5 რამ, რაც შესაძლოა შენს სახლს დაემართოს
ფოტო: Jerome Damey
სახლი ის ადგილია, სადაც თავს უსაფრთხოდ, მშვიდად ვგრძნობთ და დროს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებთ. სახლი, ხშირად, ჩვენს მფლობელობაში არსებული ყველაზე ძვირადღირებული ქონებაა, რომლის მოსაპოვებლადაც უამრავი რესურსი და წლები დავხარჯეთ. ამის გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ ერთი რამ, რაზეც აუცილებლად უნდა იზრუნოთ, თქვენი მყუდრო სახლის გაუთვალისწინებელი რისკებისგან დაცვაა.
საფრთხეებს, რომლებიც, შესაძლოა, თქვენს სახლს დაემუქროს, ახლავე ჩამოგითვლით.
1. თუ უთო ჩართული დაგრჩა და სახლში ხანძარი გაჩნდა
ხანძარი ერთ-ერთი დიდი საფრთხეა, რომელიც თქვენ სახლს შეიძლება დაემუქროს. ცეცხლის გაჩენა იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ჩვენ ყოველდღურად არაერთ ელექტრონულ მოწყობილობას ვიყენებთ, იქნება ეს უთო, ფენი თუ რაიმე სხვა. გარდა ამისა, ხანძრის გამოწვევა გაუმართავ ელექტროგაყვანილობასაც შეუძლია, რომლის შესახებ თქვენ შეიძლება არც კი იცოდეთ.
2. თუ გადაუღებელმა წვიმამ სახლი დაგიტბორა
ფოტო: Guillaume Kurkdjian
სახლის დატბორვა ის საფრთხეა, რომელიც ყველამ სერიოზულად უნდა მივიღოთ. იმისათვის, რომ თქვენი სახლი დაიტბოროს, სულაც არ არის საჭირო, რომ სანაპიროზე ცხოვრობდეთ. ამისთვის მეზობლის, ან თუნდაც თქვენ მიერ დატოვებული მოშვებული ონკანიც კი საკმარისია. დატბორვა შეიძლება მილების დაზიანებამაც გამოიწვიოს.
3. თუ შვებულებიდან დაბრუნებულს სახლი დაცარიელებული დაგხვდა
სახლის მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ სახლზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იმ ყველაფრის დაცვაა, რაც სახლში გვაქვს. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ბინებში შეჭრისა და ქურდობის შემთხვევების უმეტესი ნაწილი დღისით, სამუშაო საათებში ხდება. ეს ის რისკია, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
4. თუ თავს მიწისძვრა ან ქარიშხალი დაგატყდა
ფოტო: Ryan Kidd
ბუნებრივი კატაკლიზმების გამო გლობალურ ეკონომიკას ყოველწლიურად ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი ადგება. მიწისძვრა, ქარიშხალი, ტყის ხანძრები, მეწყერი, ზვავი, გრუნტის ჩამოშლა, ბუნებრივი კატასტროფები თავს შეიძლება ნებისმიერ დროს დაგვატყდეს, თანაც მათი წინასწარმეტყველება რთული, ხშირად კი შეუძლებელიც არის.
5. თუ ერთხელ შეცდომა შენც დაუშვი
ფოტო: Graham Cox
იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება თქვენ მოგადგეთ, უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ზიანის მიმყენებელი, უნებლიედ, თქვენ აღმოჩნდებით? შეცდომებისგან დაზღვეული არც ერთ ჩვენგანი არ არის, ხოლო უეცარი ხანძრის ან დატბორვის შემთხვევაში, ბუნებრივია, ზარალი შესაძლოა თქვენს მეზობლებსაც მიადგეთ. ამან, შესაძლოა, დამატებითი ხარჯები და სტრესი გამოიწვიოს, რაც თქვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის.
ზემოთ ჩამოთვლილი რისკებისგან დაცული არავინაა და ეს ან სხვა მსგავსი უსიამოვნებები ნებისმიერ დროს შეიძლება შეგვემთხვას. ერთადერთი, რაც ამ უსიამოვნო შემთხვევების დროს შეგვიძლია, ფინანსური ზარალის თავიდან აცილებაა, რისთვისაც ქონების დაზღვევის სერვისი არსებობს.
თუ ფიქრობ, რომ საფრთხეების წინასწარ გათვლა და რისკების აწონ-დაწონა სწორი გადაწყვეტილებაა, საკუთარი სახლის დაზღვევა ალდაგის ქონების დაზღვევის სერვისით შეგიძლია, სპეციალური აქციის ფარგლებში კი 20%-იან ფასდაკლებასაც მიიღებ.
-
ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
გადახედვა
-
"არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში? "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
გადახედვა
-
უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით! უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით!
-
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები 10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები
გადახედვა
-
ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს
-
ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის
გადახედვა
-
სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
გადახედვა
-
"დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე "დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
"ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული "ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული
გადახედვა
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით
გადახედვა

კომენტარები