თუ იღბლიანი ხართ, ინტერნეტში მხოლოდ ერთხელ შეხვდებოდით იმ ადამიანს, რომელიც არც ისე კარგ განწყობაზეა და ყველგან არასასურველ და უსიამოვნო კომენტარებს ტოვებს.

და თუ ძალიან იღბლიანი ხართ, მაშინ თან რაიან გოსლინგს უნდა ჰგავდეთ. ისევე, როგორც ტვიტერის ეს მომხმარებელი, რომელმაც თავისი ფოტო ოსკარის ნომინანტი მსახიობის გვერდით გამოაქვეყნა და ამ საოცარი მსგავსებით მთელი ინტერნეტი აღაფრთოვანა.

"ყველა მეუბნება, რომ რაიან გოსლინგს ვგავარ. თქვენ რას ფიქრობთ?"

ჩაათვალიერეთ ინტერნეტის გამოხმაურება, რომელიც ასეთი პოზიტიური და ერთსულოვანი არც ისე ხშირად ყოფილა.

"უბრალოდ ვსქროლავდი და ვიფიქრე, რომ დედმამიშვილების დღის პოსტი შემხვდა"

"შენ და რაიან გოსლინგი, როცა ერთმანეთს შეხვდებით"

"შენი ფოტოც დაპოსტე, რომ შეგადაროთ"

"ორეულები ხართ"

"შენ რომელი ხარ?"

"მაგრად გაგვაცურე, შემდეგში შენი ფოტოც დადე"

"ცდებიან, რაინ გოსლინგი აქეთ გგავს"

"რაიანი რომელია?"

"12 საათის მერეც ვუყურებ და სხვაობას ვერ ვხედავ"

"ვახ, როგორ უხდება რაიანს ყვითელი მაისური!"

პოზიტიურმა გამოხმაურებებმა რაიანის ორეული აღაფრთოვანა:

"მეგობრებო, ხშირად არ ვწერ ბევრს ჩემს ტვიტებში, მაგრამ:

  1. მაგარია, როცა კეთილი ხარ;

  2. ვაშლის წვენი უფრო ხშირად დალიეთ;

  3. უფრო ხშირად გაიღიმეთ;

  4. შეახსენეთ მეგობრებსა და მშობლებს, რომ გიყვართ;

  5. დარგეთ მცენარე ამ ზაფხულს;

  6. მიყვარხართ ყველანი და შემეხმიანეთ, თუ ოდესმე მეგობარი დაგჭირდათ".

მგონი ასეთი სამყარო ჯობს, არა?