მაიამის სანაპიროს პოლიციამ შაბათს 41 წლის ქალი დააკავა, რომელიც კუს ბუდეს თავს ხის ისრით დაესხა.

პოლიციისა და თვითმხილველების თქმით, იანცი ელუ "კუს ბუდეს ხის ჯოხით შლიდა, შემდეგ კი ის ბუდეზე ფეხებითაც შედგა". ტერიტორია, რომელზეც ბუდე იყო განთავსებული, კუების დასაცავად ღობითა და ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული. სპეციალური ნიშნები კი ადამიანებს აფრთხილებდა, რომ ტერიტორიას მორიდებოდნენ.

დაკავებულს ფლორიდის შტატის კანონებისა და გადაშენების პირას მყოფი სახეობების 1973 წლის დადგენილების დარღვევა ედება ბრალად, რომლის თანახმადაც ახლადგამოჩეკილი და ზრდასრული ზღვის კუების და მათი ბუდეების დაზიანება დანაშაულია.

ფლორიდის თევზებისა და ველური ცხოველების კონსერვაციის კომისიამ ბუდე შეამოწმა და დაადგინა, რომ ელუმ კვერცხების დაზიანება, საბედნიეროდ, ვერ მოახერხა.

ყოველ გაზაფხულს აშშ-ს ზღვის კუების 70 პროცენტი ბუდეს ფლორიდის სანაპიროებზე იდებს. მარტიდან ოქტომბრამდე ათასობით მდედრი კუ მათ მიერვე ამოთხრილ ორმოებში კვერცხებს დებს, შემდეგ კი მათ მტაცებლებისგან დასაცავად ქვიშით ფარავს.

კვერცხის დადებიდან დაახლოებით ორ თვეში კუები იჩეკებიან და ზღვამდე მთვარის შუქის დახმარებით მიცოცავენ. საბოლოო ჯამში კი, ზრდასრულ ასაკს ათასიდან მხოლოდ ერთი კუ აღწევს.

იანცი ელუს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.