როგორ ცდილობს რუსეთი ინტელექტის ოკუპაციას — ინტერვიუ გიგა კობალაძესთან
"არა ინტელექტის ოკუპაციას" - კამპანია, რომელიც საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხის აღმოფხვრას ემსახურება, გადამწყვეტ ფაზაში შედის. საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე აცხადებს, რომ რუსული საფრთხე, ისევე როგორც თითქმის ყველა სფეროში, საავტორო უფლებებშიც და ზოგადად ხელოვნებაში საკმაოდ რეალური გახდა: "რუსეთმა გადაწყვიტა, რომ პირდაპირ უნდა ჩაერიოს ამ სფეროში და თვითონ აკონტროლოს იგი. საუბარია კოლექტიური წესით ჰონორარის შეგროვება-განაწილებაზე, რასაც ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს. რუსეთის სურვილი იყო, რომ ის ჰონორარი, რასაც ჩვენი ორგანიზაცია მსოფლიოს ყველა ქვეყნის ავტორებისთვის აგროვებს, მისი მეშვეობით გაკონტროლებულიყო. ამ მიზნით მათ დაიწყეს ჩვენთან მოლაპარაკება, რაზეც ბუნებრივია უარი მიიღეს და ამის შემდეგ გადმოვიდნენ ღია აგრესიაზე, დაიწყეს ზეწოლა და ათსგვარი დასაშვები თუ დაუშვებელი ხერხების გამოყენება მიზნის მისაღწევად. სწორედ ამ აგრესიის შეკავების მიზნით წამოვიწყეთ ეს კამპანია. მისი მიზანია, რომ საზოგადოებას, და განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვისაც შეიძლება ეს პროცესი უშუალოდ შეეხოს, მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საფრთხის შესახებ და ამით თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები."
როგორც ცნობილია რუსეთის მხარემ თქვენი ასოციაციის ევრაზიულ კავშირში გაერთიანება მოითხოვა. როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და რა შედეგით დასრულდა?
რუსეთის გლობალური მიზანია, რომ ამ სფეროში აღადგინოს "საბჭოთა კავშირი" და შემდგომ თვითონ აკონტროლოს პროცესები. სწორედ ამიტომ, 2017 წლის ზაფხულში, რუსეთის საავტორო უფლებების ორგანიზაციამ (RAO) მუსიკის სფეროში არსებული მსოფლიო კონფედერაციის (CISAC) კონკურენტად შექმნა ე.წ. "ევრაზიული კავშირი" და მასში გააწევრიანა სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი. შემდეგი სამიზნე ქვეყანა ჩვენ ვიყავით და ამ მიზნით დაიწყო ჩვენთანაც მოლაპარაკება. რუსი მესვეურები თავად იმყოფებოდნენ თბილისში, მე მათ შევხვდი და ბუნებრივია უარით გავისტუმრე. გარდა იმისა, რომ "ევრაზიულ კავშირში" ყოფნა რუსული გავლენის ქვეშ ყოფნას ნიშნავს და ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, ეს წამგებიანი იქნებოდა თავად ავტორებისთვისაც, რადგან არსებულ სისტემას, რომელიც პოზიტიურად ვითარდება, დაასუსტებდა და მათი ჰონორარიც შემცირდებოდა. უარით გაღიზინებულმა რუსეთმა, დესტრუქციულ გზას მიმართა და გადაწყვიტა შეექმნა ჩვენი ორგანიზაციის ალტერნატიული ორგანიზიაცია, რომელიც თითქოს ჩვენს ფუნქციებს უკეთ ითავებდა. ამისთვის მათ წამოიწყეს არნახული ცილისწამების და გადაბირების კამპანია. ჩვენი დისკრედიტაციის მიზნით დაიწყეს სიცრუის გავრცელება, რომ თითქოს ჩვენ არ ვმუშაობთ სათანადოდ, ვიპარავთ ფულს და ასე შემდეგ. ამასთანავე ჩვენი წევრი ავტორების გადაბირების მიზნით დაიწყეს მათთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის ფულის შეთავაზება.
როგორც ჩანს მათ ამ დესტრუქციულ კამპანიას რამდენიმე ქართველი არტისტიც შეუერთდა. რამდენად არის იმის საფრთხე, რომ ასეთმა ცალკეულმა შემთხვევებმა პროცესის მსვლელობა შეცვალოს?
სამწუხაროდ, რუსეთმა საკუთარი დესტრუქციული გეგმის განხორციელება სწორედ ქართველი ავტორების დახმარებით სცადა. რამდენიმე ისეთი ადამიანი აამხედრა ჩვენს წინააღმდეგ, ვინც რუსეთის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი და მათ შორის რუსეთის მოქალაქეები და რუსეთში კარიერა გაკეთებულებიც არიან. სწორედ მათი მეშვეობით ცდილობს მიაღწიოს მიზანს. აბსურდული დაპირებებით და ფულის შეთავაზებით გადაიბიროს ავტორები და ჩვენი ორგანიზაციის პარალიზება გამოიწვიოს. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ იმ 2000-მდე ადამიანიდან რომელიც ჩვენი ორგანიზაციის წევრია, მხოლოდ 15-20 მათგანი მიემხრო მათ და ეს რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, სურათს ვერ შეცვლის. გარდა ამისა, მჯერა, რომ უმეტესობა მათგანი შეცდომაშია შესული, სრულად ვერ აცნობიერებს მდგომარეობის სიმწვავეს და წარმოადგენს მსხვერპლს ან ბრმა იარაღს რუსეთის ხელში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მალევე გამოსწორდება.
როგორც ცნობილია ამ კონკრეტული არტისტების ინიციატივით შეიქმნა თითქოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის სტატუსით სარგებლობს. იქნებ უკეთ აგვიხსნათ თუ რატომ არ უნდა ჩაითვალოს ეს ორგანიზაცია თქვენი ორგანიზაციის ანალოგად ან ალტერნატივად?
დიახ, მათ დააფუძნეს ორგანიზაცია და აცხადებენ, რომ წარმოადგენენ კოლექტიური მართვის ორგანიზაციას. მაგრამ ეს შეუძლებელია მარტივი მიზეზის გამო. კანონში, რომელიც ჩვენ სფეროს არეგულირებს ნათლად არის განმარტებული, რომ შესაძლებელია არსებობდეს სფეროში მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, ანუ მუსიკაში ერთი, ლიტერატურაში ერთი და ა.შ. იმ სფეროში კი, სადაც მათ ორგანიზაციას სურს საქმიანობა, უკვე არაერთი წელია წარმატებით საქმიანობს ჩვენი ორგანიზაცია და მეორე ვერ შეიქმნება. გარდა ამისა, კანონით ასევე დადგენილია კრიტერიუმი, რომელსაც კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. ასეთი სტატუსითვის ორგანიზაციას გაფორმებული უნდა ჰქონდეს რეპერტუარის ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები მსოფლიოში არსებული ანალოგიური ორგანიზაციების ნახევარზე მეტთან. ჩვენ, მუსიკის სფეროში არსებული 239 ორგანიზაციიდან, ასეთი ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 210-ზე მეტთან. ეს კი, პრაქტიკულად გამორიცხავს მათ მიერ ასეთი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობას, რადგან ეს ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციებმა ჩვენთან უნდა გაწყვიტონ ურთიერთობა, რისი საფუძველიც არ არსებობს.
ის, რომ ეს ყველაფერი ასეა, დადასტურებულია ამ სფეროში სახელმწოფო პოლიტიკის გამტარებელი ერთდერთი ორგანოს "საქპატენტის" მიერაც. მისი ოფიციალური პოზიციით, საქართველოში ერთადერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია არის ჩვენი ორგანიზაცია და კანონი მეორეს შექმნის შესაძლებლოაბას არ ითვალისისწინებს. "საქპატენტი" ასევე არის სახელმწიფო ორგანო, რომლის მიმართაც ჩვენ კანონით ვართ ანგარიშვალდებული.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მსგავსი პრინციპი მოქმედებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და მათ შორის რუსეთშიც. ეს გამოწვეულია იმით, რომ უზრუნველყოფილი იყოს საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ეფექტიანობა. სფეროში, ორი ან მეტი ერთნაირი ორგანიზაციის არსებობა ჰგავს დაახლოებით იმას, ქვეყანაში რომ ორი საგადასახადო ორგანო არსებობდეს და ახდენდეს გადასახადების მოკრებას, რაც ბუნებრივია შეუძლებელია. ის რომ ორი ანალოგიური ორგანიზაციის არსებობა დიდ საფრხეს შეიცავს, დადასტურებულია მსოფლიოში მოქმედი ამ სფეროს სამივე ქოლგა ორგანიზაციის მიერაც, რომლებმაც ამ მოვლენებიდან გამომდინარე წერილობით გამოხატეს პოციზია და უკიდურესად დამაზიანებლად შეაფასეს რუსეთის ეს მცდელობა.
იქნებ უფრო ზუსტად აგვიხსნათ თქვენი ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკა. როგორია სააქართველოში ინტელექტრუალური საკუთრების დაცვის მხრივ ზოგადი მდგომარეობა? რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ?
ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია ჰონორარის შეგროვება-განაწილებაა. ჩვენ გავცემთ ნებართვებს საავტორო და მომიჯნავე უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენებისთვის, ვაგროვებთ ჰონორარს და შემდეგ ვანაწილებთ მას უფლების მფლობელებზე. ჩვენი ტიპის ორგანიზაციები არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ჩვენ ყველას ერთმანეთისთვის გადაცემული გვაქვს უფლება და ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, რომ საკუთარი ქვეყნების ტერიტორიებზე შევაგროვოთ და გავუნაწილოთ ერთმანეთს კუთვნილი ჰონორარი. სწორედ ამაში მდგომარეობს კოლექტიური მართვის არსი. ამ გზით ხდება საქართველოში არა მარტო ქართველი, არამედ მთელი მსოფლიოს არტისტების კუთვნილი ჰონორარის შეგროვება და იმ ორგანიზაციებისთვის განაწილება, რომლებიც ამ არტისტებს წარმოადგენენ, და პირიქით, ამ ორგანიზაციების მიერ მთელ მსოფლიოში გროვდება ქართველი ხელოვანების კუთვნილი ჰონორარი და ნაწილდება ჩვენს ორგანიზიაში.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაციები შექმნილია თავად ავტორების მიერ და არ არის სახელმწიფო. ეს არის კერძო, მაგრამ არაკომერციული ორგანიზაცია, სპეციალური, კოლექტიური მართვის სტატუსით. სწორედ ამის გამოა, რომ ასეთი ორგანიზაცია და ჩვენც მათ შორის, დამატებით ანგარიშვალდებულია სახელმწიფოს მიმართ, ჩვენ შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, "საქპატენტის" მიმართ.
რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში პროგრესი თვალშისაცემია, რაზეც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო 8 წლის მანძილზე შეგროვებული და განაწილებული ჰონორარის ოდენობა 250 000 დან 5 მილიონამდე, ანუ 20-ჯერ გაიზარდა, ასევე ის, რომ საქართველო 2015 წლიდან იკავებს ლიდერის პოზიციას პოსტ-საბჭოთა სივრცეზე და მისი წარმატება აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სფერო ბოლომდე მოწესრიგებულია. ძალიან ბევრი გამოწვევა დგას ჯერ კიდევ ჩვენს წინაშე. ეს ეხება როგორც უშუალოდ ჩვენი საქმიანობის სრულყოფას, ასევე, ზოგადად, საავტორო უფლებების მიმართ საზოგადოების ქცევის ჩამოყალიბებას, კულტურის დანერგვას, როდესაც დარღვევა ნორმა აღარაა და ის სათანადო პასუხისმგებლობას იმსახურებს. ამას ემატება რუსეთის მიერ შექმნილი დაბრკოლებაც, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო ართულებს საქმეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებით მოვიგერიებთ ამ აგრესიას და შევძლებთ, რომ უახლოეს მომავალში წამყვანი ქვეყანა გავხდეთ ამ მხრივ არა მარტო პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, არამედ მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის დონეზე.
როგორ გრძელდება კამპანია "არა ინტელექტის ოკუპაციას"? რა გეგმები გაქვთ? მოვლენების როგორ განვითარებას ვარაუდობთ?
მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის ფარგლებში უამრავი აქტივობა უკვე განხორციელდა, ჩაიწერა 200-ზე მეტი ვიდეორგოლი ქართველი ხელოვანების მონაწილეობით და გავრცელდა სოციალური ქსელებით, მონაწილეობა მივიღეთ ბევრ სატელევიზიო გადაცემაში, შედგა უამრავი შეხვედრა და ასე შემდეგ, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მას და დაგეგმილი გვაქვს ბევრი საინტერესო პროექტი. გვინდა, რომ მთელი საზოგადოებისთვის ნათელი გავხადოთ არსებული სიტუაცია და მივაღწიოთ საზოგადოებრივ თანხმობას, რომ უცხო ქვეყნის და განსაკუთრებით რუსეთის თუნდაც მინიმალური ჩარევა და მონაწილეობა ამ სფეროში, მხოლოდ საზიანო შეიძლება იყოს ყველასთვის.
გარდა ამისა, ჩვენ ამ საფრთხეს ვებრძვით სასამართლოს მეშვეობითაც, რაც მართალია ცოტა ხანგრძლივი მაგრამ აუცილებელი პროცესია უკანონობის აღკვეთისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას.
საფრთხის ასაცილებლად შესაძლებელია თუ არა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა? თუ ეს ცალკეული საინიციატივო ჯგუფების და არტისტების პრეროგატივაა?
ეს პროცესი დამაზიანებელია არა მხოლოდ უშუალოდ ავტორებისთვის, არამედ ის აზიანებს სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც, რადგან საფრთხეს უქმნის სფეროს ნორმალურ ფუნქციონირებას. ამასთანავე ეს ყველაფერი პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასაც, რომლითაც ჩვენი ქვეყნის მიერ ნაკისრ ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას სწორედ ამ სფეროს სათანადო მოწესრიგება წარმოადგენს. ამიტომ, გარდა უშუალოდ ავტორების აქტიურობისა, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია მოქმედება სახელმწიფოს და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც. როგორც უკვე გითხარით, "საქპატენტი" ჩართულია ამ პროცესში. გარდა ამისა, ჩვენ ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ დიპლომატიურ კორპუსსაც. მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ რუსული აგრესიის მოგერიებას და ეს გარდაუვალია.
-
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება
გადახედვა
-
მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს
გადახედვა
-
ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს
გადახედვა
-
შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა
გადახედვა
-
ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს $325 მლნ ქრთამის აღებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს $325 მლნ ქრთამის აღებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს
გადახედვა
-
11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება 11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება
გადახედვა
-
რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა?
-
ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა? ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა?
გადახედვა
-
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
-
"რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი "რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
-
ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება
გადახედვა
-
POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა
გადახედვა
-
ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს?
-
გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
გადახედვა
კომენტარები