შემთხვევა ბუკიას ბაღში, დაახლოებით, გამთენიისას მოხდა. ყველის მოსიარულე მუზეუმიდან, რომელიც თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, წაღებულია სამუზეუმო ექსპონატი, ნედლ რძეზე დამზადებული ყველი. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყოლია.

"ღმერთმა შეარგოს! თუ გადაწყვეტს, რომ გამოჩნდეს, მზად ვართ, კიდევ ერთი გადავცეთ საჩუქრად" — განაცხადეს მუზეუმის იდეის ავტორებმა.