"ოცნების" პარლამენტმა ზოგად და უმაღლეს განათლების შესახებ კანონში ცვლილებები III მოსმენით მიიღო
ოცნების პარლამენტმა ზოგად და უმაღლეს განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, III მოსმენით მიიღო. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის გარდა, ცვლილებები შეეხო "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" და "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ კანონს.
"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, შემოდის პრინციპი "ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი", რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქალაქის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი კონკრეტული ფაკულტეტის სწავლება იქნება.
კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით საგრანტო პროგრამა გაუქმდა — 2026 წლის შემდეგი სასწავლო წლიდან სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლიან, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას ვეღარ შეძლებენ.
ცვლილებები ასევე შეეხო საბაკალავრო და სამაგასტრო სწავლის წლებს — 3+1+1 სწავლის მოდელის მიხედვით, 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი — მაგისტრატურას.
ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა. ასევე, დარეგულირდება აღნიშნული
თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში
მონაწილეობის უფლებები.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოში სრული ზოგადი განათლება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წელი იქნება და მე-12 წელი ნებაყოფლობითი გახდება. დაწყებით საფეხურზე სკოლის მოსწავლე ვალდებული იქნება ატაროს ფორმა.
რაც შეეხება სკოლის დაწყების ასაკს, სკოლა იმ მოსწავლეებს მიიღებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ.
ცვლილებების თანახმად, უქმდება სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების წესიც — ვინაიდან თავად სამინისტრო შექმნის სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას. სკოლას ექნება უფლება სასწავლო პროცესში სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები გამოიყენოს.
ცვლილებები შეეხო საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენებასაც — ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესს სამინისტრო დაამტკიცებს.
მასწავლებელს, რომელიც სამსახურიდან მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო გაათავისუფლეს ამ პოზიციაზე მუშაობა 3 წლით შეეზღუდება. ასევე, სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დააფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს და ას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ხანგრძლივობას ნებაყოფლობით XII კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს.
ცვლილებების თანახმად განათლების სამინისტრო ვალდებული იქნება ამ კანონით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელმაც მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, აგრეთვე, შეიძლება განახორციელოს საქმიანობა ან პროექტი, რომელიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს სისტემისთვის განსაზღვრული სხვა მიზნების მისაღწევად.
- საჯარო სკოლებში, გაკვეთილის დროს, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც შეიზღუდება
- 65 საერთაშორისო მეცნიერი "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიხედოს განათლების რეფორმის კონცეფცია
- "უფასო სწავლა", კვოტირება, 3+1+1 — რა ცვლილებები შეიტანა "ოცნების" პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში?
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები