უილსონი: დასავლეთმა უნდა დაინახოს და წარმოიდგინოს NATO-ს წევრი საქართველო
ფოტო: AP
"გაფართოება ნატოს განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი ყოფილი წევრი ქვეყნები გაურკვევლობაში იყვნენ, ერთმანეთისგან განცალკევებულნი, მათ ერთი ღუზა, ერთი პერსპექტივა სჭირდებოდათ და დროთა განმავლობაში ნატოს გაფართოებამ მისცა მათ ეს პერსპექტივა", — ამბობს ჰანს ბინენდაიკი, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი.
"ესტონეთი რომ ნატოს წევრი არ გამხდარიყო, ვფიქრობ, ახლა ქვეყანაში რუსული ჯარები იდგებოდა", — დასძენს ანალიტიკოსი.
ესტონეთი რომ ნატოს წევრი არ გამხდარიყო, ვფიქრობ, ახლა ქვეყანაში რუსული ჯარები იდგებოდა
დაარსებიდან 70 წლის შემდეგაც ნატო ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოების საფუძვლად რჩება. ალიანსის გამოწვევები გამუდმებით იცვლება, ევროპული უსაფრთხოების გარემო ტრადიციული და არატრადიციული საფრთხეების წინაშეა, მათ შორის რუსეთის აგრესია მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, ჩინეთის მზარდი რაოდენობის ინვესტიციები ევროპაში და ა.შ. შექმნიდან 70 წლის შემდეგ ალიანსის წინაშე კვლავ არის შეკითხვები და ორაზროვნება იმის თაობაზე, ვინ, როდის და რა პირობებში შეიძლება გახდეს მისი წევრი.
ბენინდაიკი ამბობს, რომ 2008 წლის ომს წინ სწორედ ის დაპირება უძღოდა, რომლის თანახმადაც, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებოდნენ. ამიტომ ის სიფრთხილის საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სანამ ნატოში ამ ორი ქვეყნის წევრობაზე კონსენსუსი მიღწეული არ არის, "მათ დასახმარებლად სხვა გზები უნდა ვიპოვოთ".
ატლანტიკური საბჭოს ბრენტ სკოუკროფტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი იან ბჟეზინსკი კი სწორედ ამ აქამდე მიუღწეველი კონსენსუსის თაობაზე ამბობს, რომ "დასავლეთი საკუთარი ყოყმანის ფასს იხდის" და რუსეთის მეზობლები მისი აგრესიული ამბიციების სამიზნე ხდებიან.
"ვფიქრობ, იმ მიზეზის ნაწილი, რატომაც ახლა უკრაინასა და საქართველოში რუსული ჯარი დგას, დასავლეთის ორაზროვნებაა მათ ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებზე პასუხის თაობაზე. იყო ვაკუუმი, რომელმაც გააცოცხლა რუსეთის პოლიტიკაში ყველაზე უარესი დინამიკა და დიახ, ნატოს გაფართოება ამ ქვეყნებში, რთული სამართავი იქნება დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობის კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ვიხდით ჩვენი ყოყმანის ფასს", — ამბობს ბჟეზინსკი.
გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ავღანეთში ამერიკის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ყოფილი მეთაური ამბობს, რომ გარდა პოლიტიკური გამოწვევებისა, ე.წ. "გაყინული კონფლიქტების" მქონე ქვეყნის მიღება სამხედრო თვალსაზრისითაც რთული განსახილველია, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი გლობალური მშვიდობის მისიებში, აუცილებლად სათანადოდ უნდა შეფასდეს.
"ქართველებს ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის უდიდესი კონტრიბუცია აქვთ ჩვენს მისიაში ავღანეთში. ისინი ამერიკის მტკიცე მხარდამჭერნი არიან როგორც ავღანეთის, ისე ერაყის მისიებში და ეს უნდა იყოს აღიარებული ფასეულობა", — ამბობს გენერალი.
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი ამბობს, რომ ნატოს გაფართოების მხარდამჭერებს საკუთარი მისია აქვთ და მათ უნდა დაარწმუნონ დასავლელი ლიდერები, რომ საქართველოსა და უკრაინის წევრობა ალიანსში შესაძლებელია, მიუხედავად კონფლიქტებისა.
"ღია კარის პოლიტიკა მნიშვნელოვანია და, ვფიქრობ, ეს ეხება ბალკანეთის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ევროპის ნეიტრალურ ქვეყნებს, მაგრამ ასევე, ვფიქრობ, რომ ეს ეხება საქართველოსა და უკრაინას. სწორედ ამას ვაკეთებთ. ვცდილობთ დავეხმაროთ ხალხს იმის წარმოდგენაში, რომ საქართველო ნატოს მომავალი წევრია. ასევე, დავეხმაროთ მათ იმის გააზრებაში, რომ საქართველომ დაიმსახურა წევრობა ნატოში შეტანილი წვლილით და ნაკისრი პასუხისმგებლობით. არსებობს შესაბამისი გზა და მოქნილობა იმისთვის, რომ [ნატოს ქარტიის] მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე", — ამბობს მკვლევარი.
ის, ასევე, განმარტავს, რომ "ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ მათ გაიგონ, [ამ ქვეყნების] ალიანსში ყოფნა მოსკოვთან ურთიერთობაში პროგნოზირების მეტ საშუალებას შეიტანს, რადგან ეს გაურკვევლობა რისკს შეიცავს".
დეიმონ უილსონი
ფოტო: VOA
დეიმონ უილსონის თქმით, მაშინ, როდესაც დასავლეთი, თავისუფალი სამყარო ავტორიტარიზმს ებრძვის, საქართველო ბრძოლის წინა ფრონტზეა და ის არ რჩება დასავლეთის პრიორიტეტებს მიღმა.
"ხალხს თბილისში ისევე, როგორც ვარშავაში, ტალინსა თუ ბერლინში, სრული უფლება აქვს უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება იმ ალიანსის წევრობით, რომელსაც თავად ირჩევს. და ეს არ მოხდება, თუკი ქართველებიც თავად არ განაგრძობენ ამ კუთხით ძალისხმევას, თუკი ამ საკითხს ჩვენთვისაც არაკომფორტულს არ გახდიან. ესაა ხანგრძლივი ძალისხმევა იმისა, რომ გზა გავკვალოთ და შევქმნათ [საქართველოს ნატოში გაწევრიანების] პოლიტიკური წარმოსახვა. ჩვენ გვყავს მოკავშირეები, როგორც კონგრესში, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და საზოგადოებაში", — განმარტავს დეიმონ უილსონი.
გასულ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის მიცემის უფლება აღუდგინა. მოსკოვს ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ შეუჩერეს. ვაშინგტონში ანალიტიკოსების ნაწილმა ამ გადაწყვეტილებას შეცდომა, სტრატეგიული მარცხი უწოდა და იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ მისი აგრესიული ქმედებების გამო დაწესებულ სანქციებსა და შეზღუდვებს არ შეამსუბუქებს. მით უფრო კი იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი ამ ქვეყნების სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებს არ წყვეტს და პირიქით, დემოკრატიული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნებში ჩარევას აგრძელებს და ჰიბრიდულ ომს აწარმოებს დასავლეთის ქვეყნების მიმართ.
დეიმონ უილსონი ამბობს, რომ მიუხედავად მოწინააღმდეგესთან დიალოგის სურვილისა და ხშირად აუცილებლობისაც, ეს გადაწყვეტილება შემაშფოთებელია ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა შესაძლო გადაწყვეტილება, რომელიც გამოხატავს რაიმეს, გარდა უკმაყოფილებისა რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიმართ.
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა

კომენტარები