12 რჩევა, რომელიც ტოკიოში მოგზაურობას გაგიადვილებთ
ფოტო: Phattana Stock / Shutterstock
ტოკიო თანამედროვეობისა და ტრადიციულობის ნაზავია. აქ ყველაფერს ნახავთ, დაწყებული კედელში ჩატანებული ვიწრო კიოსკებით, სადაც ეროვნულ კერძს — გიოზას ყიდიან, დამთავრებული მაღალი კლასის სუშის ბარებით.
ამ ქალაქს შეუძლია ყოველ ნაბიჯზე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში აღფრთოვანებული დაგტოვოთ. მოსაწყენად კი დრო ნამდვილად არ დაგრჩებათ, თუ დილით ცუჯიკის თევზის ბაზრობაზე თინუსის აუქციონს დაესწრებით, შუადღეზე იმპერატორის სასახლის მიმდებარედ გაისეირნებთ, საღამოს კი კარაოკეზე ადგილობრივებთან ერთად იმღერებთ.
თუმცა, სანამ ბარგს ჩაალაგებდეთ და გეგმებს დააწყობდეთ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, რომლითაც ტოკიოში მოგზაურობა გაცილებით მარტივი და სასიამოვნო გახდება.
1. მოგზაურობის წინ ლარი გადაცვალეთ იაპონურ იენზე
ფოტო: Structuresxx / Getty Images
იაპონიის სხვადასხვა რესტორნებში, სასტუმროებში ან მაღაზიებში ბარათით გადახდა, როგორც წესი, პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ქალაქის ნაკლებად ცნობილ ადგილებში ნაღდი ფული მოგთხოვონ. ამიტომ, სჯობს ლარი ადგილობრივ იენზე გადაცვალოთ და ფინანსურ გამოწვევებს მზად დახვდეთ.
2. აიღეთ მეტროს Pasmo ბარათი
ფოტო: Japankuru
იაპონიაში მეტრო წესრიგით და სისუფთავით გამოირჩევა. ამასთანავე, ის სწრაფი და იაფია, ამიტომ ტოკიოს შიგნით გადასაადგილებლად, ტაქსით მგზავრობის ნაცვლად, სჯობს მეტროს მიაშუროთ. მეტროს Pasmo ბარათის ღირებულება, დაახლოებით, 5 დოლარია. ბალანსის შევსება ნებისმიერ დროს შეიძლება, მატარებლის ლოდინი კი მხოლოდ რამდენიმე წუთით მოგიწევთ.
3. ქალაქებს შორის გადასაადგილებლად Japan Rail Pass გამოიყენეთ
ფოტო: This Life of Travel
ტოკიოდან კიოტოში მგზავრობის ბილეთი დაახლოებით $240 ღირს, მაგრამ შვიდდღიანი JR პასი, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, მატარებლებზე შეუზღუდავი წვდომის შესაძლებლობას გაძლევთ, — 30 დოლარი დაგიჯდებათ. JR Pass გამოადგება ყველას, ვისაც ქვეყნის უკეთესად შესწავლა უნდა. მისი შეძენა მოგზაურობის წინ, ინტერნეტით ან ლიცენზირებული სამოგზაურო აგენტის მეშვეობით შეგიძლიათ.
4. თარგმანში დაკარგული
ფოტო: Getty Images
როგორი გამოცდილი მოგზაურიც არ უნდა იყოთ, იაპონიის პირველ ტურში თქვენ მაინც გადააწყდებით დაბრკოლებებს. მაშინ, როცა ბევრ ქვეყანაში საკომუნიკაციოდ ინგლისური შეგიძლიათ გამოიყენოთ, იაპონიაში ეს ნაკლებად ჭრის. მოგზაურობის დასაწყისში, შესაძლოა, ამ ფაქტმა თქვენში უსიამოვნება გამოიწვიოს, მაგრამ მისი დასრულებისას აუცილებლად დაგრჩებათ კმაყოფილების განცდა, რომელსაც სრულიად უცხო გარემოში, სახლიდან შორს ყოფნა გაგიჩენთ.
5. ატარე ზურგჩანთა ნარჩენების შესანახად
ფოტო: Buzzfeed
ტოკიოს ქუჩებში ნაგვის ურნებსა და ნაგავსაყრელებს იშვიათად შეხვდებით. არა იმიტომ, რომ იაპონელები გარემოს არ უფრთხილდებიან, პირიქით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ნაგავი გადაამუშავონ. სწორედ ამიტომ, სჯობს თან იქონიოთ რაიმე, რაშიც ნარჩენებს მოათავსებთ.
6. მეტი, ვიდრე სუში
ფოტო: Anna_Pustynnikova / Shutterstock
სჯობს დღესვე დაივიწყოთ მითი იმის შესახებ, რომ თუ ზღვის პროდუქტები არ გიყვართ, იაპონიას არ უნდა ესტუმროთ.
იაპონური კულინარია ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. ადგილობრივებს განსაკუთრებით უყვართ როგორც კერძების გასინჯვა, ისე მომზადება. ასე რომ, დიდი დანაშაული იქნება თქვენი მხრიდან, თუ იაპონურ სამზარეულოს თევზეულის სიძულვილის გამო არ გაეკარებით.
გაითვალისწინეთ, რომ ერთი მოგზაურობით იაპონური სამზარეულოს ბოლომდე გაცნობას ვერ მოასწრებთ, რადგან აქ იმაზე მეტი კერძის გასინჯვა შეგიძლიათ, ვიდრე უბრალოდ სუშია.
7. გემრიელად ჭამისთვის ბევრი ფული არ დაგჭირდებათ
ფოტო: Alphonsine Sabine / Shutterstock
ტოკიოში ბევრი ძვირადღირებული რამ შეგხვდებათ, — მაგალითად, ვაგუის ძროხის ხორცი და კაიზეკის სამზარეულო. თუმცა, ასევე, არსებობს გემრიელი და იაფი ქუჩის საკვებიც, როგორიცაა ონგირი, გიოზა, ტამაგოიაკი და ქონდრის ბლინები. ტოკიოს ქუჩებში გემრიელი კერძების შესაძენად, დაახლოებით 10 დოლარი დაგჭირდებათ. რაც მთავარია, აქ თქვენთვის ნაცნობ და საყვარელ საკვებსაც შეხვდებით.
8. აღმოაჩინეთ ქალაქის ორი მხარე
ფოტო: Buzzfeed
სხვადასხვა ღირსშესანიშნაობასთან ერთად, ტოკიო ცათამბჯენებითაა ცნობილი. თუმცა, ამ ქალაქს მეორე მხარეც აქვს,— მშვიდი, აუჩქარებელი უბნებით. ნაკამეგურო, შიმოკიტაზავა, დაიკანიამა, უენო, იანაკა და კიჩიჯოჯი, იაპონური სტილის დაბალი სახლებით, მშვიდი ტაძრებთა და აყვავებული ბაღებით გამოირჩევა. ზოგიერთ ასეთ უბანში კი, შესაძლოა თქვენ ერთადერთი ტურისტიც კი იყოთ.
9. თავიდანვე ახსენე კვებითი შეზღუდვები
ფოტო: Digital Painting / Shutterstock
როგორც უკვე ვთქვით, იაპონელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კულინარიას და კიდევ უფრო აფასებენ იმ ადამიანებს, ვინც მათთვის კერძებს ამზადებს. იაპონიაში ცუდ ტონად ითვლება, თუ კერძს ბოლომდე არ მიირთმევთ. სწორედ ამიტომ, ნუ მოგერიდებათ და შეკვეთის წინ თამამად გაუსვით ხაზი თქვენს კვებით შეზღუდვებს თუ უპირატესობებს. თუ უბრალოდ არ გსურთ კერძის გასინჯვა, არც ამ შემთხვევაში მოგერიდოთ, — უთხარით შეფს: "No shirako for me" (შირაკო არ მინდა).
10. მოემზადეთ, რესტორნების არჩევა ტოკიოში მარტივი საქმე სულაც არაა
ფოტო: Y-studio / Getty Images
როგორც კი პირველ გასეირნებას მოიწყობთ ტოკიოში, მალევე გააცნობიერებთ, რომ აქ უამრავი კაფე და რესტორანია. არჩევანი იმდენად დიდია, რომ რეკომენდაციები არ გამოგადგებათ და უფრო დაიბნევით. ტოკიოში ყველანაირ კვების ობიექტს შეხვდებით, ყველაზე უცნაურ ადგილზეც კი. ამიტომ, გირჩევთ, თქვენს ინსტინქტებს მიენდოთ. დაე იყოს ყველაფერი ისე, როგორც ნამდვილ მოგზაურობას შეეფერება!
11. გაითვალისწინეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქცევის წესები
ფოტო: Getty Images
იაპონიაში ტრანსპორტით სარგებლობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. აქ მატარებლებისა და ესკალატორების გასასვლელში გარკვეული წესები არსებობს და ხალხი ერთმანეთს გზას არ უჭრის. გარდა ამისა, მეტროში ჭამა და დალევა აკრძალულია. საინტერესოა ისიც, რომ ჩქაროსნულ მატარებლებში განსაზვრულია ვაგონები მხოლოდ წინასწარ დაჯავშნილი ადგილებისთვის.
ესკალატორის ეტიკეტი იაპონიაში აშშ-ის საპირისპიროა — იაპონელები დგანან მარცხენა მხარეს და ხალხს გვერდის ავლა მარჯვენა მხრიდან შეუძლია. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კარგი იდეაა, თუ ადგილობრივი კულტურული მახასიათებლების ახლოს გაცნობა გსურთ.
12. იაპონიიდან დაბრუნებამდე, ახალი ტური დაგეგმეთ
ფოტო: Getty Images
ტოკიო იმ ადგილებს შორისაა, რომელსაც ვერასდროს ამოწურავთ. როგორც არ უნდა მოინდომოთ, ერთ მოგზაურობაში ტოკიოს სრულყოფილად ვერ გაიცნობთ. ერთი წასვლით, შესაძლოა, ვერ მოახერხოთ ყველა უბნის შესწავლა, სუვენირის მაღაზიების მონახულება, ყველა კერძის გასინჯვა, ან ხელოვნების და კულტურის ნიმუშებით ტკბობა, თუმცა, ყოველი ტურის შემდეგ, უფრო მეტის ნახვის სურვილი აუცილებლად შეგიპყრობთ. სწორედ ამიტომ, როგორც კი ტოკიოდან უკან წამოსასვლელი თვითმფრინავის ბორტზე ახვალთ, უკვე დაიწყეთ შემდეგი მოგზაურობის საფუძვლიანი დაგეგმვა.
დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე ხელმისაწვდომი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები