სკარლეტ იოჰანსონისა და ადამ დრაივერის ახალი ფილმის ორი ემოციური ტრეილერი გამოვიდა
ყოველი ურთიერთობა სულ მცირე ორ ადამიანს შორის არსებული საერთო კავშირია და მისი ყოველი დეტალი ორივეს თანაბრად ეკუთვნის. ფილმებში მსგავსი ურთიერთობების ასახვისას კი ძირითადად მხოლოდ ერთ მხარეს გვაჩვენებენ — ურთიერთობის მონაწილე რომელიმე ერთი პიროვნების თვალთახედვიდან მოგვითხრობენ ისტორიას.
ალბათ, სწორედ ამ მიკერძოების გადასალახად რეჟისორ ნოა ბაუმბახის ახალი ფილმის - Marriage Story - ტრეილერის ორი ვერსია გამოვიდა: თითო თრეილერში სკარლეტ იოჰანსონისა და ადამ დრაივერის პერსონაჟების ისტორიას ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად ვეცნობით.
თრეილერიდან ვიგებთ, რომ დრაივერისა და იოჰანსონის პერსონაჟებს ოჯახი აქვთ, თითოეული მათგანი კი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, თუ რა უყვარს განსაკუთრებით თავის პარტნიორში. ასე ვეცნობით ინდივიდუალურად მათ წარმოდგენებს ერთმანეთზე და ურთიერთობის სიღრმეებშიც ორივეს პოზიციიდან ვიხედებით.
"ეს ფილმი იმ სიყვარულის ისტორიაა, რომელიც თავის თავს ყველაზე მეტად განშორების დროს ააშკარავებს. ამ ორი თრეილერით კი მსურდა წყვილს შორის არსებული ურთიერთობა ორივეს თვალთახედვით მეჩვენებინა, რადგან ყოველ ისტორიას მრავალი მხარე აქვს და ამ ფილმის მიზანიც განსხვავებულ წარმოდგენებში საერთო ჭეშმარიტების პოვნაა", — ამბობს რეჟისორი.
Marriage Story რეჟისორ ნოა ბაუმბახის ნეტფლიქსთან თანამშრომლობის პროდუქტია, რომლის პრემიერაც შემოდგომაზე შედგება. მას შემდეგ, რაც წელს Avengers: Endgame-ში სკარლეტ იოჰანსონის გმირი გამოვიტირეთ, ამჯერად მას სულ სხვა ამპლუაში შევხვდებით, ისევე, როგორც ადამ დრაივერს: ჯიმ ჯარმუშის კომედიური ფილმის, The Dead Don’t Die-ს შემდეგ მას პირდაპირ ოჯახურ დრამაში ვიხილავთ. ჰოლივუდის ამ კაშკაშა ვარსკვლავებთან ერთად ფილმში ასევე თამაშობენ ლორა დერნი, ალან ალდა და რეი ლიოტა.
ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე, 29 აგვისტოს შედგება, ნეტფლიქსის მომხმარებელი კი მის ნახვას 2019 წლის შემოდგომაზე შეძლებს.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები