რობერტ ჰამილტონი: რუსეთი დღეს კავკასიაში ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს წარსულში
ფოტო: ამერიკის ხმა
საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ამერიკის ხმა აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის პროფესორს, გადამდგარ პოლკოვნიკს, რობერტ ჰამილტონს ესაუბრა. ჰამილტონი ასევე შავი ზღვის აუზის სწავლებების მკვლევარია ვაშინგტონში, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში. ლეიტენანტს ანა კალანდაძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებთ იმ საპროტესტო აქციებს, რომლებიც თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს?
ვფიქრობ, საპროტესტო მოძრაობის პირდაპირი კატალიზატორი რუსეთის დელეგაციის ვიზიტი და დეპუტატ გავრილოვის მიმართვა იყო, რაც ქართველების უმრავლესობისთვის მაშინ, როცა ქვეყნის ოცი პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა.
თუმცა, ამის მიღმა, მიტინგებმა, ასევე, გამოავლინა მოსახლეობის დაღლილობა ქართული ოცნების კოალიციის მთავრობის მიმართ და აჩვენა, რომ მოსახლეობას სურს უფრო მეტად კონკურენტული პოლიტიკური სისტემის არსებობა.
ამიტომაც, მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დელეგაციის ვიზიტი აქციების დაწყების მიზეზი გახდა, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო არსებული პოლიტიკური წყობით უკმაყოფილებამ.
როგორც სპეციალისტი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს, რა პროგნოზს გააკეთებთ ამ უახლესი გაკვეთილის გათვალისწინებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და რას გამოყოფდით?
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მას დღემდე უჭირს ამ პროგრესის შენარჩუნება. ამ დროს, საქართველოს დემოკრატიამ წარმატების ორი ხანმოკლე პერიოდი გაიარა: პირველი, ეს იყო 2003 წლის რევოლუციის შემდეგ და მეორე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მომდევნო პერიოდში. ორივე პოლიტიკურმა ძალამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2003 წლის შემდეგ და ქართული ოცნების კოალიციამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალაუფლების კონსოლიდაციის ნიშნები გამოავლინა და გახდა ნაკლებ ტოლერანტული პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგად გადაირჩიეს იმ უკმაყოფილების გამო, რომელიც შეურაცხმყოფელი სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელებას მოჰყვა, რაც საზოგადოების მრისხანების მთავარ მიზეზად იქცა. საინტერესოა ვნახოთ, თუ რამდენად ექნება მიმდინარე პროტესტს იგივე გავლენა ქართული ოცნების მთავრობაზე და მის მომავალზე.
ხელისუფლების გადაწყვეტილება — პროპორციული სისტემით ჩაატაროს მომავალი არჩევნები, პოზიტიური სიგნალია. ეს ნაბიჯი შესაძლებლობას და უპირატესობას შეუზღუდავს მთავრობის წევრებს, რაც სისტემის მიერ ხალხის ნების ადეკვატური აღქმა იქნება. ეს სისტემა ასევე, შესაძლო პოლიტიკური გარიგებების დროს აღებ-მიცემობის შანსებს და გავლენიანი ლიდერების შეუზღუდავ წვდომას, ძლევამოსილთა კულტის წარმოშობის შესაძლებლობასაც შეამცირებს. ეს არის ის დიდი ორი პრობლემა, რაც არაერთი პოსტკომუნისტური ქვეყნის განვითარებას აფერხებს.
თუმცა, ნულოვანი ბარიერის გამოცხადებამ შესაძლოა პატარა პარტიების ფრაგმენტაცია გამოიწვიოს პარლამენტში შესვლამდე, რაც სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს და ექსტრემისტებს პარლამენტში კიდევ უფრო მეტ ხმას მიანიჭებს. იმაზე მეტს, ვიდრე ისინი ბარიერის არსებობის შემთხვევაში მიიღებდნენ.
რას ფიქრობთ, ქართული ოცნების მზაობაზე ოპოზიციური პარტიების, ან ოპონენტების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა მოახდინოს მიტინგისას მომხდარი არეულობების ინსპირირების მოტივით?
ოპოზიციონერი პარლამენტარის დაპატიმრება და მთავრობის ჩანაფიქრი, რომ ის "ჯგუფური ამბოხის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის" გაესამართლებინა, დაკვირვებად ღირს. თუ ეს პროცესი მართლაც პოლიტიკურად მოტივირებულია ოპოზიციის ხმის ჩახშობის და მათი მხრიდან პოლიტიკური შეცდომების გამოხატვის ჩახშობის მიზნით, მთავრობა, ხალხისა და საქართველოს პარტნიორების თვალში, ლეგიტიმაციას დაკარგავს.
რა შეგიძლიათ თქვათ რუსეთის სამომავლო, სავარაუდო ქმედებებზე?
რუსეთი ნებისმიერ შანსს გამოიყენებს, რომ საქართველო არასტაბილურ, ქვეყნის მთავრობა კი არადემოკრატიულად წარმოაჩინოს. ამ პირობებში, მთავრობამ და ოპოზიციამ ამგვარი შესაძლებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს. მიმაჩნია, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის ისეთი ნაბიჯების გატარება, რომლებიც რომელიმე ერთი მხარის მოკლევადიან ინტერესებს ემსახურება და სინამდვილეში, რუსულ ნარატივს ეხმარება. ამიტომაც, ოპოზიციას და მთავრობას უნდა ახსოვდეთ, რომ ერთმანეთთან განსხვავებები ბევრად პატარაა, საქართველო-რუსეთის განსხვავებებთან შედარებით.
რამდენად ძლიერია რუსეთის გავლენა, მისი ფაქტორი საქართველოში დღეს?
რუსეთის სამხედრო პოზიციონირება საქართველოში დღეს საკმაოდ ძლიერია, ვიდრე წარსულში, პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიის რომელიმე მონაკვეთში. რამდენიმე ათასი ჯარისკაცის პირობებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ისევე, როგორც სომხეთში, გიუმრის ბაზაზე, რუსეთის სამხედრო უპირატესობა ახლა უფრო თვალსაჩინო და საშიშია სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე ეს 2008 წლის ომამდე იყო.
თუმცა ძალის უფრო რბილი გამოხატულებით, რუსეთის სტატუსი საქართველოში ჩამოშლას აგრძელებს. საპროტესტო აქციების შემდეგ, რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აკრძალვას, ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაზე მოკლევადიანი შედეგი აქვს და მას რთულად წარმოსადგენია, რომ გრძელვადიანი გავლენა მოჰყვეს. მოსკოვის მიერ ქართულ პროდუქციაზე პერიოდულ აკრძალვას ყველასათვის დასანახი პოლიტიკური მიზეზები აქვს, რამაც ქართულ ეკონომიკას ზრდაში ხელი ვერ შეუშალა. პირიქით, კრემლის ეკონომიკურმა წნეხმა საქართველოს სტიმული მისცა რუსეთისგან, როგორც მთავარი სავაჭრო პარტნიორისგან და ტურიზმით შემოსული შემოსავლის მომტანი მთავარი წყაროსგან, თავი დაეხსნა.
ეს კი საქართველოს საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მყარ ეკონომიკურ საფუძველზე გააგრძელოს არსებობა. ეს უკვე ასეც ხდება: 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან ექსპორტმა ევროკავშირში რუსეთში გატანილ ექსპორტს გაუსწრო 164 მილიონი დოლარით. და ბოლოს, რუსეთის აგრესიული მოქმედება იმ ფაქტზე კონცენტრაციის საშუალებას არ იძლევა, რომ ეს ორი ქვეყანა ისტორიულად კავშირებს ინარჩუნებდა კულტურის დარგში, ან რელიგიური კუთხით.
ისე რომ, როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მოქმედებები, თავად მოსკოვის მოქმედებებმა მისი გავლენა შეასუსტა კავკასიაში. კრემლი ახლა დგას იმ ფაქტის წინაშე, როცა სამხედრო ძალა მისი ერთადერთი ინსტრუმენტია საქართველოში და რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება [საქართველოში] დაუმორჩილებლობას გამოიწვევს თავად საქართველოში და საპასუხო რეაქციას დასავლეთში, რაც კიდევ უფრო შელახავს რუსეთის პოზიციას მსოფლიოში.
საქართველოს მთავრობასა და ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს შორის განვითარებულმა მოვლენებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ბიზნესმენზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს ანაკლიის პორტის მნიშვნელობის და მისი წარმატებული განვითარების კონტექსტში?
როგორც ამერიკის საელჩომ აღნიშნა თბილისში, საქართველოს მდგრადი უნარი, რომ მიიზიდოს დასავლური ინვესტიციები დამოკიდებულია აღქმაზე, რომ მისი სასამართლო სისტემა მიუკერძოებელი და თავისუფალია პოლოტიკური გავლენისგან. ბოლო ოცი წელია, საქართველომ დაუჯერებელი მასშტაბით შესძლო კორუფციის აღმოფხვრა და ეკონომიკის ლიბერალიზაცია. 1990-იან წლებში არსებული ეკონომიკური ნგრევის შემდეგ, ახლა ქვეყანა 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით.
აქვე აღვნიშნავ, რომ ბიზნესისთვის მეგობრული გარემო და კორუფციისგან დამოუკიდებელი საქართველო წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა განვითარებული, მაღალ-შემოსავლიანი ქვეყნების თანამეგობრობას შეუერთდეს. მიუხედავად პროგრესისა და ამ დარგებში მიღწეული წარმატებისა, ეს მონაპოვარი შეუქცევადი არ არის და საკმაოდ მოწყვლადია. სწორედ ამიტომ, აშშ მკაფიოდ აცხადებდა და გაფრთხილებას აკეთებს, რომ გავლენა ეკონომიკაზე ნამდვილად ექნება პოლიტიზირებულ სასამართლო სისტემას.
ნებისმიერი სიგნალი, რომ საქართველოს მთავრობა ძალაუფლებას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს და ქვეყნიდან გასვლას აიძულებს უფრო პროგნოზირებადი პოლიტიკური ლანდშაფტის მქონე ქვეყნებში.
-
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
-
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა
გადახედვა
-
შოთა ბერეკაშვილი: პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას შოთა ბერეკაშვილი: პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას
გადახედვა
-
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მაკდონალდს საქართველომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
-
ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს
გადახედვა
-
ვულოცავ მადიარს და მის გუნდს სერიოზულ გამარჯვებას. მისასალმებელია ის პროცესი, რაც ვნახეთ უნგრეთში ვულოცავ მადიარს და მის გუნდს სერიოზულ გამარჯვებას. მისასალმებელია ის პროცესი, რაც ვნახეთ უნგრეთში
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ლადო ბოჟაძე სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის ინიციატივით გამოდის ლადო ბოჟაძე სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის ინიციატივით გამოდის
გადახედვა
-
დაეჯერებინათ და ეროვნული ბანკისგან მოეთხოვათ ფულის ბეჭდვის შეჩერება. მალევე დაინახავდნენ შედეგს — ალექსანდრე რაქვიაშვილი ფასების შემსწავლელ კომისიაზე დაეჯერებინათ და ეროვნული ბანკისგან მოეთხოვათ ფულის ბეჭდვის შეჩერება. მალევე დაინახავდნენ შედეგს — ალექსანდრე რაქვიაშვილი ფასების შემსწავლელ კომისიაზე
გადახედვა
-
ომბუდსმენი აცხადებს, რომ აფგან სადიგოვის საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას ომბუდსმენი აცხადებს, რომ აფგან სადიგოვის საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას
გადახედვა
-
თურქეთში 18 წლის თავდამსხმელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა — დაიჭრა 16 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა თურქეთში 18 წლის თავდამსხმელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა — დაიჭრა 16 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მეზობელი მოკლა შსს: კახეთში კაცმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს
გადახედვა
-
Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
-
სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
გადახედვა
-
დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება
გადახედვა
-
"ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე "ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე
გადახედვა
-
საია ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად სამართალწარმოებას იწყებს საია ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად სამართალწარმოებას იწყებს
გადახედვა
-
რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი
გადახედვა
კომენტარები