2019 წლის 10 დიდი და 10 პატარა საუკეთესო ქალაქი სამოგზაუროდ
ფოტო: Getty
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ Condé Nast Traveler-მა ტოკიო 2019 წლის საუკეთესო დიდ ქალაქად დაასახელა, თუმცა, იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც წელს მოგზაურობას გირჩევთ, გაცილებით დიდია.
საუკეთესოთა შორის საუკეთესოების გამოსავლენად გამოკითხვაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 600 ათასზე მეტმა მოგზაურმა მიიღო მონაწილეობა და მათივე რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2019 წლის აუცილებლად მოსანახულებელი დიდი და პატარა ქალაქების საკმაოდ ვრცელი სია მივიღეთ.
დავიწყოთ შედარებით პატარა ქალაქებით, სადაც, როგორც წესი, ისტორიული ადგილები, ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები, უგემრიელესი, აქამდე უცნობი კერძები და ულამაზესი პეიზაჟები გელოდებათ.
2019 წლის საუკეთესო პატარა ქალაქები:
10. კელნი, გერმანია
მართალია, მიუნხენსა და ბერლინთან შედარებით პატარა კელნი ნაკლებად პოპულარულია ტურისტებისთვის, თუმცა, თავისი გოთიკური არქიტექტურით, უძველესი ეკლესიებითა და სხვადასხვა თემატური ფესტივალებით, ქალაქი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.
9. მონტე-კარლო, მონაკო
თუ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე წასვლა გადაწყვიტეთ, მონტე-კარლო ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია, რომელიც ამავე ზღვის სანაპიროზეა გაშენებული.
ქალაქი რეალურად თუ არა, სხვადასხვა ცნობილ ფილმში მაინც გექნებათ ნანახი და თუ რომელიმე გმირის ადგილას ყოფნა მოგინდათ, აუცილებლად ეწვიეთ მას.
8. პუებლა, მექსიკა
მექსიკის ეს ულამაზესი პატარა ქალაქი ცნობილია თავისი ისტორიული არქიტექტურით — იქ ასობით ეკლესიას და ბაროკოს ხუროთმოძღვრების ნამდვილ შედევრებს ნახავთ. ქალაქი გურმანებსაც დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება.
7. ფლორენცია, იტალია
მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში პირველად ჩასულმა ადამიანმა ძალიან ბევრი რამ შეიძლება ნახოს, მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს რენესანსის სამშობლო, ქალაქი ფლორენცია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია.
6. ბერგენი, ნორვეგია
ასევე გელოდებათ თვალუწვდენელი მთებით გარშემორტყმული პატარა ნორვეგიული ქალაქი ბერგენი, რომელიც ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს პორტს ფლობს, რომელსაც უპრობლემოდ სტუმრობენ საკრუიზო გემები.
5. პიერტო-ვალარტა, მექსიკა
პიერტო-ვალარტა ჩვენი სიის კიდევ ერთი მექსიკური ქალაქია, რომელიც ახალგაზრდა ტურისტების ნამდვილ მაგნიტადაა ქცეული. ეს მიზიდულობა კი იმით აიხსნება, რომ ქალაქში ისიამოვნებთ, როგორც წყნარი ოკეანის სანაპიროზე გარუჯვით, ასევე მის შემოგარენში არსებული ულამაზესი ტყეებითა და ჩანჩქერებით.
4. ზალცბურგი, ავსტრია
ყველაფერი ნათქვამია მხოლოდ იმის აღნიშვნით, რომ ეს არის ადგილი სადაც მოცარტი დაიბადა. თუმცა, გარდა ამისა, კიდევ გეტყვით, რომ ზალცბურგი არის პატარა, ულამაზესი ქალაქი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ ფეხით მოიაროთ და სახსოვრად უამრავი ფოტო გადაიღოთ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ლუდის მოყვარულებისთვის ეს ქალაქი ნამდვილი სამოთხეა.
3. კვებეკი, კანადა
კვებეკი არის ქალაქი, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ერთნაირად გიმასპინძლებთ. ზამთარში თუ დიდი თოვლი დისკომფორტს არ გიქმნით, მაშინ, დაუფიქრებლად უნდა გაემგზავროთ ამ ქალაქის ისტორიული, გასული საუკუნეებით დათარიღებული შენობების დასათვალიერებლად. და აუცილებლად შეიარეთ სახელგანთქმულ ბარში, სადაც 1608 სახეობის ღვინისა და ყველის გასინჯვა შეგიძლიათ.
2. დრეზდენი, გერმანია
ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ დრეზდენი ამ ჩამონათვალშია — ქალაქი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცარიელი ნანგრევები იყო, დღეს აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთი ულამაზესი დასახლებული ადგილია.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქალაქში არსებული სახელგანთქმული ნაგებობა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისამდე სამეფო სასახლეს წარმოადგენდა.
1. მერიდა, მექსიკა
კიდევ ერთი მექსიკური ქალაქი მერიდა მოგზაურების ყურადღებას თავისი არქიტექტურის მრავალფეროვნებით იქცევს. პირდაპირი გაგებით ფერადი ქალაქი სავსეა იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ნაგებობებითა და მუზეუმებით.
ახლა კი დიდ ქალაქებზე გადავიდეთ, რომელთა მთავარი ხიბლიც მათი მასშტაბურობის გარდა, იქაური საკვები, ღვინო, არქიტექტურა და ხელოვნებაა.
ჩამონათვალში შეხვდებით, როგორც პოპულარულ ტურისტულ ადგილებს, ისეთებსაც, სადაც გამგზავრებაზე შეიძლება არც არასდროს გიფიქრიათ.
2019 წლის საუკეთესო დიდი ქალაქები:
10. სიდნეი, ავსტრალია
სიდნეიც ის ქალაქია, რომელსაც ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ ესტუმროთ. ყველაზე მიმზიდველი კი ალბათ ის არის, რომ როდესაც ჩვენთან ცივა, ავსტრალიის ამ ყველაზე დიდ ქალაქში თბილა და ზღვის სანაპიროზე ცოტა ხნით წამოკოტრიალებასაც უპრობლემოდ შეძლებთ. სიდნეი სახელგანთქმულია თავისი კულტური აქტივობებით, გამოფენებითა და კონცერტებით.
9. ტაიპეი, ტაივანი
ტაიპეი მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქია, სადაც ნახავთ როგორც ძველ ბუდისტურ ტაძრებს, ასევე თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშებს.
მას შემდეგ, რაც დედაქალაქის დათვალიერებით გაძღებით, მარტივად შეგიძლიათ გადაინაცვლოთ ქვეყნის სხვა ქალაქებში, რომლებიც ტაიპეის სწრაფადმავალი რკინიგზით უკავშირდება.
8. ბარსელონა, ესპანეთი
ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ბარსელონა 2019 წლის აუცილებლად სანახავი ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა — მზის, გართობისა და ბედნიერების ქალაქი და მისი მაცხოვრებლები ახლაც მოუთმენლად გელოდებიან.
თუ, როგორ უნდა გაატაროთ შაბათ-კვირა ბარსელონაში, ამას ჩვენივე სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.
7. ამსტერდამი, ნიდერლანდები
მართალია, ამსტერდამი დიდ ქალაქებს შორის მოხვდა, თუმცა, მის დათვალიერებას მაქსიმუმ 3 დღეშიც მოასწრებთ.
გამგზავრებამდე კი იმაზეც იფიქრეთ, რომ გეძლევათ შესაძლებლობა, ამსტერდამში ჩასვლისთანავე ტიტების, მუზეუმებისა და ყველაზე ლიბერალური კანონების ქვეყანაში მოხვდეთ.
6. კოპენჰაგენი, დანია
კოპენჰაგენი შესანიშნავი არჩევანია საკრუიზო მოგზაურობისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ იქ შეგიძლიათ ესტუმროთ 17-ვარსკვლავიან რესტორანს, სადაც უგემრიელეს კერძებს შეჭამთ.
გემრიელი სადილის შემდეგ კი ოჯახთან ერთად დისნეილენდის პარკშიც შეგიძლიათ შეიაროთ და დაუვიწყარი დრო გაატაროთ.
5. ოსაკა, იაპონია
მიუხედავად იმისა, რომ ოსაკა იაპონიის სიდიდით მეორე ქალაქია, დედაქალაქი ტოკიო მოგზაურებში გაცილებით პოპულარული დანიშნულების ადგილია.
თუმცა, უამრავი მიზეზი გაქვთ, რომ ამჯერად სწორედ ამ ქალაქს ესტუმროთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ოსაკაში ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი, ბეისბოლის მოედნები და ოსაკას ციხე გელოდებათ, საიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება ქალაქზე.
4. ვენა, ავსტრია
კლასიკური მუსიკის მოყვარულები დაუფიქრებლად უნდა გაემგზავროთ ავსტრიის დედაქალაქში. ვენა ხომ ოპერის, შეუდარებელი კულტურისა და ისტორიის მქონე ქალაქია. დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მისაღებად კი აუცილებლად ეწვიეთ ჰაბსბურგების საზაფხულო რეზიდენციას.
3. სინგაპური
Condé Nast Traveler-მა სინგაპური 2019 წლის ერთ-ერთი საუკეთსო ქალაქად დაასახელა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ქალაქი — ადგილი სადაც ტრადიციები და თანამედროვეობა ისე ერწყმის ერთმანეთს, როგორც არსად. ქალაქი დღემდე აღმოსავლეთისა და დასვლეთის კარიბჭედაა მიჩნეული.
2. კიოტო, იაპონია
ამ სიის საპატიო მეორე ასგილს იაპონური, საიმპერატორო ქალაქი კიოტო იკავებს, სადაც ჩასულ სტუმრებს მე-10 საუკუნით დათარიღებული ტაძრების მონახულება, ქუჩებში კი მოსეირნე გეიშების ნახვა შეუძლიათ.
1. ტოკიო, იაპონია
და ბოლოს, იაპონიის ულამაზესი დედაქალაქი ტოკიო, რომელიც Condé Nast Traveler-მა 2019 წლის საუკეთესო დიდ ქალაქად დაასახელა.
ამ ქალაქში არსებული ღირშესანიშნაობები, ლანდშაფტი, უნიკალური ხედები და ადგილობრივი სამზარეულო — ეს იმ ძირითადი კრიტერიუმების ჩამონათვალია, რის მიხედვითაც Condé Nast Traveler-ის მკითხველის არჩევანი სწორედ ტოკიოზე გაკეთდა.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა





















კომენტარები