ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
ფოტო: On.ge
"სამართლიანი არჩევნების" დახმარებით კიდევ ერთმა მოქალაქემ შეძლო საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა. 2026 წლის 30 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დავით კახიძის საქმეზე მხარეთა შორის მორიგება დაამტკიცა. სასამართლოს განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო მოპასუხე შპს "საქნახშირს" მოსარჩელე კახიძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
დავით კახიძე შპს "საქნახშირში" საშახტო ტრანსპორტის უბნის ვაგონშემკეთებლის პოზიციაზე 2020 წლის 8 სექტემბრიდან მუშაობდა. ის გათავისუფლებას მისი მეუღლის ოპოზიციური პარტიის წევრობას უკავშირედა.
"დავით კახიძე 2020 წლის 8 სექტემბრიდან შპს „საქნახშირში“ საშახტო ტრანსპორტის უბნის ვაგონშემკეთებლის პოზიციაზე მუშაობდა. მასთან შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით იყო დადებული.
2024 წლის 30 დეკემბერს დასაქმებულისთვის ცნობილი გახდა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა, რის საფუძვლადაც დამსაქმებელმა რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული გასაუბრების შედეგები მიუთითა. თუმცა, კახიძე სამსახურიდან გათავისუფლებას მისი მეუღლის ოპოზიციური პარტიის წევრობას უკავშირებდა.
დავით კახიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. იგი მიუთითებდა, რომ გათავისუფლება მოკლებული იყო სამართლებრივ დასაბუთებას, რის გამოც, მოითხოვა ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
სასამართლო განხილვის პროცესში მხარეებს შორის შედგა შეთანხმება. 2026 წლის 30 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მორიგება, რომლის მიხედვითაც, შპს „საქნახშირმა“ აიღო კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ განჩინებით მოპასუხე მხარეს თანხის ანაზღაურების მკაცრი ვადები განესაზღვრა, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც სააღსრულებო ფურცელი დაუყოვნებლივ გაიცემა.
აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეორგანიზაციის მოტივით დასაქმებულთა გათავისუფლება ხშირად სათანადო სამართლებრივი დასაბუთებისა და ობიექტური კრიტერიუმების გარეშე ხდება. მსგავს შემთხვევებში სასამართლო მექანიზმების გამოყენება და მხარეთა შორის სამართლიანი შეთანხმება მნიშვნელოვანი პრეცედენტია შრომითი უფლებების დაცვის კუთხით.", — ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელუბულ განცხადებაში.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები