რა წერია 26 ევროპარლამენტარის მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილში
ფოტო: გიორგი კანდელაკი / FB
26-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მორიგი კრიტიკული წერილი გამოუგზავნა. წერილის ასლი ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა ფეისბუქზე გაავრცელა. მანამდე ამის შესახებ ნეტგაზეთმა დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, წერილი ევროპარლამენტარმა მიაწოდათ.
"როგორც საქართველოს ნამდვილმა მოკავშირეებმა, ჩვენ, ევროპარლამენტის წევრებმა უნდა გამოვხატოთ შეწუხება საქართველოს უკუსვლით კანონის უზენასობისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართულებით", — წერენ ევროპარლამენტარი.
ისინი წუხილს გამოთქვამენ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო და შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ამაში წვლილი მმართველმა გუნდმა შეიტანა. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ ყოველგვარი გადადების გარეშე მოამზადონ ცვლილებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.
წერილში ევროპარლამენტარები გმობენ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას. მათი თქმით, მიუღებელია ზედმეტი ძალის გამოყენება პროტესტის დაშლის დროს.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა მოკლებული იყო გამჭვირვალობასა და ობიექტურობას. მათი თქმით, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოსამართლეები აკმაყოფილებდნენ როგორც პროფესიონალურ, ისე რეპუტაციულ სტანდარტებს.
ევროპარლამენტარები პოლიტიკოსების პატიმრობასაც ეხმაურებიან. მათი თქმით, გიგი უგულავას საქმე აჩენს კითხვებს პროცედურებსა და უზენაესი სასამართლოს ინტერესებზე.
"პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე მზარდი ჩანს იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ოპოზიციას ციხით დაემუქრა და განახლდა ძველი საქმეები ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის წინაღმდეგ, რამდენიმე კი დააპატიმრეს", — წერენ ისინი.
ევროპარლამენტარები ფეისბუქის მიერ ხელისუფლებასთან ასოცირებული ფეისბუქგვერდების დაბლოკვასაც აფასებენ. მათი თქმით, ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ საქართველო ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მათი პარტნიორი იყო, ამიტომ ეს ინფორმაცია განსაკუთრებით იმედგაცრუებას იწვევს.
წერილის დასასრულს ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ მათი კრიტიკა სერიოზულად განიხილოს ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. მათი თქმით, მზად არიან საქართველოს მხარი დაუჭირონ დემოკრატიის შენებაში.
ფოტო: გიორგი კანდელაკი / FB
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ევროპარლამენტარების კრიტიკის შესახებ ირონიულად უპასუხა. კრიტიკას იმაზე, რომ საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით უკუსვლა შეინიშნება, კალაძე პასუხობს:
"2012 წლამდე იყო წინსვლა და ახლა გვაქვს უკუსვლა".
კალაძის თქმით, მას ევროპარლამენტარის განცხადება არ უნახავს, თუმცა ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მცდარია თუ არა ევროპარლამენტარების მსგავსი მოსაზრება, პასუხობს — მცდარია.
ბოლო ორი თვეში საქართველოს მთავრობამ აშშ-დან კონგრესმენებისა და სენატორების, ასევე, ევროპარლამენტარების კრიტიკული წერილები მიიღო. წერილებში იყო გამოთქმული შეშფოთება მიმდინარე მოვლენების, აქციების დაშლის, პროპორციული სისტემის ჩაგდების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო. აშშ-დან მიღებულ წერილებში აღნიშნული იყო, რომ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და განიხილება სანქციების საკითხი. ევროპარლამენტარები კი ამბობდნენ, რომ საქართველომ დემოკრატიის გზას არ უნდა გადაუხვიოს.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები