ელენ დეჯენერესი თავისი შოუს დახურვას ჯერ არ აპირებს
ალბათ გახსოვთ ამბავი იმაზე, რომ კომიკოსი ელენ დეჯენერესი 2020 წლიდან საკუთარი შოუს დახურვას აპირებდა, თუმცა, როგორც მან The Hollywood Reporter-ს უთხრა, ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში არ მიიღებს:
"ვაპირებ ჩემი შოუს დასრულებას, მაგრამ მაშინ, როცა დავიღლები. როცა ვიფიქრებ, რომ ამის გაკეთება ჩემთვის სირთულეს წარმოადგენს და მე მეცოდინება, როცა ამის დრო მოვა. ახლა, დასასრულის საჭიროებას არ ვგრძნობ, თუმცა, ის კიდევ 16 წელი ნამდვილად არ გაგრძელდება".
დეჯენერესი დასძენს, რომ ცვლილებებისთვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში საკუთარ შეხედულებებს ღიად დააფიქსირებს, თუმცა მისი შოუ კვლავ აპოლიტიკური დარჩება:
"მე მაქვს ჩემი შეხედულებები, მაგრამ ვცდილობ, რომ ისინი შოუს ნაწილად არ ვაქციო. მე პოლიტიკური კომიკოსი არ ვარ, თუმცა, პოლიტიკურ თემებში ვერთვები. ამაზე, შესაძლოა სთენდაფებიდან ვისაუბრო. ვფიქრობ, რომ ცვლილება გვჭირდება".
ელენი დემოკრატების კანდიდატს დაუჭერს მხარს. ის დასძენს, რომ კანდიდატებს შორის ფავორიტი ჰყავს, თუმცა მოგვიანებით დააფიქსირებს იმას, თუ ვის მისცემს ხმას.
2018 წლის დეკემბერში, New York Times-თან ინტერვიუში, ელენმა თქვა, რომ მისი კონტრაქტი NBC Universal-თან 2020 წლის ზაფხულში მთავრდებოდა და ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, გააგრძელებდა თუ არა თანამშრომლობას.
მისი თქმით, თემის განხილვის პროცესში აზრებს ძირითადად ცოლისგან — პორშა დე როსისგან და ძმისგან, ვანს დეჯენერესისგან ისმენდა.
"პორშა მეუბნება, რომ უნდა დავისვენო. გაბრაზდა, როდესაც ჩემმა ძმამ მითხრა, რომ ახლა პაუზის დრო არ იყო", — ამბობდა ელენი.
დეჯენერესმა შოუ 2003 წელს დაიწყო და ამჟამად ეთერში მისი მე-16 სეზონი გადის. შარშან, ელენმა შოუდან ჰონორარის სახით $87 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.
საკუთარი კარიერის განმავლობაში, რომელიც 40 წელზე მეტს ითვლის, ელენმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, არამხოლოდ თავის საქმიანობაში, არამედ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლისთვისაც.
ელენი იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, რომელიც თოქ-შოუს წამყვანი გახდა, 2016 წელს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.
დეჯენერესს 30-ჯერ აქვს მიღებული სატელევიზიო ოსკარად წოდებული Emmy-ის ჯილდო და არის ოთხი წიგნის ავტორი.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები