რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადების შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სანიტარულ-კარანტინული პუნქტის თანამშრომლებმა დემოდედოვოს აეროპორტში ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილი მგზავრები შეამოწმედ. ამის შესახებ ინტერფაქსი წერს. უფრო კონკრეტულად, მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს.

ინტერფაქსის ცნობით, ექიმებმა მგზავრები უკონტაქტო თერმომეტრის გამოყენებით შეამოწმეს.ერთ ბავშვს 38 გრადუსი სიცხე დაუდგინეს და მწვავე ფარინგიტის დიაგნოზი დაუსვეს.

ინტერფაქსი წერს, რომ შემოწმება პრევენციულ ხასიათს ატარებდა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.