ფილმ პარაზიტის მიხედვით გრაფიკული რომანი გამოვა
სამხრეთ კორეული ფილმის, პარაზიტის პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეჟისორ ბონგ ჯუნ ჰოს ჩანახატების მიხედვით გრაფიკული რომანი გამოიცემა.
წიგნს, რომელიც სამხრეთ კორეაში უკვე საკმაოდ პოპულარულია, ინგლისურად გამომცემლობა Grand Central-ი გამოსცემს. მისი მოცულობა 304 გვერდი იქნება და მთლიანად ბონგ ჯუნ ჰოს მიერ შესრულებული ილუსტრაციებით იქნება გაფორმებული, რომლებიც რეჟისორმა ფილმზე მუშაობისას შექმნა.
"წიგნს თანდართული იქნება წინასიტყვაობა, რომელშიც ბონგ ჯუნ ჰო ფილმის გადაღებისა და მთელი შემოქმედებითი პროცესის შესახებ მოგვითხრობს. დიალოგები, ინსცენირება და კამერის მოძრაობის მიმართულებებიც კი მთელი სიზუსტით იქნება ასახული ამ წიგნში", — ამბობენ Grand Central Publishing-ში.
პარაზიტის მსოფლიო პრემიერა გასულ წელს, 21 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც კინოსურათმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პირველი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა, რომელსაც ოქროს პალმის რტო გადაეცა.
გრაფიკული რომანი სწორედ ამ ფაქტიდან ერთი წლის შემდეგ, 19 მაისს გამოიცემა.
"ბონგ ჯუნ ჰოს ილუსტრაციები მისი დრამატურგიისა და რეჟისორობის ბრწყინვალე ოსტატობას უფრო მკაფიოდ გვაჩვენებს. პარაზიტის ეს თვალწარმტაცი გრაფიკული რომანი შესაძლებლობას გვაძლევს კადრს მიღმა შევიხედოთ და წლის საუკეთესო ფილმის შემოქმედებით პროცესს პირადად დავაკვირდეთ", — განაცხადა გამომცემლობის მთავარმა რედაქტორმა, უეს მილერმა.
აღსანიშნავია, რომ პარაზიტის მიხედვით HBO მინისერიალის გადაღებასაც აპირებს, შესაბამისად ამ ფილმის ერთგულ გულშემატკივრებს ბონგ ჯუნ ჰოს სამყაროს უკეთესად შესასწავლად წინ კიდევ ბევრი შესაძლებლობა ელით.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები