საბა ბუაძე: კახა კალაძე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო სახე
ფოტო: ლელო
კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი საბა ბუაძე თბილისის მერის კახი კალაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ პროცესში კოალიციის წევრები და საკრებულოში მათი ფრაქცია მონაწილეობას არ იღებს.
საბა ბუაძე ამბობს, რომ თბილისმა არჩევნებზე უკვე გასცა პასუხი ქართულ ოცნებას და ამის მიზეზი ის ზიანი იყო, რაც მისი განმარტებით, კახა კალაძის კორუფციისა და დანაშაულებრივი გულგრილობის გამო თბილისელებს მიადგა.
"დღეს თბილისის საკრებულოში ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო მერი, კახი კალაძე წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს. ჩვენი კოალიცია, "ძლიერი საქართველო" და საკრებულოში ჩვენი ფრაქცია არ იღებს მონაწილეობას ამ ფარსში. ჩვენ არანაირი კითხვები კახა კალაძესთან არ გაგვაჩნია, არ გაგვაჩნია კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში უსწორდებიან და კახა კალაძე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო სახე.
ჩვენ ვნახეთ, რომ თბილისელებმა ივანიშვილს გასცეს პასუხი 26 ოქტომბერს, როდესაც მასშტაბური გაყალბების მოუხედავად, უარი უთხრეს ქართულ ოცნებას და მის პოლიტიკას.
ამ უარის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ის ტოტალური კორუფცია, რომელშიც ჩაძირულია თბილისის მერია და კარგად ჩანს, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რისთვისაც ხელისუფლება სჭირდება კალაძეს და ივანიშვილს, რომ თბილისელების ხარჯზე აკეთონ ფული.
ამ წლის განმავლობაში იპოდრომი გაასხვისეს, მწვანე შუქი აუნთეს იქ ურბანულ გენოციდს, ასევე მწვანე შუქი აუნთეს ლაგუნა ვერეს ადგილას უმძიმეს დანაშაულებს და უამრავი დანაშაული მთელი ქალაქის მასშტაბით. ეს არის კორუფცია, დანაშაულებრივი გულგრილობა და ხელისუფლების მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური გამდიდრებისათვის გამოყენება. ეს არის ის, რითაც თბილისელებმა მიიღეს ზიანი ამ წლის განმავლობაში კახა კალაძისგან და თბილისის მერიისგან. შესაბამისად, ის კითხვები, რომლებიც არსებობს აუცილებლად დაისმება საგამოძიებო ორგანოების მიერ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება. იმისათვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ გაგრძელდეს ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობა და პროტესტი, ამიტომაც, უკლებლივ ყველანი უნდა შევხვდეთ ისევ რუსთაველზე დღეს, ხვალ და იმდენი ხანი, რამდენიც იქნება საჭირო!", — აცხადებს საბა ბუაძე.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
კომენტარები