ხანძრებს ავსტრალიაში უამრავი ცხოველი ემსხვერპლა, თუმცა გამანადგურებელ კატასტროფას ავსტრალიისთვის უნიკალური ბინადარი გადაურჩა.

სამოცამდე ფლუროსცენტული ვარდისფერი ლოქორა, რომელიც ადამიანის ხელის ზომამდე იზრდება, ავსტრალიის ეროვნულ პარკში კაპუტარის მთასთან შენიშნეს.

საინტერესო ისაა, რომ კაპუტარის მთის მიდამოებში, რაც ამ ლოქორებისთვის მთავარი საცხოვრებელი ადგილია, 18 000 ჰექტარი მიწა დაიწვა. ხანძრები იქ 6 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

ავსტრალიის მუზეუმის მალაკოლოგის, ფრანკ კოჰლერის თქმით, ლოქორამ გადარჩენა ქვებში ჩამალვით მოახერხა. ამის მიუხედავად ლოქორების პოპულაციის 90% სავარაუდოდ მაინც დაიღუპა, რადგან ამ პერიოდში ისინი ჰიბერნაციის პროცესს ხეებში გადიოდნენ.

"მომდევნო თვეებში ლოქორების სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნათ", — ამბობს კოჰლერი.

ძირითადად იმიტომ, რომ მოშიშვლებულ მიდამოებში, გამორჩეული შეფერილობის გამო ისინი სავარაუდოდ მტაცებლების ყურადღებას მიიქცევენ. თუმცა, ლოქორას ვარდისფერმა შეფერილობამ, შესაძლოა, საპირისპიროდ იმოქმედოს და მტაცებლები დააფრთხოს.

კაპუტარის მთის ლოქორა მტაცებელია და ლოქორის კვალობაზე, საკმაოდ დიდ ხანსაც ცხოვრობს.

ლოქორა "ჩვენი ეკოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა კოჰლერმა, — "ის უამრავი ძუძუმწოვრის და ფრინველის მთავარი საკვები წყაროა".