ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა
ფოტო: ბაზისბანკი
ბაზისბანკის, როგორც ქართული კულტურის განვითარების ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, თბილისში ახალი მულტიფუნქციური კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა.
BDC (Bachana Dance Company) არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს პროფესიონალურ სცენას, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ხმის ჩამწერ სტუდიას, თეატრალურ, საგამოფენო სივრცეებსა და საკლუბო გარემოს ერთ ოთხსართულიან ინფრასტრუქტურაში. სივრცე გამორჩეულია კონცეფციითა და ესთეტიკით. აღსანიშნავია, რომ BDC კულტურულ ჰაბში ფუნქციონირებს საოპერო და ვოკალის სტუდია, მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამები და მოღვაწეობს BDC-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი.
სივრცის პრეზენტაცია 18 აპრილს შედგა. დამფუძნებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ბაჩანა ჭანტურიამ, სტუმრებს გააცნო ახალი კულტურული ჰაბის მნიშვნელობა და ესაუბრა მათ სამომავლო გეგმებზე. საღამოს მთავარი მოვლენა BDC-ის შემოქმედებითი გუნდის პრემიერა — მეხუთე სტიქია იყო. გამორჩეული და შთამბეჭდავი სინთეზი ხელოვნებისა და კრეატივის, რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა. წარმოდგენამ ნათლად აჩვენა ახალი კულტურული ჰაბის შემოქმედებითი პოტენციალი და მისი ამბიცია, იქცეს ინოვაციური იდეების მთავარ ეპიცენტრად.
“BDC არის სივრცე, სადაც კულტურა ცოცხლობს და ვითარდება არა ეპიზოდურად, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში. თბილისში მსგავსი ფორმატის ადგილი, სადაც ერთიანდება სცენა, ხმის ჩამწერი სტუდია, საგანმანათლებლო-საგამოფენო გარემო და იქმნება სრულფასოვანი ეკოსისტემა არტისტებისთვის აქამდე არ არსებობდა.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიც არის ბაზისბანკი. ეს ჩართულობა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არ არის — ეს არის მკაფიო პოზიცია, რომ კულტურა, შემოქმედება და განათლება ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ბაზისბანკი, როგორც კულტურული პროცესების მხარდამჭერი, რეალურად ქმნის შესაძლებლობას, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტები განვითარდეს და გახდეს მდგრადი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დამოკიდებულებას და გვჯერა, რომ ასეთი ტიპის პარტნიორობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე.
ზუსტად ასეთი თანამშრომლობები ქმნის საფუძველს, გაჩნდეს ახალი იდეები, განვითარდეს შემოქმედებითი ინდუსტრია და ჩამოყალიბდეს თანამედროვე კულტურული გარემო.“ — აცხადებს ბაჩანა ჭანტურია, BDC-ის დამფუძნებელი და შემოქმედებითი პროცესების ხელმძღვანელი.
“ბაზისბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს. BDC ქართულ რეალობაში ნამდვილად ახალი სიტყვაა, რომელიც არაერთ ნიჭიერ და კრეატიულ ადამიანს გააერთიანებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია მსგავსი მასშტაბის პროექტების ხელშეწყობა, რადგან გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის შემოქმედებითი სივრცეების განვითარება პირდაპირ აისახება ქვეყნის კულტურულ წინსვლაზე.“ — განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები