"ღია მმართველობის პარტნიორობამ" საქართველოს წევრობა შეუჩერა
"ღია მმართველობის პარტნიორობამ" (OGP) საქართველოს წევრობა შეუჩერა, რომლის შედეგადაც, გამოეთიშა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.
"OGP აერთიანებს დემოკრატიულ და დემოკრატიის გზაზე მდგომ ქვეყნებს, რომლებიც იღებენ ვალდებულებას, გახდნენ უფრო გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ეს არის სივრცე, სადაც მთავრობები და სამოქალაქო საზოგადოება ერთად მუშაობენ კორუფციის შემცირებაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე. საქართველოც წლების განმავლობაში ითვლებოდა ამ მიმართულებით ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად.
2023 წელს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გააქტიურების შედეგად, OGP-მ საქართველოს დროებით შეუჩერა წევრობა და მთავრობას მისცა კონკრეტული ვადა, 2025 წლის ბოლომდე, შეესრულებინა 2 რეკომენდაცია:
გაეუქმებინა ყველა ის კანონი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მოქალაქეების უფლებებს; და დაეცვა გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა ფიზიკური და სხვა სახის თავდასხმებისგან.
რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ მდგომარეობა გააუარესა: გაგრძელდა დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა და კიდევ უფრო მეტი კანონი იქნა მიღებული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. საბოლოოდ, OGP-ის პროცესის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა პროტესტის ნიშნად უარი თქვეს ქართული ოცნების მთავრობასთან თანამშრომლობაზე.
OGP-მ დაასკვნა, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს ის მინიმალური გარემო, რომელიც საჭიროა ღია და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის, და საქართველოს წევრობა საბოლოოდ შეწყვიტა.
OGP-ის ეს გადაწყვეტილება არის დადასტურება, რომ საქართველო დაშორდა იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაზეც თავად იღებდა ვალდებულებას. ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო ნდობა და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობები.
ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამკაცრებს კონტროლს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დაფინანსებაზე და ცდილობს მათი საქმიანობის შეზღუდვას „გამჭვირვალობის“ სახელით; მეორე მხრივ კი, თავად ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სფეროში და ამის გამო კარგავს წევრობას ორგანიზაციაში, რომელიც სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული.
რატომ უნდა აინტერესებდეს ეს საქართველოს მოქალაქეს?
OGP-დან გამორიცხვა არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი. ეს პირდაპირ უკავშირდება თითოეული მოქალაქის უფლებებს – რამდენად თავისუფლად შეიძლება საკუთარი აზრის გამოხატვა, რამდენად დამოუკიდებელია მედია, რამდენად გამჭვირვალეა სახელმწიფო და რამდენად შეუძლია საზოგადოებას ხელისუფლების კონტროლი.
ეს გადაწყვეტილება გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს და მოქალაქეთა ხმა აღარ ისმის, — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც ხელს აწერენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "მწვანე ალტერნატივა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები