ივანე მაჭავარიანი

31 Jul. 2019, 21:25

ხშირად არის მოსაზრება, რომ ვართ ძალიან გადაბმული რუს ტურიზმზე ან რუსეთის ბაზარზე და რატომ არ ვიზრუნეთ დივერსიფიკაციაზე. ბოლო წლები და არა ბოლო წლები, მანამდე რუსეთთან ემბარგო იყო, მაშინაც იყო მცდელობა დივერსიფიკაციის, წინა ხელისუფლების პირობებშიც კი იყო... მაგრამ ეს არ არის ერთი მეორეს შემცვლელი მოვლენა.

ჩვენ უნდა გვქონდეს ისიც და ისიც. ასეთი რაღაც არ არსებობს, რომ მოგაკლდებათ ერთი რუსი ტურისტი და ეს ჩაენაცვლება ერთი გერმანელი ტურისტით. არა, ჩვენ უნდა გვყავდეს გერმანელი ტურისტიც, აზერბაიჯანელი ტურისტიც, ირანელიც და რუსიც. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ისეთი დიდი ბაზარზე, როგორიცაა რუსეთი და ძალიან ორგანულია ტურიზმი, არ გვაქვს უფლება, რომ ამაზე უარი ვთქვათ და ამის ვითომ ჩანაცვლება დავიწყოთ. არ ნაცვლდება. ერთი მეორეს ემატება. ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ.

იგივე არის ღვინოზეც და სხვა მოვლენებზეც. რაც მეტი გავა რუსეთში, მეტი გავა სხვაგანაც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  3. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა OpenAI-ის შიდა სისტემა გატეხეს. საგულისხმოა, რომ ამისთვის მათ კომპანიის მთავარი…