ვაშაძე: პარტნიორები დეოკუპაციას მოითხოვენ, ოცნება რუსეთის აგრესიის "გაპრავებით" არის დაკავებული
ფოტო: გრიგოლ ვაშაძე / FB
ქართული ოცნების პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან თანხვედრაშია — ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მართველი გუნდის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას და ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, 7 აგვისტო ქართულმა ოცნებამ არა გმირებზე არამედ წინა ხელისუფლებაზე სალაპარაკოდ გამოიყენა.
"ოლიგარქ ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ ეს დღე დაპირისპირებისათვის გამოიყენა, თავს დაესხა ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საკუთარ სახელმწიფოს დააკისრა, რასაც შეიძლება საქართველოსათვის გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ეს არ იყო შემთხვევითი. ქართული ოცნების "თვალსაჩინო" სახეები საზოგადოების წინაშე ორგანიზებულად წარსდგნენ წინასწარ მომზადებული გზავნილით, სადაც 90% საკუთარი სახელმწიფოსა და სამხედროების დადანაშაულებაა . რუსეთი მხოლოდ ზედაპირულად ახსენეს, პუტინი კი, მათ განცხადებებში საერთოდ არ ყოფილა ნახსენები", — განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მან ასევე თქვა, რომ დასავლური სახელმწიფოს ლიდერები საქართველოს დეოკუპაციას მოითხოვენ, ოცნება რუსეთის აგრესიის "გაპრავებით" არის დაკავებული.
"ეს გზავნილები რუსულ აგრესიულ პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია. გავიხსენოთ ზურაბიშვილის მთავარი საარჩევნო გზავნილი - საქართველომ დაბომბა "მძინარე" ცხინვალი. ვოლსკის ტექსტები, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ჩაშალა სამშვიდობო მოლაპარაკებები, არ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები", — ამბობს ვაშაძე.
მისივე განცხადებით, საქართველომ რუსეთის ფედერაციას შესთავაზა რამდენიმე სამშვიდობო გეგმა, მათ შორის ეუთოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, აგრეთვე დათანხმდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შტაინმაიერის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე და ყველა ეს გეგმა სწორედ რუსეთის ფედერაციამ ჩაშალა.
"უშუალოდ 6 და 7 აგვისტოს ჩვენ მივმართეთ ყველა სამშვიდობო ზომას, რათა ვითარების ესკალაცია არ მომხდარიყო. ამ ღონისძიებების შესახებ დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში იყო.
საქართველოს ხელისუფლებამ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო სწორედ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით. სწორედ ქართველი სამხედროების ქმედებების შედეგად გამოყვანილ იქნა ათასობით ადამიანი", — განმარტავს გრიგოლ ვაშაძე.
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
კომენტარები