მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
ნიკოლოზ მღებრიშვილი, მაკდონალდს საქართველოს IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პრესტიჟული გლობალური ჯილდოს, Shining Light Award-ის გამარჯვებული გახდა.
2025 წლის გამარჯვებულთა სიაში საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა ფინეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საუდის არაბეთი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ მღებრიშვილმა ჯილდო სერვისის კატეგორიაში მოიპოვა.
ეს ჯილდო 2020 წელს გლობალურმა მაკდონალდსმა დააფუძნა. მისი მიზანია იმ თანამშრომლების გამოვლენა, რომლებმაც საკუთარი შედეგებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქსელის მასშტაბურ წარმატებაში. გამარჯვების კრიტერიუმები მკაცრად განსაზღვრულია: კანდიდატმა უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ დანერგილი სისტემები სრულად პასუხობს ბრენდის ტექნოლოგიურ პროტოკოლებსა და უსაფრთხოებას. უპირატესობა ენიჭება ქვეყნებს, სადაც ციფრული გადაწყვეტები, როგორებიცაა: თვითმომსახურების ჯიხურები, აპლიკაციები, ლოიალობის პროგრამები პირველი ინერგება და ფასდება, რამდენად შეუწყო ხელი IT ინფრასტრუქტურამ სერვისის სისწრაფესა და ხარისხს.
“Shining Light Award -ის მიღება ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ ეს ჯილდო მთელი დეპარტამენტის მუშაობის შედეგია, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.“ — ამბობს ნიკოლოზ მღებრიშვილი.
ნიკოლოზი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამშრომელმა კარიერულ წინსვლას მიაღწიოს მაკდონალდსში და საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს. ნიკოლოზ მღებრიშვილი მაკდონალდს საქართველოს გუნდს 10 წლის წინ შეუერთდა. იმ პერიოდში, როდესაც ბრენდმა ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო. მისი მისვლა მაკდონალდს საქართველოში დაემთხვა დროს, როცა გუნდი ნერგავდა სისტემებს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულს, ხოლო ოპერაციულ მართვას უფრო ეფექტურს გახდიდა. დღეს მაკდონალდსი ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული რესტორანია, რაც იმ მუშაობისა და იდეის შედეგია, რომელსაც საფუძველი წლების წინ ჩაეყარა.
“ხშირად მაკდონალდსს მხოლოდ რესტორნად აღიქვამენ, თუმცა რეალობა გაცილებით მასშტაბურია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური პლატფორმაა. ჩემთვის ეს ჯილდო, პირველ რიგში, გაწეული შრომის დაფასებაა. თუმცა, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის წარმატება — მთელი გუნდის გამარჯვებაა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოში დანერგილი სტანდარტები მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანია. მიზნად ვისაავთ, გლობალური სტანდარტები არა მხოლოდ დავნერგოთ, არამედ მათი შესრულების უმაღლესი ხარისხი უზრუნველვყოთ. საერთაშორისო აღიარება გვაძლევს კიდევ უფრო მეტად განვითარების მოტივაციას.” — ამბობს ნიკოლოზ მღებრიშვილი.
ნიკოლოზ მღებრიშვილმა გლობალური ჯილდო მომსახურების კატეგორიაში მოიპოვა. IT მიმართულება მაკდონალდსის გამართული მუშაობის მთავარი კომპონენტია. ტექნოლოგიური სრულყოფის მაღალი დონე, გლობალური სტანდარტების დანერგვა და ინოვაციური მიდგომები ის ფაქტორებია, რომლებმაც ნიკოლოზს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
მაკდონალდსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა ადამიანისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს გუნდის წევრებზე, ხელს უწყობს მათ კარიერულ და პიროვნულ ზრდას. შედეგებიც შესაბამისია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მაკდონალდს საქართველოს თანამშრომელი იღებს საერთაშორისო ჯილდოს. 2020 წელს Shining light award-ის ჯილდო ბექა სტურუამაც მიიღო. ამის შემდეგ 2022 წელს, მაკდონალდს საქართველოს თანამშრომელს ეკატერინე ებრალიძეს, ორი საერთაშორისო ჯილდო Shining Light Awards და Global Development Hero’s გადაეცა, ხოლო Shining Light Award-ის 2023-ის ჯილდოს მფლობელი გახდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ლაზარაშვილი.
2025 წლის Shining Light Award-ის გამარჯვებულთა სია შთამბეჭდავია და მასში საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდით არის, როგორებიცაა ფინეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საუდის არაბეთი და სხვ. EMEA 2025 Global Award Winners-ზე მოპოვებული ეს გამარჯვება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მაკდონალდს საქართველო რეგიონში ლიდერია.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები