რამდენი დღე უნდა დავისვენოთ სამსახურისგან?
მოგზაურობაზე კარგი რა შეიძლება იყოს?! მაგრამ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ყველას სახლში წასვლა გვინდება. არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ კარგ დასვენებასაც კი თავისი საზღვარი აქვს?
შვებულებების დაგეგმვა დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, დასვენება კი საგრძნობლად ამცირებს გულის შეტევისა და დეპრესიის რისკებს. და როცა სამსახურს ვუბრუნდებით, ბევრად უფრო კრეატიულები და ორგანიზებულები ვართ.
მაგრამ არსებობს თუ არა დასვენების დღეების ოპტიმალური რაოდენობა? და შესაძლებელია თუ არა, ეკონომიკური კონცეფტის, ბლის პოინტის, ანუ ბედნიერების ზენიტის ცნება შვებულებისთვის იდეალური დროის განსაზღვრაში დაგვეხმაროს?
შეიძლება, რომ ჭარბი სიამოვნებაც საზიანო იყოს?
ბედნიერების ზენიტს ორი სხვადასხვა, მაგრამ მსგავსი შინაარსის მნიშვნელობა აქვს.
კვების ინდუსტრიაში ტერმინი მარილის, შაქრის და ცხიმის კომბინაციის იმ იდეალურ რაოდენობას აღნიშნავს, რომელიც საკვებს იმდენად გემრიელს ხდის, რომ მომხმარებელს მასზე უარის თქმა უძნელდება.
ეკონომიკის სფეროში კი ბედნიერების ზენიტი მოხმარების იმ დონეს აღნიშნავს, რომლის დროსაც მომხმარებლის კმაყოფილება მწვერვალზეა და მის მიღმა იმავე პროდუქტისა თუ მომსახურების მიღება თავს ნაკლებად კმაყოფილად აგრძნობინებს.
საკვების შემთხვევაში მკაფიო არომატები ტვინში ძლიერ შეგრძნებებს იწვევს, რამაც, შესაძლოა, მეტის მიღების სურვილი დათრგუნოს. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც სენსორული დანაყრება. მუსიკის შემთხვევაშიც ასეა - ჩვენ ყველას აგვცრუებია გული საყვარელ სიმღერაზე მისი მეათასეჯერ მოსმენის შემდეგ. ასეთ დროს აკვიატებულ მელოდიაზე ჩვენი ტვინის რეცეპტორების რეაქცია იცვლება და ის ნაკლებად მიმზიდველი ხდება.
და მაინც, როგორ მუშაობს ეს კონცეპტი შვებულებებთან მიმართებაში? ალბათ ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი შეგრძნებაა, როცა, იმის მიუხედავად, რომ კარგ დროს ვატარებთ, უეცრად სახლში დაბრუნების სურვილი აგვიტანს. შესაძლებელია, რომ სანაპიროზე დასვენებით ან ახალი ადგილების მონახულებით გამოწვეულმა ჭარბმა სიამოვნებამ თავი მოგვაბეზროს?
რატომ არის დოპამინი მნიშვნელოვანი
ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ დოპამინი, სიამოვნების ნეიროქიმიკატი, რომელიც წამახალისებელი აქტივობების საპასუხოდ გამოიყოფა, ბედნიერების ზენიტის მიღწევაში დიდ როლს თამაშობს. წამახალისებელი აქტივობები შეიძლება იყოს ჭამისა და სექსის მსგავსი ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ქმედებებიც და, ასევე, ისეთი სტიმულები, როგორებიცაა ფულის შოვნა, აზარტული თამაშები ან სიყვარული.
ცნობილია, რომ დოპამინის გამოყოფა თავს კარგად გვაგრძნობინებს. დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების პროფესორის, პიტერ ვუსტის მიხედვით, ახალი ადგილების აღმოჩენა და დათვალიერება ორგანიზმში დოპამინის დონეს ზრდის. ამის მიზეზად ის იმ გამოწვევას ასახელებს, რომლის წინაშეც ახალ კულტურასთან, გარემოსთან და იქ მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობასთან ადაპტირების საჭიროებისას ვდგებით.
რაც უფრო კომპლექსურ გამოცდილებას ვიღებთ, მით მეტად დოპამინით გაჟღენთილი კმაყოფილება გვეუფლება, ამბობს ვუსტი, - "თუ რაიმე სიახლე ერთფეროვანია, მისგან ძალიან მალე დაიღლები, მაგრამ თუ ის მრავალფეროვანია და გამოწვევებითაა სავსე, ინტერესს არასოდეს დაგიკარგავს და ბედნიერების ზენიტის ეფექტის ამოქმედება გადაიდება".
მისივე თქმით, სასიამოვნო გამოცდილებების მიღების მოლოდინი დოპამინის დონეს საგრძნობლად ზრდის. იგივე ეფექტი აქვს ნაცნობი ადგილების მონახულებას - იმ სასტუმროში და გარემოში დაბრუნებას, რომელიც ადრე გიყვარდა. აი, იმ ადგილების ხელახლა სტუმრობა კი, რომელიც შენთვის ზედმეტად ახლობელია, პირიქით, ამცირებს დოპამინის დონეს და ჩვენ ვიწყენთ.
სიახლე სასიამოვნოა
ამ საკითხთან დაკავშირებით ჰოლანდიის ბრედას უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერების პროფესორი და მკვლევარი, ჯეროენ ნავინი ამბობს, რომ შვებულებების სასიამოვნოდ გატარებაზე ჩატარებული კვლევები, მონაცემთა სიმწირის გამო, მცირეხნიანი, მაქსიმუმ ორკვირიანი მოგზაურობების გამოცდილებებს ეყრდნობა.
მისმა კვლევამ, რომელშიც ჰოლანდიაში მოგზაური 481 ტურისტის განწყობაა შესწავლილი, ბედნიერიების ზენიტის არსებობა ვერ გამოააშკარავა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ცდისპირების მოგზაურობის ხანგრძლივობა 17 დღეს არ გადასცილებია.
"არ ვფიქრობ, რომ მცირეხნიანი მოგზაურობის დროს ადამიანებმა ბედნირების ზენიტს შეიძლება მიაღწიონ", - ამბობს ნავინი. მაგრამ მას სჯერა, რომ "სრულიად შესაძლებელია, ეს ფენომენი შედარებით გრძელვადიანი დასვენების დროს გამომჟღავნდეს".
არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც ადასტურებს ნავინის ვარაუდის სიზუსტეს. პირველ რიგში, ესაა ის, რომ ჩვენ, საყვარელი სიმღერისა არ იყოს, ყველაფერი მარტივად გვწყინდება. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შვებულებაში ყოფნით განცდილი ბედნიერების ნახევარი ან ერთი მესამედი მაინც სიახლის შეგრძნებითაა გამოწვეული. შვებულების პერიოდი ხომ რადიკალურად განსხვავდება ხოლმე ყოველდღიური ცხოვრებისაგან. ხანგრძლივი მოგზაურობების დროს კი უფრო მეტი დრო გვაქვს, რომ შევეჩვიოთ ამ სიახლეებს; განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთ ადგილზე დიდხანს გავჩერდებით და ერთი და იმავე ტიპის საქმიანობით დავკავდებით.
თუმცა, ჩვენ, უბრალოდ, შეგვიძლია, რუტინის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა აქტივობით გავირთოთ თავები. რამდენიმეკვირიანი არდადეგებისგანაც შეიძლება სიამოვნების მიღება, თუ რაც მოგვეპრიანება, იმის კეთების საშუალება გვექნება, ამბობს ნავინი.
ის, თუ რას აკეთებ, მნიშვნელოვანია
ჟურნალ Happiness Studies-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით დადასტურდა, რომ განტვირთვისას ჩვენი ბედნიერების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თავისუფლად შეგვიძლია შევარჩიოთ ჩვენი საქმიანობები. გაირკვა, რომ სიამოვნების გასახანგრძლივებლად ისეთი აქტივობებით უნდა დავკავდეთ, რომელიც ახალი გამოწვევების მიღებისა და ახლის სწავლის შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი საქმიანობების პოვნა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ახალ მიზანს შესძენს. მაგალითად, კეთილი საქმისთვის მოხალისედ მუშაობა კმაყოფილების გრძნობას ნამდვილად გაგიჩენთ.
თუ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა საქმიანობა ანიჭებს ბედნიერებას, მაშინ ბედნიერების ზენიტის მოქმედებაც, სავარაუდოდ, ძალიან ინდივიდუალურია, ამბობს ლეფ ვან ბოვენი, კოლორადოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი.
მისი აზრით, სხვადასხვა აქტივობას შეუძლია გავლენა იქონიოს შვებულების დროს ბედნიერების ზენიტის მიღწევაზე. ამ საქმიანობათა დროს დახარჯული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ენერგია ერთ-ერთი მნიშვნვნელოვანი ფაქტორია. ისეთი აქტიური დასვენების ფორმა, როგორიცაა მთებში ლაშქრობა, ხალხის უმეტესობისთვის, შეიძლება, ფიზიკურად დამქანცველი აღმოჩნდეს. სხვებისთვის ვეგასში წყვეულებაზე ყოფნაა გონებრივი და ფიზიკური დაღლის გამომწვევი. ვან ბოვენი ამბობს, რომ "ბედნიერების ზენიტი მიიღწევა მაშინ, როცა იმაზე ნაკლებს ვიღებთ, ვიდრე მოველოდით".
ინდივიდუალური პრეფერენციები მრავალფეროვანია, აღნიშნავს ედ ვინჯერჰოტსი, კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი ტილბურგის უნივერსიტეტში. მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანისთვის ფიზიკური აქტივობებით დატვირთული შვებულება შეიძლება იყოს ბედნიერების მომტანი, სანაპიროზე მზის აბაზანის მიღება კი - მოსაწყენი და დამღლელი; სხვებისთვის - პირიქით.
"ისეთი აქტივობების შერჩევით, რომელიც ჩვენს გემოვნებას შეესაბამება, და ისეთების შეზღუდვით, რომელიც დიდად არ მოგვწონს, ბედნიერების ზენიტის გადავადება შეგვიძლია“, - ამბობს ვინჯერჰოტსი. თუმცა, ჯერჯერობით არ ჩატარებულა არანაირი კვლევა, რომელიც მისი ჰიპოთეზის სისწორეს დაამტკიცებდა.
შეარჩიე შენი გარემო
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის გარემო, სადაც შვებულებას ვატარებთ. ქალაქში დასვენება, შესაძლოა, კარგიც იყოს, მაგრამ საცობებს, ხმაურს და ღამის განათებებს, რომელიც ჩვენს ძილზე უარყოფითად მოქმედებს, შფოთვისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის გამომწვევა შეუძლია.
"ქალაქში ყოფნა ჩვენი შეგრძნებების გადატვირთვას იწვევს და გვსტრესავს", - ამბობს ჯესიკა დე ბლუმი, ტამპერისა და გრონინგენის უნივერსიტეტების პროფესორი. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ახალ კულტურასთან ადაპტირება გვიწევს. "ქალაქის პირობებში ბედნიერების ზენიტის მიღწევის ტემპი უფრო დაჩქარებულია, ვიდრე ბუნებაში, რომელიც, როგორც ვიცით, მენტალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში გვეხმარება", - ამბობს ბლუმი.
მაგრამ, როგორც ვთქვით, ინდივიდუალური პრეფერენციები ძალიან მნიშვნელოვანია. კოლინ ელარდი, კოგნიტური ნეირომეცნიერების პროფესორი კანადის ვატერლოოს უნივერსიტეტში, ამბობს, რომ თუ ერთი ადამიანისთვის ქალაქები დამღლელია, მეორისთვის, პირიქით, განტვირთვის საშუალებაა. მისი თქმით, ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის ბევრად კომფორტულია ურბანული შვებულებები, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ მოგვწონს ჩვენთვის ახლობელ გარემოში ყოფნა.
თუმცა, ელარდი ასევე განმარტავს, რომ დიდ ქალაქში ცხოვრების მოყვარული ადამიანები, შეიძლება, ისეთივე დასტრესილები იყვნენ, როგორც ყველა დანარჩენი, მაგრამ ეს გააზრებული არ ჰქონდეთ, რადგან სტრესი მათთვის ნორმადაა ქცეული. "ნებისმიერ შემთხვევაში, ვვარაუდობ, რომ სათანადო ადგილის შერჩევა დიდ როლს თამაშობს შვებულებების დროს ბედნიერების ზენიტის მიღწევაში", - ამბობს ის. თუმცა, ჯერჯერობით, ამ სფეროში კვლევების სიმცირე შეუძლებელს ხდის, რომ ამაში დარწმუნებულები ვიყოთ.
იცნობდე შენს თავს
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასოდეს ვიცით ზუსტად, როდის მივაღწევთ ბედნიერების ზენიტს, მაინც არსებობს რამდენიმე გზა მის გადასავადებლად. ამის საუკეთესო საშუალება იმის გონივრულად დაგეგმვაა, თუ სად მიდიხარ, ვისთან ერთად და რითი დაკავებას აპირებ დასვენების პერიოდში.
ბრედას უნივერსიტეტში ემოციების მკვლევარის, ონდრეი მიტასის თქმით, არდადეგების დაგეგმვისას ჩვენ ყველანი ქვეცნობიერად ისედაც ვზრუნავთ ბედნიერების ზენიტის გაკონტროლებაზე, რადგან დასვენებისთვის გამოყოფილ დროს ვუხამებთ დასასვენებელ ადგილებს.
სწორედ ამიტომაც არის, რომ ოჯახური და ჯგუფური დასვენების დროს, რომელიც მრავალი ადამიანის სურვილებს აერთიანებს, ჩვენი ბედნიერების ზენიტი მალევე მიიღწევა, რადგან ამ დროს არ შეგვიძლია, ინდივიდუალურ საჭიროებებებს პრიორიტეტი მივანიჭოთ.
თუმცა, მიტასი ასევე აღნიშნავს, რომ დაკარგული ავტონომიის გადაფარვა შესაძელებელია, თუკი იმ ხალხთან, რომლებთანაც დროის გატარება გვიწევს, ძლიერ სოციალურ ურთიერთობებს დავამყარებთ. კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი ურთიერთობები თავის კარგად გრძნობის გარანტია შეიძლება გახდეს. შესაბამისად, ბედნიერების ზენიტის გამომჟღავნებაც გადაიდება.
პრობლემა ისაა, რომ უმრავლესობა ბედნიერების პროგნოზს არასწორად ვაკეთებთ. კვლევებით ჩანს, რომ ჩვენი ვარაუდები ხშირად არ მართლდება, რადგან არ ვიცით, ჩვენივე გადაწყვეტილებები მომავალში როგორ გვაგრძნობინებს თავს. "იმის ცოდნა, თუ რა და რამდენი ხნით გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ ბედნიერები, უამრავი ცდისა და შეცდომის დაშვებით მოიპოვება", - ამბობს მიტასი, - "თუმცა ეს, საბოლოოდ, ბედნიერების გახანგრძლივების საიდუმლოს ახდის ფარდას".
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება
-
გადახედვაველდკამპი: დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა - განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა ველდკამპი: დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა - განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა
-
გადახედვააზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა აზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა
-
გადახედვაკოლსი: EU-მ არ უნდა აღიაროს არალეგიტიმური რეჟიმი, პრეზიდენტად ზურაბიშვილი უნდა ცნოს კოლსი: EU-მ არ უნდა აღიაროს არალეგიტიმური რეჟიმი, პრეზიდენტად ზურაბიშვილი უნდა ცნოს
-
გადახედვანორდიკული და ბალტიის ქვეყნები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას ნაბიჯები, მათ შორის ეუთო-ს რეკომენდაციების განხორციელებით ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას ნაბიჯები, მათ შორის ეუთო-ს რეკომენდაციების განხორციელებით
-
გადახედვაჯო უილსონი: ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ, თავისუფლებისთვის მებრძოლებს ჯო უილსონი: ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ, თავისუფლებისთვის მებრძოლებს
-
გადახედვააქციაზე დაკავებული ექვსივე ადამიანი ხელწერილით გათავისუფლდა აქციაზე დაკავებული ექვსივე ადამიანი ხელწერილით გათავისუფლდა
-
გადახედვასამხრეთ კორეაში თვითმფრინავის კატასტროფას 179 ადამიანი ემსხვერპლა სამხრეთ კორეაში თვითმფრინავის კატასტროფას 179 ადამიანი ემსხვერპლა
-
გადახედვამიხაილ როთი: არავინ არ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი "პრეზიდენტი" მიხაილ როთი: არავინ არ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი "პრეზიდენტი"
-
გადახედვაბუნდესტაგის წევრი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს საქართველოში ჩასვლას ურჩევს ბუნდესტაგის წევრი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს საქართველოში ჩასვლას ურჩევს
-
გადახედვაილჰამ ალიევი რუსეთზე: დანაშაულის აღიარება, დროული ბოდიშის მოხდა - ეს იყო ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო, სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია ილჰამ ალიევი რუსეთზე: დანაშაულის აღიარება, დროული ბოდიშის მოხდა - ეს იყო ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო, სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციაზე 6 პირი დააკავეს შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციაზე 6 პირი დააკავეს
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს სახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს
-
გადახედვასაია: დღის საათებში შსს-ს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც. საია: დღის საათებში შსს-ს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც.
-
გადახედვაქაშვეთის მიმდებარედ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს ქაშვეთის მიმდებარედ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს
-
გადახედვაკარლ ბილდტი: საქართველოში რეჟიმმა ხარვეზებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ, საკუთარი მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა კარლ ბილდტი: საქართველოში რეჟიმმა ხარვეზებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ, საკუთარი მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა
-
გადახედვაგიტანას ნაუსედა: ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა გიტანას ნაუსედა: ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა
-
გადახედვამაია სანდუ: დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მაია სანდუ: დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით
-
გადახედვამაკა ბოჭორიშვილი: თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, მინდა გაგაწბილოთ მაკა ბოჭორიშვილი: თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, მინდა გაგაწბილოთ
-
გადახედვამიხეილ ყაველაშვილი: ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი: ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი
-
გადახედვალევან დავითაშვილი: ჩვენი ყველას მოლოდინია, რომ ის [მიხეილ ყაველაშვილი] ღირსეულად შეასრულებს იმ მოვალეობას ლევან დავითაშვილი: ჩვენი ყველას მოლოდინია, რომ ის [მიხეილ ყაველაშვილი] ღირსეულად შეასრულებს იმ მოვალეობას
კომენტარები