როგორ შეცვალა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ჩვენი მეხსიერება
ეჭვგარეშეა, რომ ზოგ ადამიანს შეუძლია, მხოლოდ ერთხელ წაიკითხოს წიგნი ან ერთხელ უყუროს ფილმს და ზედმიწევნით დაიმახსოვროს სიუჟეტი. მაგრამ ბევრისთვის კულტურის ნიმუშებთან გაცნობა აბაზანის მიღებას წააგავს. ჩვენ ვავსებთ აბაზანას, ცოტა ხნით მასში ვნებივრობთ და შემდეგ ვუყურებთ, როგორ იცლება იგი წყლისგან. ფსკერზე კი შეიძლება დარჩეს რამდენიმე წვეთი, მაგრამ წყლის უმეტესი ნაწილი, უბრალოდ, უჩინარდება.
New York Times-ის წიგნების რეცენზიათა რედაქტორის, პამელა პოლისთვის წაკითხულ წიგნთა მოგონებები გამოცდილებასთან უფრო მჭიდრო კავშირშია, ვიდრე - სიტყვებთან. "თითქმის ყოველთვის მახსოვს, სად ვიყავი კითხვის დროს და როგორ გამოიყურებოდა თვითონ წიგნი, როგორც ფიზიკური ნივთი", - ამბობს პოლი, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრ წიგნს კითხულობს, - "მახსოვს გამოცემა; მახსოვს ყდა; როგორც წესი, ისიც მახსოვს, სად შევიძინე წიგნი ან - ვინ მაჩუქა. რაც არ მახსოვს, - და ამის აღიარება მიჭირს, - ყველაფერი დანარჩენია".
"ზოგადად, მეხსიერებას თავისებური შეზღუდვები აქვს", - ამბობს ფარია სანა, ათაბასკის უნივერსიტეტის ფისქოლოგიის ასისტენტ-პროფესორი, - "იგი, არსებითად, მარტივად იცვითება". მავიწყობის მრუდი, როგორც ამ ფენომენს უწოდებენ, ყველაზე გამოხატულად ინფორმაციის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. მიღებული ცოდნის ზუსტად რა პროცენტი გვავიწყდება, ინდივიდუალურია, თუმცა გამეორების გარეშე მისი დიდი ნაწილი დღის ბოლომდე ქრება. პროცესი მომდევნო დღეების მანძილზეც გრძელდება და ბოლოს მიღებული ინფორმაციის მცირე ნაწილიღა გვრჩება.
გავრცელებული მოსაზრებით, მეხსიერება ყოველთვის ასე მუშაობდა. თუმცა ჯარედ ჰორვათი, მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარი, ამბობს, რომ იმ გზებმა, რომლითაც თანამედროვე ადამიანი ინფორმაციას და გასართობ პროდუქტს იღებს, შეცვალა მეხსიერების ის ტიპი, რომელიც უფრო ღირებულად მიგვაჩნია - და ეს ცვლილება ექვსი თვის წინ ნანახი ფილმის სიუჟეტის დამახსოვრებას სულაც არ უწყობს ხელს.
ინტერნეტის ხანაში აღდგენითი მეხსიერება - ანუ მიღებული ინფორმაციის სპონტანურად მოხმობის უნარი - ნაკლებად საჭირო გახდა. იგი მაინც გამოსადეგია გასართობი ვიქტორინების სათამაშოდ ან ყოველდღიური გეგმების დროულად შესასრულებლად, მაგრამ, ჰორვათის თანახმად, ეგრეთ წოდებული შენახვითი მეხსიერება უფრო მნიშვნელოვანი გახდა. "თუ გვახსოვს, სად შეიძლება ინფორმაციის მოპოვება და როგორ უნდა მივაგნოთ მას, თავად ინფორმაციის დამახსოვრება საჭირო აღარაა", - ამბობს ის.
კვლევები გვაჩვენებს, რომ ინტერნეტი გარკვეული ტიპის გარე მეხსიერებასავით მუშაობს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, "როდესაც ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ ინფორმაციაზე წვდომა მომავალშიც ექნებათ, ინფორმაციის დამოუკიდებლად აღდგენის უნარი ნაკლებად უვითარდებათ". თუმცა კულტურის ნიმუშები ინტერნეტის არსებობამდეც ერთგვარ გარე მეხსიერებას წარმოადგენდნენ. ჩვენ აღარ გვჭირდება წიგნის რომელიმე ციტატის დამახსოვრება, თუ შეგვიძლია, უბრალოდ, მივუბრუნდეთ მას და საჭირო სიტყვები მოვძებნოთ. ვიდეო ჩანაწერების გაჩენამ კი ფილმების და ტელესერიალების გადახვევის საშუალება მოგვცა. აღარ არის იმის განცდა, რომ თუ კულტურის ამა თუ იმ ნიმუშს გონებაში სრული სიზუსტით არ შევინახავთ, ის ჩვენთვის სამუდამოდ დაიკარგება.
სტრიმინგ-სერვისებისა და ვიკიპედიის სტატიების დახმარებით ინტერნეტმა კიდევ უფრო შეგვიმცირა ხელოვნების ნიმუშების დამახსოვრების საჭიროება. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ადრე მსგავს ინფორმაციას სრულყოფილად ვიმახსოვრებდით.
პლატონი ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე იყო, ვინც გარე მეხსიერების საფრთხეებზე წუხდა. მის მიერ დაწერილ სოკრატესა და არისტოკრატ ფედრუსს შორის გამართულ დიალოგში სოკრატე ჰყვება ამბავს ღმერთი თოტის შესახებ, რომელიც "დამწერლობის მნიშვნელობას" აღმოაჩენს. ეგვიპტელი მეფე თამუსი ეუბნება თოტს:
"ეს შენი აღმოჩენა სწავლის მსურველთა სულებში გულმავიწყობას დაბადებს, რადგან ისინი აღარ გამოიყენებენ საკუთარ მეხსიერებას; ისინი მიენდობიან დაწერილ სიმბოლოებს და თვითონ არ დაისწავლიან".
რა თქმა უნდა, პლატონის იდეები ჩვენთვის მხოლოდ იმიტომაა ხელმისაწვდომი, რომ მან ისინი დაწერა.
"[დიალოგში] სოკრატეს სძულს დამწერლობა, რადგან თვლის, რომ იგი მეხსიერებას გაანადგურებს", - ამბობს ჰორვათი, - "და ის მართალიცაა. დამწერლობამ ნამდვილად გაანადგურა მეხსიერება. მაგრამ დაფიქრდით, რამდენი გასაოცარი რამ მივიღეთ სანაცვლოდ. არასოდეს გავცვლიდი დამწერლობას უკეთესი აღდგენითი მეხსიერებისთვის, არასოდეს".
შესაძლოა, ინტერნეტიც მსგავს კომპრომისს გვთავაზობს: თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ იმდენ ინფორმაციას და გასართობ მასალას, რამდენსაც მოისურვებთ, მაგრამ მისი უდიდესი ნაწილის დამახსოვრებას ვერ შეძლებთ.
ისიც მართალია, რომ ხშირად ადამიანები იმაზე მეტს იტენიან ტვინებში, რამდენის დამახსოვრებასაც ფიზიკურად შეძლებენ. 2017 წელს მელბურნის უნივერსიტეტში ჰორვათმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მათ, ვინც უწყვეტად უყურებდნენ ტელესერიალებს, უფრო სწრაფად ავიწყდებოდათ სიუჟეტი, ვიდრე მათ, ვინც კვირაში მხოლოდ ერთ სერიას რთავდნენ. მაყურებლებს სერიალის ყურების დასრულებისთანავე ჩაუტარდათ ნანახის სიუჟეტზე აგებული ტესტი. ამ ტესტში ყველაზე მაღალი ქულები სერიების გადაბმულად მაყურებლებმა აიღეს. თუმცა 140 დღის შემდეგ გამეორებულ ტესტში მათ ყველაზე დაბალი ქულები დააგროვეს. ისიც გაირკვა, რომ ისინი სერიალისგან უფრო ნაკლებ სიამოვნებას იღებდნენ, ვიდრე ის მაყურებლები, რომლებიც დღეში ან კვირაში ერთ ეპიზოდს ნახულობდნენ.
ადამიანებს გადაბმულად კითხვაც სჩვევიათ. 2009 წლის მონაცემებით, საშუალო სტატისტიკური ამერიკელის თვალი დღეში 100 ათას სიტყვას აწყდებოდა, განურჩევლად იმისა, კითხულობდა თუ არა ყველა მათგანს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ რიცხვს ბოლო ათი წლის განმავლობაში დაეკლო. The Morning News-ის სტატიაში, გადაბმული კითხვითი აშლილობა, ნიკიტა ბაქშანი ამ სტატისტიკის მნიშვნელობაზე მსჯელობს. "კითხვა მრავალშრიანი სიტყვაა", - წერს ის, - "მაგრამ, სავარაუდოდ, კითხვის ყველაზე გავრცელებული ფორმა მოხმარებაა: ანუ, როდესაც მხოლოდ ინფორმაციის მიღების მიზნით ვკითხულობთ - განსაკუთრებით, ინტერნეტში. მსგავს ინფორმაციას ცოდნად ქცევის არანაირი შანსი არ აქვს, თუ მას მეხსიერებაში არ აღვბეჭდავთ". ან, როგორც ჰორვათი ამბობს, - "ეს წუთიერი გასართობია, რომელიც ახალი გასართობის მოძებნას გვანდომებს. ეს ქმედება არაფერ კავშირშია რაიმეს შესწავლასთან. მთავარი იმ წამიერი შეგრძნების მიღებაა, რომ თითქოს რაღაც ვისწავლეთ".
სერიალების გადაბმულად ყურების შესახებ ჰორვათის მიერ ჩატარებული კვლევიდან ვიგებთ, რომ თუ გვსურს დაგვამახსოვრდეს, რასაც ვუყურებთ ან ვკითხულობთ, უმჯობესია, ეს პროცესი დროში გავწელოთ. შემთხვევითი არაა, რომ სკოლაში მოსწავლეებს შესასწავლი მასალა გამოზომილად მიეწოდებათ. ჰორვათის თანახმად, მოგონებები ძლიერდება, როცა მათ ხშირად იხსენებ. თუ წიგნს ერთბაშად კითხულობთ - მაგალითად, თვითმფრინავში - ამბავს მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ მოქმედ მეხსიერებაში ინახავთ. "ასეთ დროს სიუჟეტს, რეალურად, ერთხელაც არ უბრუნდებით", - ამბობს იგი.
სანა გვიხსნის, რომ კითხვის დროს "გაწაფვის მცდარი განცდა" გვიჩნდება. ინფორმაცია მოედინება, ჩვენ მას ვიგებთ და გვეჩვენება, რომ ის დახვეწილად ლაგდება საქაღალდეებში ჩვენი გონების თაროებზე მოსათავსებლად. "მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ მოხდება, თუ კონცენტრაციისა და დამახსოვრებისთვის საჭირო გარკვეულ სტრატეგიებს არ განვახორციელებთ".
როდესაც ადამიანები მიზანმიმართულად სწავლობენ ან სამსახურისთვის კითხულობენ რაიმეს, შესაძლოა, ეს მეთოდები გამოიყენონ კიდეც. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სერიალ გილმორის გოგოების განტვირთვის მიზნით ყურებისას ვინმე ჩანაწერებს აკეთებდეს, რათა შემდეგ საკუთარი მეხსიერება გამოსცადოს. "შესაძლოა, ხედავდე და ისმენდე, მაგრამ ვერ ამჩნევდე და აყურადებდე", - ამბობს სანა, - "ვფიქრობ, უმეტესად სწორედ ასე ვიქცევით ხოლმე".
თუმცა ყველა ზედაპირულად მიღებული მოგონება დაკარგული არ არის. ზოგი მათგანი, უბრალოდ, იმალება; მიუწვდომელია მანამ, სანამ შესაბამის გამაღიზიანებელს არ გადააწყდება - შესაძლოა, ეს ეპიზოდის წინ ჩასმული მონტაჟი, გილმორის გოგოების წინა სერიებში, აღმოჩნდეს ან - მეგობართან იმ წიგნზე დაწყებული საუბარი, რომელიც ორივეს წაგიკითხავთ. მეხსიერება "არსებითად, მთლიანად ასოციაციაებია", - ამბობს სანა.
ამით შეიძლება აიხსნას, რატომ შეუძლიათ პოლს და სხვებს, გაიხსენონ გარემო, რომელშიც წიგნს კითხულობდნენ, მაგრამ არა - წაკითხულის სიუჟეტი. პოლი სკოლის დროიდან ავსებს წიგნების წიგნს, იმავე Bob-ს (Book of Books). Bob გარე მოგონებების ანალოგია, რადგან პოლი მასში ყველა წაკითხული წიგნის სათაურს იწერს. "Bob ინახავს მოგონებებს, რომლებიც ზუსტად მახსენებენ, როგორ განწყობაზე და რომელ გეოგრაფიულ არეალში ვიმყოფებოდი ჩემი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში", - წერს იგი საკუთარ წიგნში, ჩემი ცხოვრება ბობთან, რომელიც მან თავის წიგნების წიგნზე დაწერა, - "თითოეული ჩანაწერი აღადგენს მოგონებას, რომელიც სხვა მხრივ დროთა განმავლობაში ან გაიცვითებოდა, ან დაიკარგებოდა".
The New Yorker-ის სტატიაში, წაკითხულის დავიწყების წყევლა, იან კრაუჩი წერს: "კითხვას მრავალი შრე აქვს. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს ის აღუწერელი და ბუნებრივად წარმავალი გრძნობა, რომელიც კითხვის მომენტში ფიქრის, ემოციების და სენსორული მანიპულაციების ნაზავს წარმოადგენს და მერე ქრება. თუ მართლაც ასეა, მაშინ რამდენადაა კითხვა ნარცისიზმის ერთგვარი გამოვლინება? - არის ეს მხოლოდ გარკვეული ნიშნული იმისა, თუ ვინ იყავი და რას ვფიქრობდი, როდესაც მოცემულ ტექსტს გადავაწყდი?"
მაგრამ რატომ უნდა ჩავთვალოთ ნარცისიზმად ის, რომ ხელოვნების ნიმუშები ცხოვრებისეული წელიწადის დროების გახსენებაში გვეხმარებიან - სასიყვარული რომანები გაზაფხულს განასახიერებენ, მძაფრსიუჟეტიანი მოთხრობები კი ზამთარს? მაგრამ ისიც მართალია, რომ თუ თქვენ კულტურას იმ იმედით მოიხმართ, რომ ისეთი მენტალური ბიბლიოთეკა ააგოთ, რომელშიც საჭირო ინფორმაციის პოვნას ნებისმიერ დროს შეძლებთ, დიდი ალბათობით, იმედი გაგიცრუვდებათ.
წინები, სერიალები, ფილმები და სიმღერები გონებაში ასატვირთი ფაილები არ არიან - ისინი ჩვენს ცხოვრებაში ყველა სხვა მოგონებასთან ერთად ძაფებივით ექსოვებიან. შორიდან რთულია ცალკეული ძაფის დანახვა, მაგრამ ის მაინც იქ არის. "ძალიან მაგარი იქნებოდა, მოგონებები სუფთები რომ ყოფილყვნენ - იღებთ ინფორმაციას და ახლა ამ ფაქტისთვის შესაბამისი მოგონება გაქვთ", - ამბობს ჰორვათი, - "მაგრამ, სინადვილეში, ყველა მოგონება ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული".
-
გადახედვაჰელსინკის კომისია: აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების დროა უზრუნველყონ საქართველოს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნად დარჩენა ჰელსინკის კომისია: აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების დროა უზრუნველყონ საქართველოს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნად დარჩენა
-
გადახედვაომბუდსმენი შობის დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ომბუდსმენი შობის დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს
-
გადახედვა"პოლიციის სამმართველოში ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა" — დაკავებული აქტივისტი "პოლიციის სამმართველოში ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა" — დაკავებული აქტივისტი
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ ლიდერებს, "დაიტოვეს" წარმომადგენლებს და არასამთავრობო სექტორს ხვდება სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ ლიდერებს, "დაიტოვეს" წარმომადგენლებს და არასამთავრობო სექტორს ხვდება
-
გადახედვაGWP-ის სპეციალური განცხადება: ცოტნე დადიანის ქუჩაზე, აბონენტებს წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდებათ GWP-ის სპეციალური განცხადება: ცოტნე დადიანის ქუჩაზე, აბონენტებს წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდებათ
-
გადახედვა"ტვ პირველის" ინფორმაციით, დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს-დარბაზ "ასპრიაში" ნიღბიანები შეცვივდნენ "ტვ პირველის" ინფორმაციით, დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს-დარბაზ "ასპრიაში" ნიღბიანები შეცვივდნენ
-
გადახედვაკობახიძესა და ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა კობახიძესა და ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
-
გადახედვაკახა კალაძე: "საახალწლო სოფელში" უამრავი ადამიანია შეკრებილი. გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ კახა კალაძე: "საახალწლო სოფელში" უამრავი ადამიანია შეკრებილი. გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ
-
გადახედვასაზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი გრძელდება
-
გადახედვამთავრობის გადაწყვეტილებით, 1-დან 13 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-დან 13 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა
-
გადახედვასამართალდამცავების მიერ სასტიკად ნაცემი 21 წლის ახალგაზრდას სასამართლო პროცესი 27 იანვარს გაიმართება სამართალდამცავების მიერ სასტიკად ნაცემი 21 წლის ახალგაზრდას სასამართლო პროცესი 27 იანვარს გაიმართება
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვათბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაკის პარკიდან მარშს გამართავენ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაკის პარკიდან მარშს გამართავენ
-
გადახედვაფოთის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილ პერფორმანსს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა — ოპოზიციამ სხდომა დატოვა ფოთის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილ პერფორმანსს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა — ოპოზიციამ სხდომა დატოვა
-
გადახედვამაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო
-
გადახედვა"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი": ვაკის რაიონში წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოები ჩატარდება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი": ვაკის რაიონში წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოები ჩატარდება
-
-
გადახედვაცესკო: პრეზიდენტის ბრალდებები დეზინფორმაციულია ცესკო: პრეზიდენტის ბრალდებები დეზინფორმაციულია
-
გადახედვამერიის საახალწლო კონცერტზე არც ვარდელის სიმებიანი კვარტეტი გამოვა მერიის საახალწლო კონცერტზე არც ვარდელის სიმებიანი კვარტეტი გამოვა
-
გადახედვაკახა კალაძე: ფუნდამენტურად ნაკლოვანი ვინც არის, ეს IRI-ია კახა კალაძე: ფუნდამენტურად ნაკლოვანი ვინც არის, ეს IRI-ია
-
გადახედვაკალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დაპატიმრება შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მითვისების დანაშაულს კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დაპატიმრება შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მითვისების დანაშაულს
კომენტარები