ჯერემი აირონსმა აბორტსა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე თავისი განცხადებები დაგმო
ფოტო: Ernesto Ruscio / Getty Images
სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ბერლინის წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ჟიურის თავჯდომარეც ბრიტანელი მსახიობი, ჯერემი აირონსია. ფესტივალის გახსნისას ჟურნალისტებისთვის გამართულ შეხვედრაზე მსახიობმა წარსულში გაკეთებულ თავის ისეთ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებას, აბორტის უფლებასა და სექსუალურ შევიწროებას ეხებოდა.
როცა ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯერემი აირონსი ბერლინალეს ჟიურის უხელმძღვანელებდა, კინოფესტივალი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ჟურნალისტებმა მისი არაერთი ხმაურიანი განცხადება გაიხსენეს: მსახიობმა 2011 წელს ბრიტანულ რადიო Times-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "თუ კაცი ქალს საჯდომზე ხელს დაადებს, ქალს თავად შეუძლია გაუმკლავდეს ამას. ეს უბრალო კომუნიკაციაა, რატომ არ შეგვიძლია ვიყოთ მეგობრულები?"
ასევე 2013 წელს Huffington Post-ს განუცხადა, რომ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების ლეგალიზაციამ შესაძლოა მამებისა და ვაჟების ქორწინება გამოიწვიოს. აბორტის შესახებ მის მიერ წარსულში გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით კი ეკლესიას უფლება აქვს, რომ აბორტი ცოდვად მიიჩნიოს.
ჯერემი აირონსი ბერლინის 2020 წლის კინოფესტივალზე ჟურნალისტებისთვის გამართულ კონფერენციაზე.
ფოტო: MATTHIAS NAREYEK / GETTY.
სულ ცოტა ხნის წინ ბერლინში გამართულ კონფერენციაზე აირონსმა თქვა, რომ ამ განცხადებების გამო უკვე ბოდიში მოიხადა, თუმცა იმისათვის, რომ ბერლინალეს ხელი არ შეეშალოს, კიდევ ერთხელ დააზუსტა თავისი შეხედულებები:
"ნება მომეცით, ერთხელ და სამუდამოდ წარმოგიდგინოთ ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. პირველ რიგში, მთელი გულით მხარს ვუჭერ გლობალურ მოძრაობას, რომლის მიზანიც ქალების უფლებების უთანასწორობის დაძლევა და მათი დაცვაა მჩაგვრელი, ზიანის მომტანი და უპატივცემულო შევიწროების მიმართ, რისი მსხვერპლებიც სახლსა თუ სამსახურში ხდებიან.
მეორეც, მივესალმები ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ საზოგადოებაში მოხდება მისი ლეგალიზაცია. მესამეც, აბორტი ქალის უფლებაა და მე მხარს ვუჭერ მათ გადაწყვეტილებას. სამივე მათგანი ადამიანების უფლებებია და მჯერა, რომ ცივილური და ჰუმანური საზოგადოება სწორედ ამისკენ უნდა მიიწევდეს მუდმივად".
თავისი გამოსვლა მსახიობმა ამ სიტყვებით დაასრულა:
"იმედი მაქვს, ამ განმარტებით ჩემი წარსული განცხადებები განხილვის საგანი აღარ იქნება".
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები