ჩეხეთში, პრაღიდან დაახლოებით 72 კილომეტრის მანძილზე ერთი პატარა ქალაქია კუტნა-ჰორა, სადაც მე-14 საუკუინის, 60 ათასზე მეტი ადამიანის ჩონჩხით გაფორმებული ეკლესიაა.

ამ ნაგებობას "ძვლების ეკლესიას" ეძახიან და ის უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ტურისტებისთვის სამოგზაუროდ ერთ-ერთი საყვარელი დანიშნულების ადგილია.

ლოგიკურიცაა, რადგან ეს არის მისტიური ადგილი, სადაც შთამბეჭდავ სურათებსაც გადაიღებ ინსტაგრამისთვის და ონლაინ მეგობრების გაკვირვებასაც მარტივად მოახერხებ.

ფოტო: Michal Cizek / Stringer / Getty Images

თუმცა, ეკლესიის ასეთ პოპულარულობას ხელი სულაც არ შეუშლია მის მართვაში მყოფი რადკა კრეჩისთვის, რომ 2020 წლიდან ეკლესიის ტერიტორიაზე სელფის გადაღება შეეზღუდა.

"დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სტუმრები გაგებით მოეკიდებიან მსგავს შეზღუდვას", — აცხადებს ის.

ფოტო: Michal Cizek / Stringer / Getty Images

ფოტო: Courtesy Sedlec Ossuary

ახალი წესები მარტივია — ნებისმიერ პროფესიონალ ფოტოგრაფს, რომელსაც "ძვლების ეკლესიის" აღბეჭდვა მოუნდება, ამისთვის წინასწარ მოუწევს ნებართვის აღება. ამ ნებართვის გარეშე კი სელფების გადაღება კატეგორიულად იქნება აკრძალული.

ფოტო: Michal Cizek / Stringer / Getty Images

ეკლესიაში იმასაც განმარტავენ, რომ რეალურად იქ ათასობით ადამიანი განისვენებეს და რომ მათ ხსოვნას პატივი უნდა ვცეთ. თანაც, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს პარალელურად უკონტროლოდ ფოტოების გადაღებას გაუმართლებლად მიიჩნევენ.