10 ამბავი ქალების შესახებ, რომელთაც საქართველოს ისტორია შეცვალეს
ყოველწლიურად მსოფლიო მარტში ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს. სხვადასხვა ადგილებში იხსენებენ ქალების ისტორიულ მიღწევებს, წარმოაჩენენ მათი მნიშვნელობებს და საზოგადოებას იმ ფაქტებს ახსენებენ, რომლებიც ბევრისთვის უცნობია.
საქართველოს ისტორიაში ქალის როლი ყოველთვის იმაზე დიდი იყო, ვიდრე ამას აღიარებდნენ. ცნობები, ძლიერი ქალების შესახებ, შეიძლება არც ისე სიზუსტით იყოს ჩვენამდე მოტანილი, მაგრამ ისტორიკოსებზე და არსებულ ამბებზე დაყრდნობით იმ ქალებზე მოგიყვებით, რომლებმაც სხვადასხვა დროში დაამტკიცეს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
1. თამარ მეფე
თამარის მმართველობის დასაწყისში ურჩი ფეოდალები პრივილეგიების აღდგენას ცდილობდნენ, იყო საფრთხე ქვეყნის გარეთაც, რასაც შამქორისა და ბასიანის ბრძოლები მოჰყვა. თამარის სიძლიერე გვიჩვენებს, რომ ამ სირთულეების მიუხედავად, საქართველო ერთიანი და ძლიერი იყო. მან ყველაზე რთულ პირობებშიც კი შეძლო დაემტკიცებინა ქალების უსაზღვრო შესაძლებლობები. საუკუნეების შემდეგაც კი, თამარ მეფე წარმატებული ქალი მმართველის მაგალითია. მისი მეფობის წლები ოქროს ხანადაა აღიარებული.
2. კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი
ცოტამ თუ იცის მე-12 საუკუნის ქართველ პოლიტიკოსებზე და წარმატებულ დიპლომატებზე, რომლებიც თამარ მეფემ ამბოხებულ ფეოდალებთან მოსალაპარაკებლად მიავლინა. სწორედ ამ ქალების სიბრძნისა და გამჭრიახობის დამსახურებაა, რომ იმ ხანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აჯანყება მშვიდობიანად დასრულდა.
3. ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე
ბარბარე ერისთავი ერთ-ერთი პირველი ქართველი ფემინისტი იყო. ობლობა, სიღარიბე და ვალები მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე მწერლის ცხოვრების ნაწილი იყო, თუმცა ის ამის პარალელურად ცდილობდა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა და საჯაროდ ლაპარაკობდა ქალთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე.
"პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ: შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ, სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო", — ასე იწყება 1893 წელს გაზეთ კვალში გამოქვეყნებული მისი წერილი, სათაურით ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ.
4. მარო მაყაშვილი
მარო მაყაშვილი 19 წლის იყო, როდესაც თბილისს რუსეთის მე-11 არმია მოადგა. მაშინ ქართველი ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელასკენ ჯართან დასაპირისპირებლად წავიდნენ, სტუდენტი გოგო კი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა. ორი დღის შემდეგ ის ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. მარო მაყაშვილი თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. საქართველოს ეროვნული გმირი 1918 წლის 12 ივნისს დღიურში წერდა:
"იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ იქნება აუწერელი ბედნიერება. ყოველი ადამიანი მას აღტაცებით მიეგებება, როგორც მშობელს. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის".
იმდროინდელმა პრესამ მაროს "ქართველი ჟანა დარკი" უწოდა.
5. პარლამენტარი ქალები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში სულ 130 დეპუტატი იყო, მათგან კი 5 ქალი გახლდათ.
საქართველოში ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1918 წელს მოიპოვეს და ეს ქალები 1919 წელს არჩევნებში აირჩიეს:
- მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე;
- ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე;
- ქრისტინე შარაშიძე;
- ანა სოლოღაშვილი;
- ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე.
ამ ქალებმა ხელი მოაწერეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს.
6. კატო მიქელაძე
კატო მიქელაძემ განათლება ევროპაში, ბრიუსელის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა. ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და საქართველოში დაბრუნდა. 1916 წელს მან თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის და ემანსიპაციისთვის ბრძოლა დაიწყო, 1917-1918 წლებში კი რეგიონალური ქსელი ქალთა ლიგა ჩამოაყალიბა.
ის ასევე გაზეთის ხმა ქართველი ქალისა დამფუძნებელია. ნაწყვეტი კატო მიქელაძის სიტყვიდან, რომლის წარმოთქმის უფლება მას აკაკი ჩხენკელმა ეროვნულ ყრილობაზე არ მისცა:
"ისტორიამ არ იცის უფრო სამარცხვინო მოვლენა, როგორიც არის თავისი უცნაური შედეგით მონობა დედაკაცისა. უდიდესი უბედურება ერისა და კაცობრიობისა არის დავიწყება და უყურადღებობა დედრობითი სქესის ბუნებრივი და მოქალაქური უფლებისა..."
2013 წლიდან დღემდე, ყოველ 29 ნოემბერს, ქალი უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ქალთა ფონდი კატო მიქელაძის სახელობის პრემიას გადასცემს ერთ ქალ უფლებადამცველს საქართველოში.
7. ფარიხან სოფიევა
ფოტო: Wikipedia
"ოჰ ფარიხანი... ისეთი ქალი იყო! სოფელში ვინმეს რამე კითხვა თუ ჰქონდა, ყველა ფარიხანთან მიდიოდა რჩევის საკითხად. მისი სიტყვა კანონი იყო და ურჩობას ვერავინ უბედავდა", — ასე იხსენებს მას რძალი და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ის ცოცხალი უნახავს.
არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან იყო. აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე პატარა სოფელ ყარაჯლარში 1918 წელს ფარიხან სოფიევა დეპუტატის თანამდებობაზე აირჩიეს.
მისი ავტორიტეტი განსაკუთრებით გასაოცარია დღეს, როდესაც მუსლიმ ქალებს უფლებებს ართმევენ, არასრულწლოვნებს აქორწინებენ, განათლების მიღების შესაძლებლობას უზღუდავენ და მათზე რელიგიის სახელით ძალადობენ.
8. ელენე დარიანი
ელენე დარიანი-ბაქრაძე
ელენე დარიანი-ბაქრაძის პიროვნება ყველაზე იდუმალია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც "დარიანული ციკლის" სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული — მათში პოეტი იშვიათი სიზუსტით აღწერს ქალის ეროტიკულ გრძნობებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო, რომ მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, პაოლო იაშვილისა და ცისფერყანწელთა ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა.
ელენე დარიანს ეკუთვნის 1916 წელს გამოქვეყნებული ცნობილი ლექსი პირამიდები:
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე…
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თველებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი როგორც დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს,
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
9. ნინუცა (ნინო) ღოღობერიძე
ნინო ღოღობერიძე 1902 წელს დაიბადა. პირველი ფილმი მათი სამეფო 1928 წელს, მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად გადაიღო, შემდეგი კი უკვე დამოუკიდებლად, 28 წლის ასაკში — დოკუმენტურ ფილმს ბუბა ჰქვია. მან ასევე გადაიღო ფილმი უჟმური და ბოლო ორივე ფილმის სცენარისტი თავად იყო.
ნუცა ღოღობერიძე პირველი რეჟისორი ქალია საქართველოში და პირველი ქალი რეჟისორი საბჭოთა კავშირში, რომელმაც მხატვრული ფილმი გადაიღო.
10. მედეა ღამბაშიძე
ცოტამ თუ იცის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სტუდენტი ქალი იყო. მან 19 წლის ასაკში, 1918 წელს შეიტანა განცხადება თსუ-ში და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
"მახსოვს, მინდოდა ყველა ლექციის მოსმენა, აკაკი შანიძის ლექციით დავიწყე. მისივე რჩევით დავიწყე სომხური ენის სწავლა. 3 გაკვეთილის შემდეგ გადავედი არაბულზე. გ.ახვლედიანთან დავიწყე სანსკრიტის სწავლა. ძალიან მომწონდა ლურსმული წერა. მახსოვს კიდევ შალვა ნუცუბიძის სიცოცხლით სავსე ლექციები ფილოსოფიაზე და დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები ფსიქოლოგიაზე. ვისმენდი აგრეთვე ბატონ ივანე ჯავახიშვილის ლექციებს საქართველოს ისტორიის შესახებ", — წერდა მედეა ღამბაშიძე მოგვიანებით დღიურში.
-
ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას არის სწორედ ის, რომ ბიზნესი გათავისუფლდა ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას არის სწორედ ის, რომ ბიზნესი გათავისუფლდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა
გადახედვა
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
როგორ წავიკითხოთ წყლის ეტიკეტი და რას ნიშნავს ზედ დატანილი სიმბოლოები როგორ წავიკითხოთ წყლის ეტიკეტი და რას ნიშნავს ზედ დატანილი სიმბოლოები
-
ქვიზი: გაიგე, რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ქრისტიანობის ისტორიას ქვიზი: გაიგე, რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ქრისტიანობის ისტორიას
-
არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები
-
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
გადახედვა
-
"ოცნების" წევრებისთვის სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ დისკუსიები გრძელდება — ევროკომისიის პასუხი ემიგრანტებს "ოცნების" წევრებისთვის სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ დისკუსიები გრძელდება — ევროკომისიის პასუხი ემიგრანტებს
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია
-
TI სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების, ალექსი პეტრიაშვილის, ნათია გოგსაძის და ლევან მარგიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს TI სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების, ალექსი პეტრიაშვილის, ნათია გოგსაძის და ლევან მარგიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს
გადახედვა
- თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე
-
რა ხდებოდა კოსმოსში 2025 წელს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ რა ხდებოდა კოსმოსში 2025 წელს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
ცოტნე ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხემძღვანელობას ულოცავს ცოტნე ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხემძღვანელობას ულოცავს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს
-
ორბელიანის მოედანზე ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა ორბელიანის მოედანზე ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების შესაძლებლობებს ქმნის
-
გევორგ პაპოიანი: თბილისმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ბენზინის ტრანზიტს "მაღალი და არაკონკურენტული" ტარიფი დაადო გევორგ პაპოიანი: თბილისმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ბენზინის ტრანზიტს "მაღალი და არაკონკურენტული" ტარიფი დაადო
გადახედვა
-
ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს
გადახედვა
-
თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" 115 სავარაუდო წევრი დააკავეს, რომლებიც ახალ წელს თავდასხმებს გეგმავდნენ თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" 115 სავარაუდო წევრი დააკავეს, რომლებიც ახალ წელს თავდასხმებს გეგმავდნენ
გადახედვა







კომენტარები