თიბისის ინტერნეტბანკის ანალიტიკა — თქვენი მთავარი დამხმარე ბიზნესში
თანამედროვე სამყაროში მონაცემების ფლობა სიმდიდრეა, ოღონდ მხოლოდ მათთვის, ვისაც მათი წაკითხვა და სწორად გამოყენება შეუძლია. თიბისიმ გადაწყვიტა, რომ პარტნიორ კომპანიებს საქმე გაუადვილოს და ბიზნეს ინტერნეტბანკში მნიშვნელოვანი ფუნქციონალი, ანალიტიკა დაამატა.
რისი ნახვაა შესაძლებელი ახალი ფუნქციონალის დახმარებით?
ბიზნეს ანალიტიკის საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ მუდმივად აკონტროლონ შემოსავლები, ხარჯები და უკეთ დაგეგმონ მომავალი სტრატეგია. ეფექტური ვიზუალიზაციის დახმარებით ბევრად უფრო მარტივია ფინანსური დასკვნების გამოტანა, ვიდრე ექსელის ფაილებში საათობით კირკიტით.
აქ ისეთ მონაცემებს ნახავთ, როგორებიცაა:
- კვირის რომელ დღეს არის უფრო მეტი გაყიდვები;
- დღის რომელ მონაკვეთში არის ყველაზე დიდი ბრუნვა;
- როგორ მოქმედებს ფასდაკლებები გაყიდვებზე;
- ჰყავს თუ არა კომპანიას ლოიალური მომხმარებლები და ა.შ.
როგორც თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის წევრი გია ჩხაიძე გვიყვება, თიბისის გუნდმა პროდუქტი იდეის გაჩენიდან საკმაოდ სწრაფად, 5 თვეში დანერგა, რაც ამ სირთულის ფუნქციისათვის საკმაოდ მოკლე დროა.
"ასეთი სისწრაფე განპირობებული იყო იმით, რომ პროდუქტზე სხვადასხვა გამოცდილების მქონე, ერთი იდეის ირგვლივ შემოკრებილი გუნდი მუშაობდა. რაც მთავარია, გვქონდა სრული თავისუფლება პროდუქტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. შედეგად, შეიქმნა მსუბუქი, სწრაფი, დაცული და მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სისტემა", — აღნიშნა On.ge-სთან საუბრისას გია ჩხაიძემ.
ახალი ფუნქცია მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ, ვისაც თიბისის პოს-ტერმინალი ან E-commerce სერვისი (ელექტრონული კომერცია) აქვს. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ეს ბიზნესები შეძლებენ ოპერაციული ცვლილებები განახორციელონ და ამ ცვლილებების შედეგები მალევე ნახონ ინტერნეტბანკში.
თიბისის გუნდისთვის ბიზნეს ინტერნეტბანკი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ გადარიცხვების პლატფორმა. გუნდის წევრი, მარიამ კვარაცხელია გვიყვება, რომ იდეის განხილვისას ცდილობდნენ გაეანალიზებინათ არა მხოლოდ საკუთარი მოსაზრებები, არამედ ის შემოთავაზებებიც, რომლებიც კლიენტებისგან ჩნდებოდა, ეფიქრათ, როგორ შეემსუბუქებინათ საკუთარი კლიენტებისთვის საქმე.
"ჩვენ ვაწვდით ბიზნეს მომსახურებას, მაგრამ ყველა ბიზნესის უკან დგას კლიენტი. კლიენტებს თავის მხრივ ბიზნესი აწვდის მომსახურებას. თუ ჩვენ გვაქვს რაღაც მონაცემები, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მათ ამ ინფორმაციის მიწოდებით დავეხმაროთ. ბიზნეს ინტერნეტბანკის ანალიტიკით მომხმარებლებს შეეძლებათ გადაწყვეტილებები პირდაპირ ხელშესახები მონაცემებიდან გამომდინარე მიიღონ", — თქვა On.ge-სთან საუბარში მარიამ კვარაცხელიამ.
თქვენი მთავარი ასისტენტი ბიზნესში
წარმოიდგინეთ, რამდენად მარტივდება თქვენი ცხოვრება, როცა გყავთ ასისტენტი, რომელიც ფაქტობრივად უსასყიდლოდ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე გეხმარებათ და ნებისმიერ დროს არის ხელმისაწვდომი. ინტერნეტბანკის ბიზნეს ანალიტიკა დაგეხმარებათ გაიგოთ, ვინ არიან თქვენი კლიენტები, როგორი ქცევა ახასიათებთ, როდის ხარჯავენ უფრო მეტს, როგორი ფასდაკლებები სჭირდებათ და სხვა.
ეს ყველაფერი არ არის: კიდევ უფრო დიდ სიახლეებს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.
"ამ პროდუქტის შექმნის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ჩვენი მომხმარებლების საჭიროება და მათთვის საქმიანობის გამარტივება, თუმცა ის, რაც ინტერნეტბანკში უკვე ჩანს, ჩვენი ხედვის მხოლოდ მცირე ნაწილია. უახლოეს მომავალში ეს პროდუქტი გარდაიქმნება ჩვენი კლიენტების მთავარ ასისტენტად, რომელიც მათ ბიზნესის უკეთესად მართვაში დაეხმარება", — თქვა გია ჩხაიძემ.
ასე რომ, თუ თქვენი ორგანიზაცია გაქვთ და აქამდე თავად ცდილობდით მონაცემთა ზღვაში გზა გაგეკვლიათ, შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ და თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები თიბისის ინტერნეტბანკის ახალ ფუნქციონალში მოძებნოთ.
-
გადახედვაaktual.ge: ბოლნისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანი დაჭრეს aktual.ge: ბოლნისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანი დაჭრეს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: "ძლიერი საქართველო" სიებს ოფიციალურად ხვალ ჩახსნის სალომე სამადაშვილი: "ძლიერი საქართველო" სიებს ოფიციალურად ხვალ ჩახსნის
-
გადახედვათბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვაპარლამენტის სასახლეში 26 ნოემბრიდან შესაბამისი ბრძანების გაუქმებამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს პარლამენტის სასახლეში 26 ნოემბრიდან შესაბამისი ბრძანების გაუქმებამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
-
გადახედვაგვარამია: დღევანდელი დღე ვერაფრით ვერ გახდებოდა ქართული ოცნებისთვის ხელშეშლის დღე გვარამია: დღევანდელი დღე ვერაფრით ვერ გახდებოდა ქართული ოცნებისთვის ხელშეშლის დღე
-
გადახედვაგერმანიის "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" ოლაფ შოლცი კანცლერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა გერმანიის "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" ოლაფ შოლცი კანცლერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა
-
გადახედვადიდმა ბრიტანეთმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს. ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს. ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია
-
გადახედვაპარლამენტთან აქციის გასაშუქებლად მისულ NEWS.On.ge-ს ჟურნალისტს თავს დაესხნენ პარლამენტთან აქციის გასაშუქებლად მისულ NEWS.On.ge-ს ჟურნალისტს თავს დაესხნენ
-
გადახედვაწილოსანი პრეზიდენტობის კანდიდატზე: იქნება შერჩეული საყოველთაოდ საყვარელი ადამიანი წილოსანი პრეზიდენტობის კანდიდატზე: იქნება შერჩეული საყოველთაოდ საყვარელი ადამიანი
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ბრიტანეთის საელჩო: კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით
-
გადახედვასომეხი ოლიგარქის ძებნილი შვილი ბელორუსსა და რუსეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება სომეხი ოლიგარქის ძებნილი შვილი ბელორუსსა და რუსეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება
-
გადახედვა"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ — ჩამონათვალი "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ — ჩამონათვალი
-
გადახედვამდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გამორიცხულია მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გამორიცხულია
-
გადახედვავაშაძემ პარლამენტს სადეპუტატო მანდატების შეწყვეტაზე ოფიციალურად მიმართა ვაშაძემ პარლამენტს სადეპუტატო მანდატების შეწყვეტაზე ოფიციალურად მიმართა
-
გადახედვაჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთი და ევროკავშირი უფრო პარტნიორები არიან, ვიდრე მოწინააღმდეგეები ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთი და ევროკავშირი უფრო პარტნიორები არიან, ვიდრე მოწინააღმდეგეები
-
გადახედვავახტანგ ხმალაძე: პარლამენტს უფლება არა აქვს განიხილოს იმ პირის უფლებამოსილების საკითხი, რომლის არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს უფლება არა აქვს განიხილოს იმ პირის უფლებამოსილების საკითხი, რომლის არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში
-
გადახედვაზეინ მალიკმა ლიამ პეინს კონცერტზე მესიჯი მიუძღვნა ზეინ მალიკმა ლიამ პეინს კონცერტზე მესიჯი მიუძღვნა
-
გადახედვასაქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდადებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდადებული შეიწყალა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: შავი ორშაბათი საქართველოში სალომე ზურაბიშვილი: შავი ორშაბათი საქართველოში
კომენტარები