კინომოყვარულებს დატვირთული წელი აქვთ. დიდ ეკრანებზე უამრავი ისეთი ფილმი გამოდის, რომლის სანახავადაც 2019 წლის დადგომას უსასრულოდ ველოდით.

ცოტა კი გაგვიჭირდა, მაგრამ თქვენთვის ის 10 ფილმი შევარჩიეთ, რომელთა ყურებასაც უახლოეს მომავალში შეძლებთ.

აქვე გეტყვით, რომ თუკი ამ სიაში თქვენთვის სასურველი ფილმებიც მოხვდა, ბი ბოტი განსაკუთრებულ საჩუქარს გიმზადებთ.

ფოტო: თიბისი დაზღვევა

ბი ბოტმა სამოგზაურო სეზონის გააქტიურებასთან ერთად გადაწყვიტა იღბლიანი მოგზაურები დაასაჩუქროს. მას შემდეგ, რაც სამოგზაურო დაზღვევას პირდაპირ Messenger-ის ჩეთში შეიძენთ, თუ ყოველ მეათე მომხმარებელს შორის აღმოჩნდით, ბოტი კინოს ბილეთებით დაგასაჩუქრებთ.

თუ მეგობრებთან მოგზაურობ, ბი ბოტს თქვენი ერთად დაზღვევაც მარტივად შეუძლია, რადგან მან უკვე იცის თქვენი მოგზაურობის პერიოდი, ასეთ დროს კი მოგების შანსები იზრდება.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სიას, რომელიც დაგეხმარებათ ზაფხულისა და შემოდგომის საღამოები, ბი ბოტის საჩუქართან ერთად, კინოთეატრებში დაგეგმოთ.

1. Godzilla: King of the Monsters

ვეება მონსტრი, გოძილა კაცობრიობას საფრთხეს უქმნის, თუმცა მას პატარა მედისონი უპირისპირდება, რომლის როლსაც Stranger Things-ის მსახიობი მილი ბობი ბრაუნი ასრულებს. ფილმის ოფიციალური პრემიერა 31 მაისს შედგება.

2. Aladdin

დისნეის ყველასთვის საყვარელი ანიმაციის ეკრანიზაციის პრემიერა დიდ ეკრანებზე 24 მაისს შედგა. თუ უილ სმიტის მიერ შესრულებული ჯინის ნახვა და A Whole New World-ის კიდევ ერთხელ მოსმენა გსურთ, მაშინ დროა კინოთეატრებისკენ გაეშუროთ.

3. Rocketman

ელტონ ჯონის ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, თუმცა მისი ნახვა დიდ ეკრანებზე 31 მაისიდან ყველას შეგიძლიათ. ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრების უცნობი დეტალების გარდა, ფილმში მის ცნობილ ჰიტებსაც მოისმენთ.

4. Dark Phoenix

სოფი ტერნერის მიერ შესრულებული რომელი პერსონაჟი უფრო მოგწონთ, სანსა სტარკი თუ ჯინ გრეი? თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, სამეფო კარის თამაშების დასრულების შემდეგ მსახიობი დიდ ეკრანებზე შეგიძლიათ ნახოთ. X-Men-ის ფრენჩაიზის ბოლო ფილმის მსოფლიო პრემიერა 7 ივნისს შედგება.

5. The Dead Don't Die

ჯიმ ჯარმუშის ბოლო ფილმმა კანის კინოფესტივალი გახსნა. ეს ფილმი უფრო მეტია, ვიდრე ზომბების შემოსევაზე გადაღებული მორიგი ნამუშევარი. სანამ კინოთეატრებში ტილდა სუინტონისა და ბილ მიურეის სანახავად წახვალთ, შეგიძლიათ ფილმის შესახებ On.ge-ს რივიუ წაიკითხოთ. ფილმის მსოფლიო პრემიერა 14 ივნისს შედგება.

6. Toy Story 4

სათამაშოების არმია 9 წლის შემდეგ დიდ ეკრანებზე ბრუნდება. ფინალურ ფილმს ახალი გამხმოვანებელი ჰყავს — კიანუ რივზი. შერიფ ვუდის გმირს კი კვლავ ტომ ჰენკსის ხმა შექმნის. მეგობრები ახალი სათამაშოს, ფორქის გადასარჩენად ყველა ღონეს ხმარობენ. 25-წლიანი ფრეინჩაიზის მესამე ნაწილის ნახვა კინოთეატრებში 21 ივნისიდან შეგიძლიათ.

7. Spider-Man: Far From Home

შურისმაძიებლების ბოლო ეპიკური ფილმის შემდეგ, მარველის ფანები 2 ივლისს ელოდებიან, რადგან ამ დღეს ეკრანებზე სპაიდერმენი ბრუნდება. ფილმის სიუჟეტი სწორედ Endgame-ის ბოლო სცენის შემდეგ ვითარდება, როცა პიტერ პარკერი საყვარელი მასწავლებლის დაკარგვის შემდეგ გულგატეხილია. ფილმში ასევე მონაწილეობენ სამუელ ელ ჯექსონი, ზენდაია და ჯეიკ ჯილენჰოლი. მის ნახვამდე, გირჩევთ, რომ ფანების ამ თეორიას გაეცნოთ.

8. Once Upon a Time in...Hollywood

კვენტინ ტარანტინოს ბოლო ფილმს, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება, კანის კინოფესტივალზე 6-წუთიანი ოვაციებით შეხვდნენ. დიკაპრიოსა და ბრედ პიტის მეორე ერთობლივ ფილმში 1969 წლის ჰოლივუდს ნახავთ, შეხვდებით მენსონის დაჯგუფებას და რომან პოლანსკის მოკლული ცოლის როლში მარგო რობისაც იხილავთ. ფილმის მსოფლიო პრემიერა 26 ივლისს შედგება.

9. The Lion King

ჰაკუნა მატატა! სიმბა დიდ ეკრანებზე ბრუნდება, რომ მაყურებლების გულები დაიპყროს. ფილმის გამოსვლის თარიღი 2019 წლის 19 ივლისია, მთავარ როლებში კი დონალდ გლოვერი, სეთ როგანი, ალფი ვუდარდი და ბიონსე არიან.

10. It (მეორე ნაწილი)

ჰორორების მოყვარულები ალბათ არაფერს ელიან ისე, როგორც სტივენ კინგის It-ის მეორე ნაწილს. მასში ლუზერების კლუბი კიდევ ერთხელ ერთიანდება და ამჯერად დიდობაში ცდილობს პატარა ქალაქის დემონის, კლოუნის სახელად პენივაიზის, განადგურებას. It-ის მეორე ნაწილში პერსონაჟები თავისი ბავშვობის სცენებს ხშირად გაიხსენებენ, ასე რომ პირველი ნაწილის მსახიობების ნახვის შანსი მაყურებელს ახალ ფილმშიც ექნება. ფილმის პრემიერა 2019 წლის 6 სექტემბერს შედგება და მასში ჯესიკა ჩესტეინსა და ჯეიმს მაკევოის ვიხილავთ.

კინოთეატრის სასაჩუქრე კოდის გამოყენება შეგიძლია: კავეა მოლის, კავეა გალერიას, კავეა ისთფოინთის, ამირანისა და ბათუმის აპოლოს კინოთეატრებში, ასევე ვებ გვერდრებზე: Cavea.ge და Kinoafisha.ge