გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამა ორსულ შვილზე ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ კაცს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლის მეორე ნაწილით მიმდინაროებს, რაც ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს.