10 ფილმი, რომლის სიუჟეტიც სმარტფონების არსებობის შემთხვევაში რადიკალურად შეიცვლებოდა
ფოტო: IMDb
ეს 10 ფილმი მაშინ გადაიღეს, როდესაც სმარტფონები ჯერ კიდევ არ არსებობდა და ძალიან ბევრი რამ, რაც დღეს ჩვეულებრივი ამბავია, მაშინ შეუძლებელი იყო. შესაბამისად ამ ფილმების სიუჟეტებში ძალიან ბევრი ისეთი საკვანძო სცენაა, რომელიც დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია დაიდგას. შესაბამისად ვიფიქრეთ, რომ სახალისო იქნებოდა წარმოგვედგინა, თუ როგორ შეცვლიდა სმარტფონი და სმარტფონის შესაძლებლობები ამ ფილმებს.
Jaws / სტივენ სპილბერგი (1975)
ფოტო: IMDb
ლეგენდარული რეჟისორის სტივენ სპილბერგის ფილმი ყბები 1975 წელს არის გადაღებული. ალბათ გაგიკვირდებათ, თუმცა ექვს წელიწადში ნამუშევარს ნახევარი საუკუნე შეუსრულდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ფილმი არ ძველდება და მისი თხრობის მექანიზმი დღემდე იწვევს მძაფრ რეაქციებს. ყველაფერთან ერთად კი ინარჩუნებს სერიოზულობას და ბევრი ძველი ჰორორ ფილმისგან განსხვავებით, მასხრად ნამდვილად ვერ აიგდებთ.
ზღვისპირა კურორტ ემიტზე გამოჩენილ დიდ თეთრ ზვიგენს რამდენიმე მსხვერპლი ჰყავდა. ტრაგედიები ერთმანეთს მიჰყვა, რადგანაც ხალხს ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ წყალში შესვლა უსაფრთხო არ იყო. როგორც ხშირად ხდება, მთავრობამ საფრთხეებზე თვალი დახუჭა, ზვიგენის არსებობა კი საეჭვოდ ეჭვის ქვეშ დააყენა. ამ შემთხვევაში სმარტფონების არსებობა საკმაოდ ბევრ ფაქტს გამოიტანდა სააშკარაოზე და ინფორმაციის გავრცელებას ხელს შეუწყობდა. როდესაც ყველას შეუძლია ფოტოს ან ვიდეოს გადაღება და გავრცელება, ფაქტების მტკიცება მხოლოდ სიტყვით, ალალბედზე აღარ ხდება და საკითხი უფრო სერიოზულად აღიქმება, რაც ამ შემთხვევაში მსხვერპლს თავიდან აგვარიდებდა. მაგალითად მეთევზეებს, რომელთა თვალწინაც ზვიგენმა ნავმისაბმელი მოგლიჯა, ეს კადრები რომ გადაეღოთ, საქმე სულ სხვანაირად წარიმართებოდა.
Before Sunrise / რიჩარდ ლინკლეიტერი (1995)
ფოტო: IMDb
წარმოიდგინეთ, შეხვდით ადამიანს, რომელთანაც ძალიან კარგ რომანტიულ დღეს გაატარებთ, მიხვდებით, რომ ცხოვრებაში რაღაც საოცარს მიაგენით, მაგრამ თქვენი გზები უნდა გაიყოს. ერთმანეთთან კომუნიკაცია თითქმის შეუძლებელი იქნება, თუმცა გადაწყვეტთ, რომ ექვს თვეში, ექვს საათზე დათქმულ ადგილას ერთმანეთს ისევ უნდა შეხვდეთ. წარმოიდგინეთ? ალბათ ვერა... მეორე დღესვე ყველა ნორმალურ ადამიანს შფოთი დაეწყება. შეხვედრა თუ არ შედგა, ამ შემთხვევაში მთელი ცხოვრების მანძილზე საფიქრალი გარანტირებული გაქვთ. ფილმის რომანტიკას კი მოვკლავთ, თუმცა წარმოიდგინეთ რა მარტივი იქნებოდა უბრალოდ სმარტფონები რომ ჰქონოდათ. მეორე დღეს ერთმანეთს სადმე მიწერდნენ, წინა დღეზე ისაუბრებდნენ და შეიძლება რამე გამსოვლოდათ კიდეც. ჭირი იქა ლხინი აქა.
The Fugitive / ენდრიუ დევისი (1993)
ფოტო: IMDb
ჟანრის კლასიკაა, როდესაც ამ პერიოდის ფილმებში ადამიანს მეუღლის ან ვინმე სხვა ადამიანის მკვლელობას აბრალებენ. შემდეგ ბრალდებული გაქცევას აუცილებლად ახერხებს და მიმალვაში მყოფი დამოუკიდებლად ცდილობს საქმის გამოძიებას ან შურისძიებას. დეტექტივები კი ყველანაირად ცდილობენ ბრალდებულს მიაგნონ. რადგანაც ამ პერიოდში ელექტრონული მოწყობილებები დიდად განვითარებული არ არის, ისინი ფიზიკური ძალით ასრულებენ სამუშაოს და ცდილობენ ყველა ქვის ქვეშ შეიხედონ. წარმოიდგინეთ სმარტფონების არსებობის შემთხვევაში რამდენად რთული იქნებოდა მიმალვაში მყოფი მთავარი გმირებისთვის მოქმედება. მოპარულ მანქანაში ან ტანსაცმლის ჯიბეში დარჩენილი სმარტფონი გაცხადებულ ადგილმდებარეობას ნიშნავს. ამ პერიოდში ძებნაში მყოფ ადამიანებს ტელევიზორში აჩვენებდნენ, ბევრ ფილმშია როდესაც დაცვა ძებნილს ელაპარაკება და უკანა ფონზე ახალი ამბებში მისი ფოტო ჩანს, ან სწორედ ამ მომენტში ბეჭდავენ ორიენტირს. ასეთ ვითარებაში თავისუფლად შეიძლება სიუჟეტის განვითარება და სასურველი დაძაბულობის შექმნა, თუმცა სმარტფონები ამ ყველაფერს შეუძლებელს ხდის. იმიტომ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაქცეულის ამოცნობა, მოქმედების დრო და შესაძლებლობა კი საგრძნობლად იკლებს.
Fight Club / დევიდ ფინჩერი (1999)
ფოტო: IMDb
წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა სმარტფონის ქონის შემთხვევაში ედუარდ ნორტონის პერსონაჟს, ან ვინმე სხვას ტაილერ დარდენთან რომ მონდომებოდა სელფის გადაღება.
The Matrix / დები ვაჩოვსკები (1999)
ფოტო: IMDb
პირველი ფილმი 1999 წელს გადაიღეს, ამ პერიოდში ტექნოლოგიები და ზოგადად ინტერნეტი განვითარების საწყის ეტაპზეა. ფილმში რეალური მოქმედება 22-ე საუკუნეში ხდება და მატრიცა საოცრად ძლევამოსილია. მორფეუსი: "მატრიცა კომპიუტერით გენერირებული სიზმრის სამყაროა, რომელიც იმისთვის არის შექმნილი, რომ ადამიანები აკონტროლოს და შეძლოს, რომ ისინი ენერგიის წყაროდ აქციოს". წარმოიდგინეთ რამდენად განსხვავებული სურათი იქნებოდა, მატრიცაში სმარტფონები რომ არსებობდეს. უხილავი ციფრული სისტემა, ქსელი რომელსაც ისედაც ტოტალური კონტროლი აქვს + სმარტფონები. თავის დაღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა. ფილმის მოყვარულებს გეცოდინებათ, რომ მატრიციდან რეალურ სამყაროში ტელეპორტირება მხოლოდ ქსელური ქალაქის ტელეფონებით ხდება. ამ ყველაფრის გარეშე ისინი სამუდამოდ გამომწყვდეულები იქნებოდნენ ილუზიურ რეალობაში. CNN-მა 2018 წელს სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ამერიკაში 2018 წლის მარტის მონაცემებით, მხოლოდ 100 000 ქუჩის ტელეფონია დარჩენილი. სმარტფონების და ტექნოლოგიის განვითარების ფონზე, ქალაქის ქსელური ტელეფონების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს. საქართველოშიც ქალაქის ტელეფონებს სახლში ბევრი ადამიანი აღარ იყენებს. ამ ყველაფრის ლოგიკური განვითარება კი ის იქნებოდა, რომ მატრიციდან ვეღარასოდეს დავბრუნდებოდით, თუ ტელეპორტაციის ალტერნატივა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად არ გამოჩნდებოდა.
Knocked Up / ჯუდ აპათოუ (2007)
ფოტო: IMDb
სმარტფონების გაჩენას სხვადასხვა აპლიკაციების განვითარება მოჰყვა, ერთ-ერთი ტინდერია, რომელიც ადამიანებს მარტივი ფორმით ერთმანეთის გაცნობის საშუალებას აძლევს. თუ ორ ადამიანს ერთმანეთი მოსწონს და ორივე მარჯვნივ გადასქროლავს, მათ შეუძლიათ ერთმანეთს მისწერონ. ტინდერის არსებობის შემთხვევაში, ონლაინ სივრცეში ბენ სთოუნს თითქმის არ ექნებოდა ელისონ სკოტის გაცნობის შანსები, მასთან შვილის ყოლა კი საერთოდ ფანტასტიკის სფეროდანაა.
Toy Story / ჯონ ლასეტერი (1995)
ფოტო: IMDb
თუ თქვენ, ან თქვენს გარშემო ვინმეს პატარა ბავშვი ჰყავს, აუცილებლად გეცოდინებათ, თუ რა არის მაშა და დათვი, გოჭი პეპა, ემილი TV და ა.შ. 1995 წელს სათამაშოების ისტორიის გმირების პატრონს ენდის რომ სმარტფონი ჰქონოდა, ნამდვილად არ იარსებებდა ეს ანიმაცია.
Home Alone / კრის კოლუმბუსი (1990)
ფოტო: IMD
მას და მის მშობლებს სმარტფონები რომ ჰქონოდათ, სახლში მარტო დარჩენილი კევინ მაკალისტერის თავგადასავლები არ მოხდებოდა. გამგზავრების წინა ღამეს წაქცეულმა ხემ სატელეფონო ხაზები დააზიანა, რაც შეუძლებელს ხდიდა კევინთან, ან მეზობლებთან დაკავშირებას. შესაბამისად, კევინის მშობლებს სახლში დაბრუნება მოუწიათ.
Panic Room / დევიდ ფინჩერი (1990)
ფოტო: IM
თანამედროვე სამყაროში, როდესაც ადამიანები რაიმე საფრთხეს გრძნობენ, მაშინვე სმარტფონს ამზადებენ. ხშირად უკვე აკრეფილი აქვთ პოლიციის ნომერი, ან კამერაა ჩართული მოსალოდნელი ინციდენტის დასაფიქსირებლად.
ჯუდი ფოსტერის გმირი ახალ სახლში შვილთან ერთად გადადის, სადაც სახლის ყოფილ პატრონს სპეციალური ოთახი ოთახი აქვს მოწყობილი, რომელიც სახლში უცხო პირთა შეჭრის შემთხვევაში საუკეთესო თავშესაფარი იქნება. ოთახს ცალკე სათვალთვალო სისტემა, ვენტილაცია და სატელეფონო ქსელი აქვს. ფილმის გმირებს რა თქმა უნდა, ეს ოთახი დასჭირდათ, თუმცა, ერთგვარ მახეში მოექცნენ, რადგან ჭკვიანმა მძარცველებმა ტელეფონის ხაზი გათიშეს. ამ პერიოდში მობილურები არსებობს, თუმცა ადამიანებს ისეთი დამოკიდებულება მათ მიმართ არ აქვთ, როგორც დღეს სმარტფონების შემთხვევაში. ამ პერიოდში სმარტფონები რომ ყოფილიყო, რომელიმე აუცილებლად შეიტანდა პანიკის ოთახში და მოვლენები ასე დრამატულად აღარ განვითარდებოდა.
Psycho / ალფრედ ჰიჩკოკი (1960)
ფოტო: Psycho
სმარტფონის არსებობის შემთხვევაში, ფილმის მთავარი გმირი მერიონ კრეინი საკუთარ მარშრუტს სავარაუდოდ TripAdvisor-ის აპლიკაციით დაგეგმავდა და პირველივე მოტელში დარჩენა აღარ მოუწევდა. რადგანაც ნორმან ბეიტსის სასტუმროს საკმაოდ ცუდი ონლაინ შეფასებები ექნებოდა, მაგალითად ასეთი: "მფლობელი უცნაური ტიპია, მემგონი არ არის ნორმალური. სულ გაღიზიანებულია და დედამისზე საშინლად ლაპარაკობს, ეს ქალი კი არავის უნახავს. მოტელის მისაღებში საშინელი სუნია და ყველგან ფრინველების ფიტულები დგას".
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება

კომენტარები