ყველაფერი, რაც წლევანდელი ოქროს გლობუსის შესახებ უნდა იცოდეთ
სულ რამდენიმე საათში კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება — ოქროს გლობუსი 77-ედ ჩატარდება და უცხოური პრესის ასოციაცია გასული წლის გამორჩეულ ფილმებსა და სერიალებს შორის გამარჯვებულებს დაასახელებს.
წლევანდელი დაჯილდოება განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო იქნება, რადგან 2020 წლის ნომინანტებს შორის ერთმანეთზე უფრო ძლიერი კინოსურათები, სატელევიზიო შოუები, მსახიობები თუ რეჟისორები არიან წარმოდგენილი.
მათ შორის აღსანიშნავია, რომ წელს ფილმებს შორის ყველაზე მეტი ნომინაცია ნოა ბაუმბახის Marriage Story-მ და კვენტინ ტარანტინოს Once Upon a Time… in Hollywood-მა, ხოლო სერიალებს შორის HBO-ს მინისერიალმა Chernobyl და ნეტფლიქსის ორმა სატელევიზიო შოუმ — The Crown და Unbelievable მიიღეს.
დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ლოს-ანჯელესში, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გაიმართება და მისი წლევანდელი წამყვანი ცნობილი ინგლისელი კომიკოსი, მსახიობი და მწერალი, რიკი ჯერვეისი იქნება, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოებას მეხუთედ უმასპინძლებს.
რა თქმა უნდა, დაჯილდოებაზე კინოსამყაროს თითქმის ყველა ვარსკვლავს ერთ დარბაზში ვიხილავთ — ისინი ჯერ წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინებენ , მოგვიანებით კი ზოგიერთ მათგანს, როგორც გამარჯვებულს, სცენაზეც ვიხილავთ ჯილდოთი ხელში.
ამასთან ერთად წამყვან რიკი ჯერვეისს ნომინანტების დასახელებასა და მათ შორის გამარჯვებულების გამოცხადებაში ისეთი ცნობილი მსახიობები დაეხმარებიან, როგორებიც არიან მარგო რობი, რემი მალეკი, ბრედ პიტი, სკარლეტ იოჰანსონი, ლეონარდო დიკაპრიო და სხვა.
ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 6 იანვარს, დილის 5 საათზე დაიწყება. პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ თვალი ოქროს გლობუსის ფეისბუქ გვერდზე მიადევნოთ და ამავდროულად On.ge-ს ფეისბუქ გვერდიც არ გამოგრჩეთ მხედველობიდან, სადაც ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას უმოკლეს დროში მოგაწოდებთ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები