საუკეთესო სტარტაპის გამოსავლენად კონკურსი Get in the Ring გაიმართა
20 ნოემბერს ინოვაციური სტარტაპებისთვის თბილისში ინოვაციური კონკურსი — Get in the Ring გაიმართა. ეს კონკურსი ერთგვარი უნიკალური საშუალებაა, რომელიც უჩვეულო და სახალისო გზით კონკურსის მონაწილეებს საშუალებას აძლევს თავიანთ ბიზნესიდეებს ხორცი შეასხან და მასშტაბურად ცნობილი გახადონ.
Get in the Ring საერთშორისო კონკურსია, რომელიც ასამდე ქვეყანაში ტარდება. მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოა: წელს ფინალისთვის ექვსი გამორჩეული სტარტაპი შეირჩა, რომელთა ავტორებიც ერთგვარ საბრძოლო რინგზე შეერკინენ ერთმანეთს. რინგი ამ შემთხვევაში სიმბოლურად ყველაზე შესაბამისი ადგილია სწორედ საკუთარი საქმიანი წამოწყების გამოსაცდელად: ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად კონკურენტებთან სათანადო წინააღმდეგობის გაწევა გჭირდება — ხშირად სრულიად დაუნდობელ პირობებშიც კი, შესაბამისად რინგია სწორედ ის, რაც მომავალი გამოცდილებისთვის წინასწარ შეამზადებს დამწყებ ბიზნესმენებს.
წელს საქართველოში ერთი რჩეული სტარტაპის გამოსავლენად შეჯიბრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B101 დარბაზში ჩატარდა, სადაც თავი მოიყარეს კონკურსანტებმა, მათმა გულშემატკივრებმა და უბრალოდ დაინტერესებულმა პირებმა, რომელთაც ადგილობრივი მასშტაბით საინტერესო იდეების გაცნობა სურდათ. ამ კონკურსის ფორმატს გამოარჩევდა კიდევ ის დეტალი, რომ მონაწილეების შეფასებისას მაყურებლებიც იყვნენ ჩართულები — სპეციალური ნეონის ჯოხებით აფიქსირებდნენ თავიანთ შთაბეჭდილებას. ეს ფაქტორი კი კონკურსის მთელ პროცესს დამატებით დაძაბულობასა და ხიბლს მატებდა, რადგან ყველა თანაბრად იყო ჩართული გამარჯვებულის გამოვლენაში.
მაყურებელთან ერთად კონკურსანტებს, რა თქმა უნდა, აფასებდა სპეციალური ჟიური: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დიმიტრი ჯაფარიძე და გიორგი აბაშიშვილი, საქართველოში გლობალური მეწარმეობის კავშირის დირექტორი თინათინ გოლაძე, სპარკის წარმომადგენელი სანდრო კანდელაკი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე და ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი მაკენზი როუ. ჟიურის წევრებმა თავიანთი კომპეტენციიდან გამომდინარე კონკურსის მონაწილეებს კრიტიკული კითხვები დაუსვეს და ამით ერთგვარი კონსულტაცია გაუწიეს მათ, რათა თავიანთი ბინზნესიდეები უფრო მეტად დახვეწონ.
წლევანდელი კონკურსანტების იდეები ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური იყო, თუმცა მხოლოდ ეს არ კმაროდა: რინგზე გამოსულ ორ-ორ მონაწილეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მისი სტარტაპი გაცილებით უკეთესია, ვიდრე მისი მოწინააღმდეგის. მათ სულ ექვსი წუთი ჰქონდათ საკუთარი ბიზნესიდეის პრეზენტაციისთვის, შემდეგ კი მათ მაყურებელი და ჟიური აფასებდა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსში თანაბრად იყვნენ წარმოდგენილი ბიჭი და გოგო მონაწილეები, რომლებმაც მართლაც ძალიან საინტერესო იდეები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.
როგორც ძირთადად ხდება ხოლმე, ამ კონკურსშიც ერთი გამარჯვებული გამოვლინდა: ექვსი მონაწილიდან ჯერ სამი ნახევარფინალისტი შეირჩა, შემდეგ კი ჟიურიმ ერთობლივი გადაწყვეტილებით მათგან გამორჩეულიც გამოავლინა - GGM BOARD GAMES, რომელიც ახალ და უნიკალურ სამაგიდო თამაშს აწარმოებს. ამასთან დაკავშირებით კონკურსის დასრულების შემდეგ On.ge-სთან გამარჯვებული სტარტაპიდეის ავტორმა, მიხეილ ჯოლოკავამ ისაუბრა:
"ეს კონკურსი მთელ ჩემს გუნდს უფრო მეტ მუხტსა და სტიმულს მოგვცემს, რათა კიდევ უფრო მეტი მონდომებით გადავდგათ ახალი ნაბიჯები წარმატებისკენ. მართალია, თავიდანვე თავდაჯერებული ვიყავი და გამარჯვებისთვის გააზრებულად ვიბრძოდი, მაგრამ აქ მიღებული გამოცდილება ახალი ეტაპი იქნება შემდგომი განვითარებისათვის და უფრო მეტადაც მოვემზადებით შემდეგი ეტაპისთვის."
მართალია, Get in the Ring-ის წლევანდელი ქართველი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა: წინ საერთაშორისო დაჯილდოებაა, სადაც ამჯერად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შეერკინებიან ერთმანეთს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, დიმიტრი ჯაფარიძემ ისაუბრა:
"გამარჯვებული კონკურსანტი ავტომატურად ხდება ფინალური ეტაპის მონაწილე და 2020 წლის გაზაფხულზე გლობალურ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დაახლოებით ასი ქვეყნის წარმომადგენელი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ეს ყოველი კონკურსანტისთვის უნიკალური შანსია, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ საერთაშორისო ინვესტორებს და თავიანთი ბიზნესიდეებისთვის დაფინანსების წყაროები მოიპოვონ."
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
-
NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
კომენტარები