10 პროტესტი, რომელმაც მსოფლიო გადაასხვაფერა
ისტორიას მრავალი ისეთი ამბოხის მაგალითი აქვს შემორჩენილი, რომელსაც უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. ყველაზე ძალადობრივიდან ყველაზე მშვიდობიანამდე, პროტესტმა მრავალი სახის ფორმა შეიძლება მიიღოს, თუმცა ყოველ მათგანს ქვეყნის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის მიზანი აერთიანებს.
პროტესტის წინააღმდეგ მთავრობის რეაქცია ქვეყნის პოლიტიკურ რეჟიმზეც ბევრს მეტყველებს ხოლმე. დემოკრატიის პირობებში პროტესტები პოლიციის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. მეორე მხრივ, არადემოკრატიული რეჟიმის პირობებში პროტესტებს ხშირად საწყის ეტაპზევე ახშობენ ხოლმე, რათა საზოგადოებაში გაჩენილ ემოციურ მუხტს მეტად გაძლიერების საშუალება არ მისცენ. მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპისა იყო ის რეჟიმი, რომელსაც ხალხი დაუპირისპირდა, მომდევნო ათმა პროტესტმა თანადროულ პოლიტიკაზე სხვადასხვა დოზით, მაგრამ მაინც წარმატებით მოახდინა გავლენა.
1. ბოსტონის ჩაის სმა, 1773 წლის 16 დეკემბერი
1773 წლის 16 დეკემბერს ბოსტონის ნავსადგურში 60-მა კოლონისტმა ინგლისიდან წამოსული გემებიდან 342 ყუთში მოთავსებული ჩაი ზღვაში გადაყარა. ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგების მქონე სიმბოლური აქტი კოლონიებში, განსაკუთრებით კი ბოსტონში, ბრიტანული პარლამენტის მიმართ დაგროვილი სიძულვილის მანიფესტაცია იყო. მაპროვაცირებელ გარემოებად ჯორჯ მესამის ხელმძღვანელობით მოქმედი პარლამენტის მიერ კოლონიებისთვის კომერციული გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება იქცა. შედეგად, პროტესტის ეს უჩვეულო ფორმა იყო პასუხი იმ ზომებზე, რომლებმაც ჩაი ყველაზე მაღალგადასახადიან პროდუქტად აქცია.
ამ ამბოხს ბრიტანელ ხელისუფალთა მიერ ბოსტონის ნავსადგურების დახურვა და შეუწყნარებლობის აქტების მიღება მოჰყვა. ეს ახალი წესები კოლონიების წინააღმდეგ გამკაცრებული მიდგომის შემუშავებას ემსახურებოდა. თუმცა ამან ნავთზე ცეცლის დასხმასავით იმოქმედა და 1775-1783 წლებში ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი წამყვანი როლიც ითამაშა. ამიტომაც არ იქნება გაზვიადება, თუ ვიტყვით, რომ ბოსტონის ჩაის სმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის მოპოვების წინაპირობა გახლდათ.
2. საფრანგეთის რევოლუცია, 1789 წლის 5 მაისიდან 1799 წლის 9 ნოემბრამდე
კვლავ მეთვრამეტე საუკუნეში, თუმცა ამჯერად სხვა კონტინენტზე, საფრანგეთის რევოლუციამ ერთი ქვეყნისა და მთლიანი ევროპის ისტორიაში გარდამტეხი ცვლილება შეიტანა. 1789 წლის 5 მაისს გენერალური შტატების შეკრება გაიხსნა. ამ დროისათვის ადამიანები დამანგრეველი ეკონომიკური კრიზისით უკვე იტანჯებოდნენ. შედეგად დაწყებული ამბოხი კი მოსახლეობის აღშფოთების გამოხატულებას წარმოადგენდა. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ხალხმა 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის ციხეც აიღო და ამით ტირანულ რეჟიმს საბოლოოდ დაუსვა წერტილი. მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს და გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს, მისი ბედი დედოფალმაც მალევე გაიზიარა.
საფრანგეთის რევოლუცია 1799 წლის 9 ნოემბერს 18 ბრიუმერის გადატრიალებით დასრულდა, რის შედეგადაც ძალაუფლება ნაპოლეონ ბონაპარტს გადაეცა. საფრანგეთის რევოლუციის შედეგები მრავალმხრივი იყო: უპირველეს ყოვლისა, მან მონარქიის და მისი პრივილეგიების გაუქმება გახადა შესაძლებელი. შედეგად, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია შეიქმნა. პოლიტიკური რეჟიმი კონსტიტუციური მონარქიის და შემდეგ პირველი რესპუბლიკის გამოცხადებით შეიცვალა. ევროპის თვალსაზრისით, საფრანგეთის რევოლუციის გავლენით ასევე შეიქმნა ეგრეთწოდებული შვილობილი რესპუბლიკები, შეიცვალა სახელმწიფოთა საზღვრები და მთელი კონტინენტის მასშტაბით გაავრცელა რევოლუციური სულისკვეთება. საბოლოო ჯამში, ამ რევოლუციის შედეგებმა მთლიან ევროპაზე იქონია გავლენა.
3. მარილის მარში, 1930 წლის 12 მარტი
სულ სხვა კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტში, 1930 წლის 12 მარტს მოჰანდას კარამჩად განდიმ თავის არაძალადობრივი თეორია პრაქტიკაში პირველად გამოიყენა. ამ დღეს განდიმ დატოვა თავისი აშრამა - იზოლირებული ერმიტაჟი - რათა 350 კილომეტრით დაშორებული ინდოეთის ოკეანისკენ წასულიყო. რამდენიმეკვირიანი სიარულის შემდეგ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას მან ხელებში მარილი ჩაიყარა. ეს ბრიტანული სახელმწიფოს მიერ ინდური მარილის დისტრიბუციაზე მონოპოლიის კანონის დარღვევის სადემონსტრაციო, სიმბოლური აქტი გახლდათ. ამ მონოპოლიამ ყველა მომხმარებელს - მათ შორის ყველაზე ღარიბებსაც - მარილზე გადასახადი დაუწესა და მოსახლეობას საკუთარი ინიციატივით ამ პროდუქტის წარმოება აუკრძალა. მომდევნო დღეების განმავლობაში უფრო და უფრო მეტმა ინდოელმა მიბაძა მაჰათმას; იმდენად ბევრმა, რომ 60,000 კანონდამრღვევი, განდის ჩათვლით, ციხეში აღმოჩნდა. მაჰათმას ინსტრუქციის თანახმად, დაკავებისას არც ერთ მათგანს გაუწევია წინააღმდეგობა. მთავრობამ მალევე გააანალიზა, რომ მსგავს პროტესტს ვერ გაუძლებდა და, მეფისნაცვლის გადაწყვეტილებით, ყველა დაკავებული 9 თვის თავზე უკვე გათავისუფლებული იყო.
ამ არაძალადობრივმა აქტმა მარილზე სახელმწიფო მონოპოლიის გაუქმება და ინდოეთზე ბრიტანეთის გავლენის შესუსტება გამოიწვია. ისევე, როგორც ბოსტონის ჩაის სმამ ჩაუყარა საფუძველი კოლონიების დამოუკიდებლობას, ინდოეთის დამოუკიდებლობასაც წინ მარილის მარში გაუძღვა.
4. ვაშინგტონის სამოქალაქო უფლებების მარში, 1963 წლის 28 აგვისტო
არაძალადობრივი დემონსტრაციის კიდევ ერთი მაგალითი მარტინ ლუთერ კინგის მეთაურობით ორგანიზებული ვაშინგტონის სამოქალაქო უფლებების მარში გახლავთ, რომელიც აფრიკულ-ამერიკულ ისტორიაში გარდამტეხ წერტილად იქცა.
1963 წლის 28 აგვისტოს პასტორმა და აქტივისტმა, მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ცნობილი სიტყვა, მე მაქვს ოცნება ლინკოლნის მემორიალის წინ წარმოთქვა. მის მოსასმენად 200,000-დან 300,000-მდე ადამიანი მოვიდა, რომელთა 80 პროცენტი აფრო-ამერიკელი იყო. ამ მშვიდობიან პროტესტს 1964 წელს სამოქალაქო უფლებების აქტზე კენჭისყრა მოჰყვა, მომავალ წელს კი უკვე ხმის მიცემის უფლებების აქტიც დაამტკიცეს. პირველმა მიღებულმა ზომამ ნებისმიერი სახის სეგრეგაცია უკანონო გახადა, მეორემ კი ფერადკანიან ადამიანებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა.
5. ‘68 წლის მაისი
‘68 წლის მაისი უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული პროტესტი და ის იმ დემონსტრაციათა სერიის სიმბოლოა, რომლებიც 1968 წლის 22 მარტიდან 27 მაისის ჩათვლით წარიმართებოდა და თან ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჩახშობის მცდელობები ახლდა. სტუდენტების გამოსვლით დაწყებული ეს საპროტესტო ტალღა ჯერ სოციალური, შემდეგ პოლიტიკური გახდა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა მუშა ან სტუდენტი იყო, რომლებიც ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ. ისინი მეტად სამართლიან ქვეყანას და მოხმარებასა და სარგებელზე ნაკლებად ფოკუსირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას მოითხოვდნენ. ეს მოთხოვნები გამოხატავდა შიშს, რომელიც გამოწვეული იყო გაზრდილი უმუშევრობისა და ბაზრის გლობალიზაციით, რაც პატარა ბიზნესებსა და ფერმებს ზიანს აყენებდა. სტუდენტები ასევე საუნივერსიტეტო სისტემასაც აპროტესტებდნენ.
ეს კრიზისი პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. შარლ დე გოლმა გამოსავალი, თავდაპირველად, პრემიერ-მინისტრის, ჟორჟ პომპიდუს, კუვ დე მურვილით ჩანაცვლებაში დაინახა, თუმცა სიტუაცია არც ამან დააწყნარა და პრეზიდენტი იძულებული გახდა, თავის გადაწყვეტილებათა წარუმატებლობის გამო 1969 წლის 28 აპრილს გადამდგარიყო. გრძელვადიან პერსპექტივაში, 1968 წლის მაისმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კაცების ძალაუფლება თავიანთ ცოლებზე, დამსაქმებლების ძალაუფლება დასაქმებულებზე და ქორწინების, რელიგიისა და ოჯახის მსგავსი ტრადიციული ინსტიტუციების ღირებულებების მნიშვნელობა. ამ მოვლენიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ განათლების სისტემა მეტად დემოკრატიული, ავტონომიური და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამგვარად, საზოგადოება ქალების გათავისუფლების მოწმე გახდა, რამაც, თავის მხრივ, მოდისა და სექსუალური თავისუფლების ევოლუციას ჩაუყარა საფუძველი.
6. ორშაბათის დემონსტრაციები, 1989 წლის 9 ოქტომბრიდან 1989 წლის 9 ნოემბრამდე
1989 წლის 9 ოქტომბრიდან დაწყებული გერმანიაც გახდა, მართალია, გაცილებით არაძალადობრივი, მაგრამ ეროვნული მასშტაბის პროტესტების მოწმე. ამ დღეს, რომელიც ორშაბათს დაემთხვა, 70,000 გერმანელი ქუჩებში გერმანიის დემოკრატიურ რესპუბლიკაში კომუნისტური რეჟიმის მშვიდობიანად გასაპროტესტებლად გამოვიდა. ამ პროტესტთაგან პირველი ლაიფციგში ჩატარდა და შემდეგ ორშაბათს მას სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველობას ყოველ ორშაბათს ათასობით გერმანელი აპროტესტებდა. რიტუალი მხოლოდ ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, 1989 წლის 9 ნოემბერს დამთავრდა.
ამ აქციებმა ბერლინის კედლის დაცემაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. წითელ არმიას საჯარო გამოსვლების ძალადობრივად აღკვეთა ჰქონდა დავალებული. თუმცა მშვიდობიან გამომსვლელებს ხელში იარაღად მხოლოდ ერთი უბრალო სანთელი ეკავათ და იმეორებდნენ სლოგანეს - Keine Gewalt (არავითარი ძალადობა) და Wir sind das Volk (ჩვენ ვართ ხალხი). ამან წითელი არმიის დისციპლინა შეარყია და მათ ცეცხლი არ გაუხსნიათ. რკინის ფარდაც სწორედ ასი ათასობით გერმანელის მშვიდობიანი პროტესტის დახმარებით ჩამოიხსნა.
7. სიმღერის რევოლუციის გამარჯვება, 1987 წლიდან 1991 წლამდე
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროტესტის სახელწოდებაში სიტყვა რევოლუცია შედის, ის, სინამდვილეში, სრულიად არაძალადობრივი ხასიათისა იყო. სიმღერის რევოლუციამ 1987 წლიდან 1991 წლამდე პერიოდში ბალტიისპირეთის მოსახლეობა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით გააერთიანა. ამ რევოლუციის დროს საბჭოთა ბატონობის ქვეშ მყოფი ამ სამი ქვეყნის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად პატრიოტულ ჰიმნებს მღეროდა. ამ აქტის პაციფისტურმა ბუნებამ სისხლისღვრის თავიდან აცილებას შეუწყო ხელი.
ბალტიის გზა სიმღერის რევოლუციის ყველაზე სიმბოლურ გამარჯვებად იქცა. 1989 წლის 23 აგვისტოს 1.5-დან 2 მილიონამდე ადამიანმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდა და სსრკ-ს წინააღმდეგ სიმბოლური საზღვარი შექმნა. ეს 560-კილომეტრიანი ადამიანთა ჯაჭვი ვილნიუსში იწყებოდა, რიგაში გრძელდებოდა და ტალინში მთავრდებოდა. მედიის მხრიდან გამოჩენილმა ყურადღებამ ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენას გადამწყვეტი მომენტუმი შესძინა.
8. ფერადი ან ყვავილების რევოლუციები, 2003 წლის ნოემბრიდან 2005 წლის მარტამდე
ფერადი ან ყვავილების რევოლუციები რევოლუციათა იმ წყების კრებითი სახელია, რომელმაც 2003 -2005 წლებში გლობალური პოლიტიკური სივრცე გადაასხვაფერა. მათ საჯაროობის, პაციფისტური სულისკვეთებისა და პრო-დასავლურობის მიზნები აერთიანებდათ. პირველი რევოლუცია 2003 წლის ნოემბერში საქართველოში მოხდა და მისთვის ბიძგის მიმცემი გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები გახდა. ვარდების რევოლუციას, როგორც მას მედიამ უწოდა, მოგვიანებით, 2004 წელს უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუცია მოჰყვა. 2005 წლის თებერვლის ლიბანის კედარის რევოლუციამ და 2005 წლის მარტის ყირგიზეთის ტიტების რევოლუციამ კი ისტორიის ეს მღელვარე ეტაპი დაასრულა.
ამ რევოლუციებმა მონაწილე ქვეყნებში პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიეს: საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა; უკრაინელმა დემონსტრანტებმა შეძლეს, მეორე ტურის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების გამო, ხმის მიცემის პროცესი ხელახლა დაენიშნათ; ასკარ აკაევის კორუფციული რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებულმა ყირგიზეთმა რუსული გავლენის შესუსტება შეძლო; ლიბანი კი სირიის გავლენისგან გათავისუფლდა. მხოლოდ ბელორუსიამ და მოლდოვამ ვერ მოახერხეს რევოლუციებით მიზნის მიღწევა.
9. ევრომაიდანი, 2013 წლის 21 ნოემბრიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე
ნარინჯისფერი რევოლუციის საფუძველზე პრეზიდენტად არჩეულმა პრო-დასავლური ხედვის მქონე ვიქტორ იუშჩენკომ თავისი ხალხის ინტერესების გრძელვადიან პერსპექტივაში დაკმაყოფილება ვერ მოახერხა. 2010 წელს ხელისუფლებაში იანუკოვიჩი მოვიდა და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი თქვა. ამით დაიწყო ევრომაიდანი. პრო-ევროპელთა პროტესტის ტალღა 2013 წლის 21 ნოემბრიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე გაგრძელდა. ამ ძალადობრივი აჯანყებისას 120-ზე მეტი ადამიანი მოკვდა და ათასობით ადამიანი დაშავდა.
ევრომაიდანით დამფრთხალი იანუკოვიჩი ტურჩინოვმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ჩაანაცვლა. შედეგად, პოლიტიკურ სივრცეში იულია ტიმოშენკოს გავლენა გაიზარდა და ახალი მთავრობის მოსვლის შესაძლებლობაც შეიქმნა.
10. არაბული გაზაფხული, 2010 წლის დეკემბრიდან დღემდე
არაბული გაზაფხული, ყვავილების რევოლუციების მსგავსად, საჯარო აჯანყებების სერიას მოიცავს, რომლებიც არაბულ სახელმწიფოებში 2010 წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ გაზაფხულში უამრავმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა: ტუნისი, ეგვიპტე, ლიბია, იემენი, სირია, ბაჰრეინი, ალჟირი, იორდანია, მაროკო და ერაყი.
ამ ისტორიული მოვლენების გრძელვადიან შედეგებზე საუბარი ჯერ რთულია. თუმცა მომხდარიდან რამდენიმე ფაქტის აღნიშვნაა შესაძლებელი: ქვეყნებმა, როგორიცაა მაროკო, ალჟირი, საუდის არაბეთი, ომანი და ქუვეითი, სისხლიან რეპრესიებს მშვიდობიან საზოგადოებაში ცხოვრება არჩიეს. ლიბიელებმა მტკივნეული სამოქალაქო ომის ხარჯზე კადაფის რეჟიმი დაამხეს. ტუნისელებმა და ეგვიპტელებმა ქუჩის საპროტესტო აქციების გზით მმართველობითი რეჟიმების დამხობა შეძლეს. ამ გამოსვლათა შედეგები საერთაშორისო დონეზეც მნიშვნელოვნად აისახა - დაიწყო მასობრივი იმიგრაცია და გაძლიერდა ისლამური სახელმწიფო. თუმცა, ამ საპროტესტო მოძრაობების ხანგრძლივი ეფექტების განსაზღვრა გარკვეული პერიოდის გასვლის მერე იქნება შესაძლებელი.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები