ვინ მივიდა, რა თქვეს და რა უნდა მოძრაობა დაიცავი საქართველოს
ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული ოცნებიდან წასულების, პარტიის ყოფილი მხარდამჭერებისა და მმართველ გუნდზე გაბრაზებულების შეკრება გაიმართა. შეკრების ორგანიზატორი მოძრაობა დაიცავი საქართველო იყო, რომელსაც სათავეში პოეტი დავით მაღრაძე უდგას.
ვინ ესწრებოდა
შეკრებას დავით უსუფაშვილი, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ვატო შაქარიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და ოცნებიდან წასული სხვა პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. დარბაზში ასევე იმყოფებოდნენ ის მომღერლები და მსახიობები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში. მათ შორის იყვნენ დათო ხუჯაძე, ნინი ქარსელაძე, მარიკა თხელიძე და გიორგი მურღულია.
რა თქვეს
შეკრებაზე პირველი სიტყვით დავით მაღრაძე გამოვიდა. მისი განცხადებით, მათი მიზანია, ხელისუფლებიდან ქართული ოცნება ისე გაუშვან, რომ ქვეყნის სათავეში არ დაბრუნდეს პარტია, რომელმაც საქართველოს დიდი განსაცდელი მოუვლინა.
"ასე მგონია და ასე ვხედავ, რომ დაიხუთა ეს ასპარეზი და დაიხუთა ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დღეს ჩემობს პოლიტიკური სივრცე მოიცვას, თითქმის, კერპთაყვანისმცემლობას ითხოვს", — თქვა მაღრაძემ.
მან შეკრებაზე იმედი გამოთქვა, რომ მოძრაობაში მურუსიძეები და ზარდიაშვილები არასდროს იქნებიან.
დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართა ქართული ოცნებიდან ახლახან წასულმა ვატო შაქარიშვილმა. მისი თქმით, ქართული ოცნება მოსამართლეთა კლანის ოცნებების ასრულების ასპარეზად იქცა. მისივე თქმით, ეს დაპირება არ მიუციათ მოსახლეობისთვის საარჩევნო პერიოდში და ამიტომ, საჭიროა სათავე დაუდონ ახალ პოლიტიკურ ასპარეზს.
"ეს გზა, ჩვენ ყველანი შევთანხმდებით, რომ ტაძრამდე არ მიდის და სწორედ ამაზე შეშფოთებამ მოგვიყვანა ჩვენ ყველანი ამ დარბაზში", — განაცხადა შაქარიშვილმა.
მან სცენაზე ლევან გოგიჩაიშვილს მოუხმო და თქვა, რომ ის პარლამენტის ღირსეული წევრია. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ღირსეული პარლამენტი არ გვაქვს.
ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ პლატფორმა პოლიტიკურ მოცემულობას დაბადებს.
"დამოკიდებულება, როდესაც ღიად უჭერ მურუსიძეს მხარს და აცხადებ მსხვერპლად, ამას ჰქვია გამრუდება ყოფიერების, ცნობიერების, სამართლის, პრინციპების, ღირსების, მორალის —ყველაფერი გამრუდებულია. ამ სიმრუდემ რომ არ ჩამოშალოს ეს სახელმწიფო, არ მისცეს საშუალება, კიდევ უფრო მახინჯი აზროვნების ადამიანებმა ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, ამისთვის ვფიქრობ, ეს პლატფორმა დაბადებს პოლიტიკურ მოცემულობას" — თქვა გოგიჩაიშვილმა.
დარბაზში მყოფებს სიტყვით მიმართა ოცნებიდან წასულმა კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, ჯაბა ჯიშკარიანმა. მისი თქმით, დღეს ნაციონალური მოძრაობის რეანიმაცია და ქართულ ოცნებასთან შერწყმა ხდება.
"დღეს იქმნება პლატფორმა, რომელიც დიდ გამარჯვებას მოიტანს", — თქვა ჯიშკარიანმა.
შეკრებას შენების მოძრაობის ლიდერი, დავით უსუფაშვილი ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ "არაფერში გასაერთიანებლად არ მისულა, უბრალოდ მოსასმენად მივიდა".
"დავით მაღრაძემ შემომთავაზა მოსვლა და მოსმენა. მოვედი და მოვუსმენ. ასევე, ვუსმენ ყველას, ვინც თვლის, რომ ქართული ოცნება შესაცვლელია არჩევნების გზით, არა ნაციონალური რევანშით ან რუსული ზღაპრებით", — თქვა უსუფაშვილმა.
შეკრებაზე მყოფმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს იმ ადამიანებისგან შედგეს ახალი პოლიტიკური ერთობა, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში უკეთესი მომავალი უნდა იყოს.
"შესაძლოა, ეს მოძრაობა პარტიად არ გადაკეთდეს, მაგრამ ახალი პოლიტიკური ძალა იშვას იმ ადამიანების მონაწილეობით, ვისთვისაც ეს ღირებულებები დღესაც ისევე აქტუალური, მნიშვნელოვანია. ეს არის შემდეგი პროცესი, ამას არ გამოვრიცხავდი, მაგრამ არა ის, რომ დაიცავი საქართველო გახდეს პარტია", — განაცხადა ბესელიამ.
ქართული ოცნების ყოფილი წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ვინაიდან, დღეს ისევ აქტუალურია უსამართლობასთან ბრძოლა, ბუნებრივია, რომ საქართველოს დაცვისაკენ მოწოდება ისევ გაისმა.
"მეც ვუერთდები ამ ადამიანებს, მოვედი აქ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, უნდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და შევუერთდე იმ განწყობას, რომელიც დღეს ფილარმონიის დარბაზშია", — აღნიშნა ფოფხაძემ.
შეკრებაზე მყოფმა გია გაჩეჩილაძემ თქვა, რომ "არის იქ, სადაც საქართველოს უჭირს და იდგება იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება".
"მეგონა, რომ ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] რასაც იძახდა, თავის სიტყვებს არ გადავიდოდა, წავიდოდა სააკაშვილი ხელისუფლებიდან და ის გადავიდოდა ოპოზიციაში. მისი ოპოზიციაში ყოფნა იქნებოდა იდეალური მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ეს მან არ გააკეთა", — განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მომღერალმა, დათო ხუჯაძემ განაცხადა, რომ შეკრებაზე იმის გასაგებად მივიდა, თუ რა ხდება.
"ეს ქალაქი არ არის დიდი, ყველას ვიცნობ. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვადევნებ თვალს პოლიტიკას, მოვედი აქ, რომ გავიგო. მე ბევრი რამე არ მომწონს", — თქვა ხუჯაძემ.
შეკრებაზე მყოფმა მომღერლებმა, ნინი ქარსელაძემ და მარიკა თხელიძემ განაცხადეს, რომ ფილარმონიაში დაიცავი საქართველოს პოზიციების მოსასმენად იმყოფებოდნენ. შეკრების დასასრულს ორივემ აღნიშნა, რომ კვლავ ქართული ოცნების მხარდამჭერებად რჩებიან.
რა უნდა მოძრაობა დაიცავი საქართველოს
მოძრაობა დაიცავი საქართველოს შეკრება 14 მარტს დავით მაღრაძემ დააანონსა. მან თქვა, რომ 10 წლის წინ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა გააქტიურდებოდა. მისივე თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს დღესაც პატივს სცემს, როგორც მოქალაქეს მისი დამსახურებების გამო, თუმცა, განმარტა, რომ მის პოლიტიკას აღარ იზიარებს.
შეკრებაზე მყოფმა პოლიტიკოსებმა და მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ ხელისუფლების შეცვლა, ოღონდ ისე, რომ სათავეში ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს. დამსწრეთა ნაწილმა იმედი გამოთქვა, რომ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება, ნაწილი კი ამას უარყოფს, მათ შორის დავით მაღრაძეც.
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია










კომენტარები