აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის 243-ე წლისთავი აღნიშნეს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
დღეს, 3 ივლისს საელჩოში აშშ-ს დამოუკიდებლობის 243-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე მივიდნენ, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ცერემონიის დაწყებისას ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ჰიმნი დაუკრეს, რომლის დროსაც სტუმრებს შორის მდგარმა ჟურნალისტმა ლიკა ბასილაიამ და TV კავკასიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა საქართველოს ჰიმნის შესრულებისას თვალზე ხელი აიფარეს. ამ ჟესტით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს 20 ივნისის ღამით მომხდარ მოვლენებს და აქციის დაშლის დროს დაშავებულებს. ამ ჟესტის დროს ღონისძიებაზე იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის გარდა, ტრადიციულად, დაესწრნენ, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც მაღალი იერარქიიდან, მათ შორის, მიტროპოლიტი შიო, მიტროპოლიტი თეოდორე და მთავარეპისკოპოსი იაკობი. On.ge-ს ფოტოზე ჩანს ისიც, თუ როგორ ესაუბრებიან სასულიერო პირები თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს, გიორგი თაბაგარს, მარიამ კვარაცხელიასა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.
სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და სიტყვის ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ მას და მის კოლეგებს ეამაყებათ, რომ ზაფხულს საქართველოში ატარებენ. ელჩმა მოუწოდა სხვებსაც, რომ საქართველოში გაატარონ არდადეგები.
"ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღეს ყველაზე მაღალ ნიშნულზეა", — ამ სიტყვებით მიმართა დამსწრე აუდიტორიას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. პრემიერმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებულია ყველა ერისთვის, ვისთვისაც თავისუფლება, დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა მთავარია.
"ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებაა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა. ამასთანავე, ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის დარგში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ბოლო ვიზიტისას, ბიზნესწრეებთან შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა მასშტაბის პოტენციალი აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში და მეტი ამერიკული კომპანია, რომელიც გამოიყენებს საქართველოს, როგორც პლატფორმას, რათა აწარმოოს ბიზნესი ჩვენს რეგიონში", — აღნიშნა პრემიერმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობას 4 ივლისს აღნიშნავენ. ეს დღე ოფიციალურად უქმე დღეა. 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, პენსილვანიაში მიირეს ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ. დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებად მოიხსენიება.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა








კომენტარები