, ხმა იმიტომ უნდა მივცე რომ ქალია?"
"პოლიტიკოსი მხოლოდ კვალიფიკაციის ნიშნით უნდა შეირჩეს და არა სქესის მიხედვით".
ეს ორი ფრაზა საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებულია და შეგიძლია დაინტერესებულ პირებს აუხსნა, თუ რატომ არის მეტი ქალი პოლიტიკაში საჭირო. მშვიდი, არგუმენტირებული, ყოველდღიური დიალოგით, საბოლოოდ შეიძლება რომ ბევრ ადამიანს შეეცვალოს აზრი.
4. იმ ფილმებს / წიგნებს გაუწიე რეკომენდაცია, სადაც მთავარ როლში ქალები არიან
მეგობრებს შორის შეხვედრა და ფილმებზე საუბარი ჩვეულებრივი მოვლენაა. როდესაც რეკომენდაციას გთხოვენ, შეგიძლია რომ იმ ფილმებს გაუწიო რეკომენდაცია, სადაც მთავარ როლში ქალები არიან. რა ჟანრზეც არ უნდა იყოს საუბარი, დიდი ალბათობით ერთი ფილმი მაინც გაგახსენდება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ციფრული მედია საზოგადოების ცნობიერებაზე ახდენს გავლენას. ბევრი ძლიერი ქალის დანახვა ეკრანზე საზოგადოების სტერეოტიპების რღვევას უწყობს ხელს. მაგალითად, თუ მიღებულია რომ ქალების უმეტესობა ნაზი არსებაა და ფიზიკურად სუსტი, ბრი ლარსონი, რომელიც კაპიტან მარველში თავისით ძვრება მატარებელზე, ამ აზრის საპირისპიროს ამტკიცებს. ფილმის წარმატება კი ცხადყოფს, რომ ქეროლ დენვერისნაირი პერსონაჟი გამონაკლისი არ არის და ქალების უმცირესობას არ წარმოადგენს.
ასე, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ბევრმა ამტკიცოს, რომ ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია, მაგრამ ქალი საოცრება და კაპიტანი მარველის ფონზე მათი სიტყვები არც თუ ისე სერიოზულად გამოჩნდება. ხოლო ბაზარზე ყველაფერი მოთხოვნა-მიწოდებით ხდება, რაც უფრო მეტ ადამიანს მოუნდება ძლიერი ქალი ნახოს მთავარ როლში, მით უფრო მეტ ფილმს გადაიღებენ ამ თემაზე.
5. ასწავლე გოგოებს თავისი თავის ფასი
"პატარა პრინცესა", "გოგო ნაზი უნდა იყოს", "კარგი გოგო" ... პატარა გოგოები ამას ბავშვობიდან ისმენენ. დამკვიდრებული აზრია, რომ გოგო აუცილებლად ზრდილობიანი, თავაზიანი და ნაზი უნდა იყოს, მაგრამ არა გამბედავი, ჭკვიანი ან მიზანდასახული.
პირველ რიგში, გოგოებს უნდა უთხრათ რომ სიჩუმე და თავაზიანობა ქალის მახასიათებელი არ არის. ძალიან ბევრი გოგო, სწორედ რომ სიჩუმეს აფარებს თავს, რადგან კარგი გოგოს სტიგმაში უნდა ჩაჯდეს.
სტერეოტიპების გაქარწყლება ბავშვობიდან უფრო ადვილია. იმის მაგივრად, რომ პატარა გოგოები გარეგნობაზე შეაქოთ, აჯობებს, რომ მათ ინტელექტზე გაამახვილოთ ყურადღება, ან ლიდერულ უნარ-ჩვევებზე. ასევე ასწავლეთ, რომ შეკითხვების დასმა ყოველთვის შეუძლია, თავისუფლად უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი, ხოლო როცა ამას გააკეთებს — შეაქეთ.
დროა გოგოებმა ბავშვობიდანვე ისწავლონ, რომ ინტელექტი და შინაგანი სიძლიერე მხოლოდ კაცის დამახასიათებელი თვისებები არაა.
6. ბიჭებსაც შეუძლიათ იტირონ
"რა გატირებს, კაცი არა ხარ?" "ფუ გოგო"...
ვინ თქვა, რომ სტერეოტიპების მსხვერპლი მარტო გოგოები არიან? საზოგადოებაში მიუღებელია, რომ ბიჭმა გამოხატოს ემოციები ან სისუსტე გამოიჩინოს.
ასევე გავრცელებულია, რომ ვარდისფერის ჩაცმა ბიჭისთვის მიუღებელია. გადასაკიდი ჩანთა გოგოებისთვის არის მხოლოდ განკუთვნილი, ქოლგის დაკავება არ შეიძლება და ა.შ.
პირველ რიგში, თუ შენ გარშემო ვინმე ბიჭს საკუთარ გრძნობებზე უნდა საუბარი, აგრძნობინე რომ შენთან უსაფრთხოდაა და არ დასცინებ. ხშირად შეგიძლია, საუბრის ინიციატორი თავად გახდე და ასე აგრძნობინო, რომ მოსასმენად მზად ხარ. ხოლო თუ ისეთ ბიჭს იცნობ, ვისაც ვარდისფერი მოწონს და იმ საქმით ინტერესდება რაც საზოგადოება კაცისთვის მიუღებლად თვლის, ორიენტაციაზე ხუმრობები არ დაუწყო.
მავნე სტერეოტიპები ორივე სქესს აზიანებს.
7. მიიღე ინფორმაცია
ინფორმაციის ნაკლებობა მთავარი პრობლემაა.
საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრებას სწორედ რომ ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს. მაგალითად, ბევრის მტკიცებით, მეცნიერულად დამტკიცებულია რომ თითქოს კაცების ტვინი უფრო დიდია, ვიდრე ქალების. ინტერნეტში 5-წუთიანი ძებნა ამ მითს აქარწყლებს.
თუ არ იცი ინფორმაციის მიღება საიდან დაიწყო, მარტივად შეგიძლია, რომ მსხვერპლ ქალებს მოუსმინო. თუ ვინმე თავს გადახდენილ ძალადობაზე მოგიყვება, არ უთხრა რომ იტყუება, ან მისი არ გჯერა. გააცნობიერე, რომ ქალებზე ძალადობა მაშინაც კი ხდება, თუ გარშემო მსგავსი ამბები არ გესმის.
8. კმარა სილამაზის ორმაგი სტანდარტები
საზოგადოება ქალისგან უფრო მეტს მოითხოვს ვიდრე კაცისგან. მიღებულია, რომ ქალი მუდამ უნდა იყოს ფორმაში და რაც შეიძლება ბევრი ფული დაახარჯოს საკუთარ გარეგნობას.
კაცებზე მსგავსი სტერეოტიპი არ მოქმედებს და ხშირად, თანაბარი პირობების მოთხოვნა მხოლოდ ქილიკს იწვევს.
მაგალითად, როდესაც პროტესტი გამოთქვეს თუ რატომ ჰქონდა გალ გადოტს Wonder Woman-ში იღლია გაპარსული, ძალიან ბევრს ეს სასაცილოდ არ ეყო. სამაგიეროდ, ჰენრი კავილი, რომელიც მხედვარში მთლიანად თმიანი სხეულით ჩნდება, კრიტიკის ქარცეცხლში არავის გაუტარებია.
მართალია დამკვიდრებული სტერეოტიპების რღვევა არაა ადვილი, მაგრამ პატარა ნაბიჯის გადადგმა თავადაც შეგიძლია.
საკუთარი სხეულის შეყვარება შეიძლება ყველასთვის არ იყოს ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. დააკვირდი შენ სხეულს და კრიტიკის ნაცვლად კომპლიმენტი უთხარი. სხვების სხეულში, წუნის ნაცვლად რამე დადებითი ეძებე.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, შეიძლება რამდენიმე წელიწადში სიის პუნქტებიც კი შემცირდეს.
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

კომენტარები