ღამურები ფოთლებს "სარკეებად" იყენებენ, რათა დამალული მსხვერპლი იპოვონ
მეთოდი, რომელიც ღამურები მსხვერპლის პოვნასა და ამოცნობას ახერხებენ, უფრო ჭკვიანური აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ღამურები იმ მწერების პოვნასაც ახერხებენ, რომლებიც ექოლოკაციას შეგნებულად ემალებიან.
მწერები ღამურებისგან თავის დასაცავად აკუსტიკურ კამუფლაჟს იყენებენ — ისინი ფოთლებზე გაუნძრევლად სხდებიან, ამ დროს ღამურის მიერ გამოცემული ბგერები ფოთლიდან ისეთივე კუთხით ირეკლება, როგორც მწერიდან, ამიტომ ისინი მსხვერპლის დაფიქსირებას ვერ ახერხებენ. თუმცა ეს მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ ღამურა ფოთოლთან ზუსტ ორიენტაციაშია.
თუ ღამურა ფოთოლს ირიბი კუთხიდან მიუახლოვდება, მის მიერ წარმოქმნილი ბგერები ფოთლიდან იმგვარად ისხლიტება, რომ მშიერი ღამურა ფოთოლზე მჯდარი მწერის ამოცნობას ახერხებს. ღამურებმა კი ეს ტექნიკა კარგად იციან. ეს ერთგვარი ხერხია, რომელსაც ღამურებმა ექოლოკაციის უარყოფითი მხარეების აღმოსაფხვრელად მიაგნეს.
"წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ღამურებს ჩუმად და გაუნძრევლად მყოფი მსხვერპლის დაფიქსირება არ შეეძლოთ", — აცხადებს ეკოლოგი ინგა გეიპელი.
ღამურებს ექოლოკაციის შთამბეჭდავი უნარი აქვთ. ისინი ნადირობისთვის არა მხედველობას, არამედ სპეციალურ ბგერებს იყენებენ. გამოცემული ბგერები გარემოში ირეკლება და უკან ღამურას უბრუნდება. ამის საშუალებით ღამურები გარემოს სამგანზომილებიან რუკას ქმნიან. ზუსტად ამავე პრინციპს ეყრდნობა ადამიანების მიერ შექმნილი რადარიც.
ბრტყელი ფოთოლი ხმოვან ბგერებს საკმაოდ ძლიერად ირეკლავს, შესაბამისად, მასზე მჯდომი უძრავი მწერი ფოთლიდან წამოსულ არეკლილ ბგერებში იკარგება და ღამურა მის აღქმას ვერ ახერხებს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ბგერის დაცემის კუთხე 30 გრადუსზე ნაკლებია.
ამ საკითხის შესასწავლად მეცნიერებმა ფოთლის სამგანზომილებიანი ექოლოკაციური პროფილი შექმნეს — მათ ბგერები ფოთლიდან 541 სხვადასხვა პოზიციიდან არეკლეს. ერთ შემთხვევაში მასზე მსხვერპლი იჯდა, მეორე შემთხვევაში კი — არა. ამის შედეგად აღმოაჩინეს, რომ 30 გრადუსზე უფრო მაღალი კუთხის შემთხვევაში ხმის ტალღები ფოთლიდან იმავე კუთხით ირეკლება, რომლითაც ეცემა. ეს სარკის ცნობილი თვისებაა — თუ სარკეს საკმარისად მაღალი კუთხიდან მიუახლოვდებით, მასში საკუთარ თავს ვერ დაინახავთ.
ამის შემდეგ მეცნიერებმა ღამურები სპეციალურად შემოღობილ, კამერებიან არეალში მოათავსეს, ძირს კი ხელოვნური ფოთლები განათავსეს, რომელზეც უძრავი ნემსიყლაპია იყო. დაკვირებისას აღმოჩნდა, რომ ღამურები ფოთლებს თითქმის ყოველთვის ისეთი კუთხიდან უახლოვდებოდნენ, საიდანაც მასზე უმოძრაოდ მყოფი მწერის დაფიქსირება შესაძლებელი იქნებოდა.
"შესაძლოა, ღამურებს სხვა ხრიკებიც ჰქონდეთ, რომლითაც ისინი ექოლოკაციის შეზღუდვების გადალახვას ახერხებენ", — აცხადებს ცინცინატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი დიტერ ვანდერელსტი.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები