საკრებულომ თბილისის მერიის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. თბილისის საჭიროებებისთვის მომავალ წელს 2 მილიარდ 455 მლნ ლარი დაიხარჯება.
დედაქალაქის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის თქმით, აღნიშნული თანხიდან ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებულია 707 მლნ ლარი. კერძოდ: გზები — 155 მლნ ლარი; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის ავტობუსების შეძენა — 183 მლნ ლარი; კეთილმოწყობის ღონისძიებები — 86 მლნ ლარი; ხიდები, კოლექტორები, საყრდენი კედლები — 24 მლნ ლარი; ავარიული სახლების გამაგრება-ჩანაცვლება — 21 მლნ ლარი; პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია — 52 მლნ ლარი; თბილისის განვითარების ფონდის პროექტები — 46 მლნ ლარი; სპორტული მოედნები, მათ შორის ვერის კორტების რეაბილიტაცია — 11 მლნ ლარი; ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია — 14 მლნ ლარი.
თბილისის ვიცე-მერის თქმით, მიმდინარე და საოპერაციო ხარჯებს შორისაა გათვალისწინებული საბავშვო ბაგა-ბაღების სუბსიდია — 218 მლნ ლარი; ტრანსპორტის სუბსიდია — 396 მლნ ლარი; დასუფთავების ღონისძიებებისთვის 125 მლნ ლარი; ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებისა და პროექტების ჯამური ბიუჯეტია 533 მლნ ლარი.
როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, დონორების დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებს შორისაა მდგრადი ურბანული მობილობის პროექტი (KfW), თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) და თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროგრამა (მოძრავი შემადგენლობების განახლება) (AIIB). ამ და სხვა პროექტებისთვის დონორების დაფინანსება ჯამურად 100 მლნ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, მომავალ წელს განსახორციელებელ მსხვილ პროექტებს შორისაა 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროექტი, რომელიც გარდამავალია და მომავალ წელს ამისთვის 145 მლნ ლარია გამოყოფილი; ვერის პარკის რეაბილიტაცია და სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; 5 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა; ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია; ჭადრაკის სასახლის ფასადის რეაბილიტაციისთვის მომდევნო წელს დაიხარჯება 7 მლნ ლარი, რაც შედის მთლიანად რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულ 34 მლნ ლარში. გარდა ამისა, განხორციელდება კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, გამაგრდება ფერდი წყნეთის გზატკეცილზე; განხორციელდება რუსთაველის გამზირის, ასევე ჭავჭავაძის გამზირი - ბაგების დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ამავე ქუჩებზე მოეწყობა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები და გარე განათება.
ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები