ჯეიმს კორდენი: რომანტიკულ როლებს "პუტკუნა" მსახიობები ვერ იღებენ
ინგლისელი მსახიობი და კომიკოსი ჯეიმს კორდენი ამბობს, რომ პუტკუნა მსახიობები რომანტიკულ როლებს ვერ იღებენ.
კორდენმა ტელევიზიისა და კინოინდუსტრიის შერჩევითი დამოკიდებულება დევიდ ტენანტის პოდკასტში გააკრიტიკა და დასძინა:
"თუ პუტკუნა ხარ, მაშინ არასდროს არავინ გიყვარდება, არასდროს გაქვს სექსი. არავის იზიდავ".
კორდენის თქმით, შედარებით დიდი ზომის მსახიობებისთვის განკუთვნილია "მიმზიდველი" პერსონაჟის მეგობრების როლები, რომლებიც აუცილებლად კეთილები და მხიარულები არიან.
"The History Boys-ში ვთამაშობდი და იქ ჩემ გარდა შვიდი ბიჭი მსახიობი იყო, იგივე ასაკითა და ერთნაირი კარიერული მიღწევებით. თითქმის ყოველდღე 3-4 მათგანი დიდი სცენარებით ბრუნდებოდა, მე კი მხოლოდ ორი გვერდი და ფილმის დასაწყისში ნიუსაგენტის როლი მერგო".
კორდენის თქმით, ის გრძნობდა, თითქოს გარშემომყოფები ეუბნებოდნენ, რომ ის ნიჭიერი ჩანდა, თუმცა პრობლემა მის გარეგნობაში იყო.
"უცხოპლანეტელმა რომ დედამიწის შესასწავლად მხოლოდ ფილმებსა და ტელესერიალებს უყუროს, იფიქრებს, რომ თუ მსუქანი ან ცოტა პუტკუნა ხარ, არასდროს არავინ გიყვარდება და არც სექსი გაქვს.
წონის გამო, არავინ მიგიჩნევს სიმპათიურად. შენ იქნები მიმზიდველი ადამიანების კარგი მეგობარი, რომელიც რთულ სიტუაციებში მათ ძველი ხუმრობებით ამხნევებს.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გასართობი ინდუსტრია წვეულების ერთი დიდი მაგიდაა, სადაც ადამიანები განიშნებენ, რომ მათ გვერდით შენი ადგილი არაა".
მისი თქმით, მთავარი როლებიდან გამოყოფის გამო, გადაწყვიტა რომ თავად დაეწერა 2007 წლის სიტკომი Gavin & Stacey. ახლა მას CBS-ზე საკუთარი შოუ The Late Late Show აქვს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კორდენმა ჭარბწონიანების მიმართ ჰოლივუდის უსამართლო დამოკიდებულება გააკრიტიკა.
"ვერასდროს ვუგებდი რომანტიკულ კომედიებს. მათ თუ დავუჯერებთ, მსუქანი ან შეუხედავი ადამიანები სიყვარულს არ იმსახურებენ", - თქვა მან Rolling Stone-თან ინტერვიუში 2016 წელს.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები