რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში, ტროტილის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად 80 ადამიანი დაშავდა, მათგან 38 ქარხნის მუშა, ხოლო 41 ქალაქში მაცხოვრებელია. აფეთქება ქარხანაში დღეს, პირველ ივნისს დილის საათებში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ საამქროში ტექნიკური ხარვეზის გამო ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგ აფეთქება მოხდა და ხანძარი მთელ ქარხანას მოედო. აფეთქების შედეგად სამი კილომეტრის რადიუსში 200-მდე სახლში ფანჯრები ჩაიმსხვრა. ქარხანაში გაჩენილი ხანძარი უკვე ჩააქვრეს.