ხელოვნური ინტელექტი უკეთ უნდა დარეგულირდეს, ტესლაშიც კი — ილონ მასკი
ტესლას დამფუძნებელი ილონ მასკი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო მკაცრად უნდა იყოს დარეგულირებული, მათ შორის თავის კომპანიაშიც. მასკის ეს განცხადება MIT Technology Review-ს სტატიას ეხმაურება.
სტატიაში ნათქვამია, რომ მასკის თანადაფუძნებულმა ხელოვნური ინტელექტის ორგანიზაციამ AI-ს განვითარების და უსაფრთხოდ გავრცელების მისიას გადაუხვია და "საიდუმლო კომპანიად" იქცა, რომელიც მხოლოდ იმიჯისთვის და ფულის მოპოვებისთვის მუშაობს.
მასკი AI-ის პოტენციურ საფრთხეებზე ხშირად საუბრობს. 2014 წელს მან განაცხადა, რომ "ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, ბირთვულ იარაღზე უფრო საშიშიც იყოს".
MIT-ის აერონავტიკის და ასტრონავტიკის სიმპოზიუმზე მასკმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი "ყველაზე დიიდ ეგზისტენციალური საფრთხეა", რის მიმართაც კაცობრიობას სიფრთხილე მართებს:
"ხელოვნური ინტელექტი დემონების გამოძახების შესახებ არსებულ ისტორიებს გავს. ასეთ ამბებში ყოველთვის არის ვინმე პენტაგრამით და წმინდა წყლით, რომელიც ამბობს, რომ დემონის კონტროლი შეუძლია. მისი ამბავი არასდროს მთავრდება ხოლმე."
2018 წელს ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, სახელმწიფო რეგულაციებს საჭიროებდეს.
"ჩვენ უნდა გვყავდეს სამთავრობო კომიტეტი, რომელიც AI-ს და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს და პოტენციურად საშიშ ინოვაციას, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დაარეგულირებს".
მოგვიანებით, მასკმა ისიც დასძინა, რომ დიდი ალბათობით მსგავსი კომიტეტი არ შეიქმნება.
კომენტარები