ციფრული ინდუსტრია: 5 წლის შემდეგ
“ნებისმიერი საკმარისად მაღალგანვითარებული ტექნოლოგია განურჩეველია მაგიისგან” — არტურ კლარკი
კლარკმა იწინასწარმეტყველა ზღვარის წაშლა ინჟინრებსა და ჯადოქრებს შორის 1962 წელს და დღეს, ჩვენ ყველაზე ახლოს ვართ მისი ხილვის განხორციელებასთან. მილიარდობით ადამიანი უკვე დაკავშირებულია ერთმანეთთან ისეთი მოწყობილობებით, რომლებსაც გააჩნიათ მონაცემთა განსაცვიფრებელი დამუშავების უნარი და ულიმიტო წვდომა ვირტუალურ ცოდნაზე. ცვლილებებისკენ მიმართულ ამ უსაზღვრო პოტენციალს, აძლიერებს ისეთი სფეროების მზარდი განვითარება, როგორიცაა რობოტექნიკა, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგია და კვანტური კომპიუტერები.
ბოლო წლების უმნიშვნელოვანეს პროექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ “კვანტური ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია”, რომელიც შეიქმნა Google-ის და NASA-ს კოლაბორაციით და იყენებს D-Wave System-ის კვანტურ კომპიუტერს რთული ოპტიმიზაციის პრობლემების გადასაჭრელად. ერთი სიტყვით, მიმდინარე ინდუსტრიული რევოლუციის თითოეული კომპონენტი, გვპირდება ცვლილებების რადიკალურ ტალღას, რომელიც ჩვენი ამჟამინდელი ყოფის ყველა მთავარ ასპექტს მოიცავს.
იმის განსაზღვრა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს სხვადასხვა მოსაზრებების, ანალიზებისა და თეორიებისთვის. ჩვენი პროგნოზები, როგორც წესი, გარდა იმისა რომ ასახავენ არსებულ რეალობას, ასევე გამოხატავენ ჩვენ გულწრფელ სურვილებს, იმ ცვლილებებს რომელთა ხილვაც გვწადია და გვთავაზობენ იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომელიც აწმყოში მიგვაქვს გულთან ახლოს. წინასწარმეტყველების ერთადერთი სამწუხარო მხარე, არის რომ ჩვენ ხშირად ვცდებით. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი სასიცოცხლოად მნიშვნელოვანია, რადგან იგი გვეხმარება წამოვიწყოთ დიალოგი თემაზე თუ როგორ მსოფლიოში გვინდა რომ ვიცხოვროთ, დავინახოთ ფაქტებს მიღმა არსებული საფრთხეები და გამოწვევები.
ციფრული ინდუსტრია ექსპონენციალური სიჩქარით ვითარდება და ცვლის მსოფლიოს, აქედან გამომდინარე, პროგნოზები საკმაოდ სწრაფად ძველდება. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად სარწმუნოა, რომ ციფრული რევოლუცია არ არის საკუთარ თავში ჩაკეტილი, იზოლირებული ფენომენი. ტექნოლოგიური მიღწევები მუდმივად ამოძრავებს სხვადასხვა სფეროს - მრეწველობა, გართობა, მმართველობა, ბიზნესი, ტრანსპორტირება, კომუნიკაციები, ჯანდაცვა - ის ჩვენი ყოფის ყველა ნაწილში ტოვებს კვალს. ეს პროგრესი ხდება ერთმანეთთან დაკავშირებული საწარმოების, მთავრობების და საზოგადოების ეკოსისტემაში, და შედეგად, იცვლება არა მარტო ის საშუალებები და ხელსაწყოები რასაც ჩვენ ვიყენებთ, ან ის გზები როგორც ვმუშაობთ საერთო მიზნებისთვის, არამედ თვითონ ადამიანის ბუნება და წარმოდგენა ცხოვრებაზე.
მეცნიერული გარღვევა ნებისმიერ განცალკევებულ მიმართულებებში როგორიცაა დიდი მონაცემების დამუშავება (Big Data), გაძლიერებული/წარმოსახვითი რეალობა, კიბერ უსაფრთხოება, მოდელირება, the Internet of Things, ავტონომიური რობოტები - გავლენას ახდნეს ყველა დანარჩენ სფეროზე. მთლიანი ინდუსტრია ემსგავსება გიგანტური ჭადრაკის დაფას, სადაც თითოეული სვლა რადიკალურად ცვლის თამაშს. ყველა ამ განსხვავებული მიმართულების გამაერთიანებლ ძალად ხელოვნური ინტელექტი ისახება, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ მისი პოტენციალი ჩრდილში აქცევს თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიღწევას, ყველა ნაბიჯს, რაც აქამდე მთელ ინდუსტრიას გადაუდგამს ჩვენი ცხოვრების გამარტივებისთვის.
დანამდვილებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ მომდევნო ხუთი წელი სავსე იქნება ამაღელვებელი სიახლეებით, მაგრამ არის რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, თითქმის გარდაუვალი განვითარება, რომელზეც ყურადღებას გავამახვილებთ:
ვირტუალური რეალობა
ხსოვნა იყოს ერთგანზომილებიანი ეკრანების, მივეგებოთ ყოვლისმომცველ გამოცდილებებს! ვირტუალური რეალობის დიდი მასშტაბებით ინტეგრაცია ჩვენ ყოფიერებაში უკვე ხელშესახები სინამდვილეა. ამ ტიპის მოწყობილობები საკმაოდ დაიხვეწა და უფრო მისაწვდომი გახდა ფართო მასებისთვის. შეიძლება ვირტუალური რეალობის სათვალეებით, ისე გამოვიყურებით თითქოს უზარმაზარი ყუთები გვაქვს თავზე ჩამოცმული, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარია რას ვხედავთ მათ მიღმა. ვირტუალური რეალობის პოტენციალს უკვე აქტიურად უგებენ გემოს მედიცინაში, განათლებაში, მოგზაურობაში და, რასაკვირველია, თამაშების, ფილმებისა და გართობის სფეროში. ციფრულმა იდუსტრიამ VR უკვე მიიღო როგორც გამოხატვისა და აღქმის მძლავრი არხი და შესაბამისად ცდილობს ფეხი აუწყოს მის ზრდას მასთან უშუალოდ დაკავშირებული პროგრამული და ტექნიკური მხარეების განვითარებით. ვირტუალურ ტექნოლოგიებს თავისთავად გააჩნია მინუსებიც, მიიჩნევა რომ მისი მომხმარებლები შედარებით იზოლირებულები არიან - ამ უარყოფითი შეგრძნების აღმოფხვრას უკვე ცდილობენ, მეტად სოციალური და ერთმანეთთან დაკავშირებული ვირტუალური გარემოს შექმნით. საბოლოო მიზანი არის უფრო ჯანსაღი და ბუნებრივი გამოცდილების მიღება (სასურველია, შედარებით ნაკლები თავბრუსხვევით).
დიზაინის გამარჯვება
დიზიანი იმარჯვებს! ბოლო ათწლეულის მანძილზე, დიზაინის როლი თანამდეროვე ინდუსტრიაში რადიკალურად შეიცვალა. ადრე დიზაინს აღიქვამდნენ, როგორც ვთქვათ ბოლო ეტაპზე შესასრულებელი ამოცანა, იმისთვის რომ პროექტისთვის დასრულებული და კოხტა ფორმა მიეცა. ამჟამად დიზაინი გვევლინება თავდაპირველ წამყვან ძალად და იმ აუცილებელ წინაპირობად, რასაც შემდგომ დაეყრდნობა მთელი პროდუქტი. დიზაინერული აზროვნება ადამიანზე ორიენტირებული პროდუქციისთვის ნაკლებად მოიცავს ვიზუალს. იგი უფრო მეტად მიმართულია პრობლემების გადაჭრაზე და მთლიან რესურს უთმობს იმის შესწავლას, თუ როგორ იმუშავებს მთელი გამოცდილება. უკეთესი დიზაინის მქონე პრუდუქტი შედეგად გვაძლევს გაცილებით კმაყოფილ მომხმარებლებს, რომელიც თავისთავად ნიშნავს მეტ გაყიდვებს. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ არის გასაკვირი რომ ყველაზე წარმატებულ სტარტაპები (Airbnb, GitHub, Square, და ა.შ.) და ასევე მრავალმილიარდიანი კომპანიები (Apple, Ford, IBM, Nike, და ა.შ.) მმართველ გუნდში აუცილებლად იზიდავენ ნიჭიერი დიზაინერებს. ხუთი წლის შემდეგ, ჩვენ ნამდვილად ვიხილავთ დიზაინერების ახალ თაობას, რომლებიც იქნებიან პრაქტიკულად მოზაროვნეები და პრიორიტეტად ექნებათ გაცილებით მოსახერხებელი პროდუქციის შექმნა, ვიდრე, უბრალოდ, არსებული სამყაროს გალამაზება.
ბუნებრივი ინტერაქცია
ბუნება უპირველეს ყოვლისა! - უკანასკნელი წლების განმავლობაში, გამალებით ვცდილობდით რომ ჩვენ მოვრგებოდით ირგვლივ არსებულ ტექნოლოგიებს, მაგრამ თანდათან ეს ტენდენცია იცვლება იმით, რომ თავად ტექნოლოგიები ადაპტირდებიან ადამიანების ჩვევების შესაბამისად. რაოდენ რთული ამოცანების გადაჭრაც არ უნდა მოგვინდეს, ჩვენი ძალისხმევა მინიმუმამდე შემცირდება ახალი მოწყობილობების დახმარებით. ამ გარდატეხისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ხმით ამოცნობის ტექნოლოგია, რომლითაც ჩვენ ფაქტიურად შესაძლებლობა გვაქვს პირადად გავესაუბროთ ხელსაწყოებს. Microsoft-მა ყველა Windows 10-ის მქონე ოპერაციულ სისტემაში უკვე ჩააშენა ვირტუალური ასისტენტი Cortana., ასევე არსებობს ინფორმაცია რომ Apple-იც აპირებს გამოიყენოს Siri-ს მხარდაჭერა OS X-ის სისტემაში. ფართოვდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების არეალი, გარდა სამაგიდო თამაშებში უპირობო ლიდერობის მოპოვებისა, ის დაიპყრობს ადამინების და ტექნოლოგიების ყველა გადამკვეთ წერტილს. ნატურალურ ინტერაქციების დახვეწაზე მუშაობა მოითხოვეს მრავალმხირვი ცოდნის გაერთიანებას, პირველ რიგში საჭიროა ზღვარის გაქრობა ინჟინერიასა და დიზაინს შორის. ამ ყველაფრის ფონზე, მნიშვნელოვნად იზრდება კიბერ უსაფრთხოების და მონაცემების დაცვის როლი, რადგან ტექნოლოგიები უფროდაუფრო მჭიდროდ იჭრება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
დისკუსია: რომელ სფეროში ელოდებით გარღვევას ყველაზე მეტად?