რონან ფეროუმ გამომცემლობა მამის, ვუდი ალენის წიგნის გამოცემისთვის გააკრიტიკა
ვუდი ალენის შვილმა, ჟურნალისტმა რონან ფეროუმ ცნობილი გამომცემლობა Hachette გააკრიტიკა, რადგან სწორედ ეს გამომცემლობა აპირებს მამამისის ავტობიოგრაფიული წიგნის გამოქვეყნებას.
გამომცემლობა Hachette-მ გასულ წელს თავად რონან ფეროუს გახმაურებული წიგნი Catch and Kill გამოსცა, რომელშიც ჟურნალისტი ჰარვი ვაინშტაინის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების დეტალებზე მოგვითხრობს. სწორედ ამის გამო, მისი თქმით, განსაკუთრებით "გაუცრუვდა იმედი", რომ იგივე გამომცემლობა გამოსცემდა ვუდი ალენის მემუარებსაც.
როგორც ცნობილია, ფეროუს და, დილან ფეროუ ვუდი ალენს ძალადობაში ადანაშაულებს: მისი თქმით, რეჟისორმა მასზე 1992 წელს იძალადა, როცა ის ჯერ კიდევ შვიდი წლის იყო. დილან ფეროუმაც გააკრიტიკა გამომცემლობა და ამ გადაწყვეტილებას "ღალატი" უწოდა.
"ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ თავისი წიგნით ვინმეს ზიანი მიაყენოს", — განაცხადა გამომცემლობის დირექტორმა, მაიკლ პიჩმა.
არაერთი საჯარო დადანაშაულების მიუხედავად, ვუდი ალენი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ დილან ფეროუს მის საწინააღმდეგო განცხადებებს მისი ყოფილი ცოლი, მია ფეროუ შთააგონებს.
რონან ფეროუ ცნობილი ჟურნალისტია, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებებზე The New Yorker-ში დაწერა. ამის გამო მას პულიცერის პრემიაც კი გადაეცა.
The New York Times-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ გამომცემლობა Hachette ვუდი ალენის წიგნის გამოქვეყნებას აპირებდა, კომპანიის დირექტორს ოფიციალური წერილი მისწერა:
"მაშინ, როცა მე და შენ ერთად ვმუშაობდით Catch and Kill-ზე — წიგნზე, რომელიც იმ ზიანზეცაა, რომელიც ვუდი ალენმა ჩემს ოჯახს მიაყენა, თურმე ამავდროულად საიდუმლოდ გეგმავდი, რომ იმ ადამიანის მემუარებიც გამოგექვეყნებინა, რომელიც სექსუალური მოძალადეა. ამის შემდეგ შენთან თანამშრომლობა აღარ შემეძლება. წარმოიდგინე, რომ ეს შენს დას შეემთხვა".
სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ვუდი ალენი მემუარების გამოქვეყნებას აპირებს. გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 84 წლის რეჟისორი თავის ახალ წიგნში "თავის ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობაზეც მოგვითხრობს", რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ალენი ახალ წიგნში სწორედ თავის შვილებთან და ყოფილ ცოლთან ურთიერთობასაც შეეხება.
ლეგენდარული რეჟისორის წიგნი Apropos of Nothing ამერიკის წიგნის მაღაზიების თაროებზე 7 აპრილს გამოჩნდება. როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, რეჟისორის მემუარები ამ გაზაფხულსვე გამოიცემა იტალიაში, კანადაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
კომენტარები