ფოტო: თვითმხილველების რეაქციები ნოტრ დამში გაჩენილ ხანძარზე
საფრანგეთის სიმბოლო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ამ დრომდე იწვის. მეხანძრეები და კრიზისული სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები გარანტიას ვერ იძლევიან, რომ ცეცხლს ჩააქრობენ და ნოტრ დამს შეინარჩუნებენ.
ხანძრის გაჩენიდან ამ დრომდე მეხანძრეების მუშაობას და ძლიერ ცეცხლში გახვეულ ტაძარს ათასობით პარიზის მცხოვრები და ტურისტი აკვირდება.
ამჟამად მეხანძრეების მთელი ძალისხმევა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კოშკის გადარჩენისკენ არის მიმართული.
თვითმხილველების ნაწილი მუხლებზე დგას ტაძრის წინ, ლოცულობს და გალობს. შძლიერი კვამლის მიუხედავად ისინი ამ დრომდე რჩებიან მთავარ მოედანზე.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.
ამავე თემაზე:
კომენტარები